ქალთა ფეხბურთი

AutoSharing Option
თითქმის ათი დღის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ქალ ფეხბურთელთა ტურნირები მიმდინარებდა.

ამბროლაურში, მინიფეხბურთში რაჭის თასის ღია გათამაშებაში ამბროლაურის, ქობულეთის, ლანჩხუთის და ქუთაისის (ორი) გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში, ქობულეთის „ფრიადოსანმა“ ლანჩხუთის „გურია“ 2:0 დაამარცხა და თასს დაეუფლა. ტურნირი რაჭა-ლეჩხუმის რეგიონული ფეხბურთის ფედერაციის (პრეზიდენი გია შარაბიძე) ძალისხმევითა და თანადგომით ჩატარდა. ორგანიზატორებს მხარში დაუდგა რაიონის საკრებულო (თავმჯდომარე კახა ფარჯანაძე) და გამგეობა (გამგებელი ლევან ჯმუხაძე).

რაჭიდან გუნდებმა საჩხერეში გადაინაცვლეს და რაიონის ღია პირველობაში იასპარეზეს.

აქ რაჭველების ნაცვლად ტურნირში საჩხერის ორი გუნდი ჩაება. ფინალში ლანჩხუთის „გურიამ“
ქუთაისის ნაკრები 1:0 დაამარცხა. მესამე ადგილი ქობულეთის „ფრიადოსანს“ ერგო. პირველობა კომპლექსური სასპორტო სკოლის (დირექტორი ჯონი მიქაძე) და საჩხერის გამგეობის (გამგებელი ზურაბ ცერცვაძე) თანადგომით ჩატარდა.

ნინო სორდია
საქართველოს ქალთა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული