საქართველოს ნაკრებმა ნახევარფინალში ყაზახეთს 2:0 სძლია და ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მეორე ნახევარფინალში თურქეთმა აზერბაიჯანს 2:0 მოუგო.
21 მარტს, 14 საათზე, ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" მესამე ადგილისთვის ერთმანეთს აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ნაკრებები შეხვდებიან, ფინალი კი ამ დღესვე "მიხეილ მესხზე" 16 საათზე დაიწყება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"