საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები მუნდიალის შესარჩევში ჩაერთვება

AutoSharing Option
გაზაფხულიდან საქართველოს ქალთა ასაკობრივი ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებში ჩაერთვებიან.

4-9 აპრილს ჩვენი ეროვნული ნაკრები ლიტვაში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირზე იასპარეზებს, სადაც მასპინძელთა გარდა, მისი მეტოქეები ფარერები და ჩერნოგორია იქნებიან.

ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე ორი საუკეთესო გუნდი გადის.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ივნისში საქმეში ჩვენი 17-წლამდელი გოგონები ჩაერთვებიან. ისინი ესტონეთის ოთხგუნდიან საერთაშორისო ტურნირში იასპარეზებენ. სექტემბერში კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ ეტაპზე ითამაშებს.

ჩვენი გუნდი 21-26 სექტემბერს მაკედონიაში მასპინძლებს, შოტლანდიელებსა და რუმინელებს დაუპირისპირდება. მომდევნო რაუნდში ჯგუფის ორი საუკეთესო გუნდი
გავა.

ცნობისთვის, საქართველოს ქალთა ეროვნულ ნაკრებს ფიფას ოფიციალურ რეიტინგში 131-ე ადგილი უკავია, რეიტინგის საუკეთესო ათეული კი ასე გამოიყურება:

1. აშშ
2. გერმანია
3. იაპონია
4. ბრაზილია
5. საფრანგეთი
6. შვედეთი
7. კანადა
8. ინგლისი
9. ავსტრალია
10. ჩრდილოეთ კორეა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული