საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები დღეს იტალიას დაუპირისპირდება

AutoSharing Option
დღეს, 18 სექტემბერს, საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ევრო 2017-ის საკვალიფიკაციო ჯგუფის პირველ შეხვდრას სტუმრად იტალიის ნაკრებთან გამართავს. მატჩი თბილისის დროით 20:30 სთ-ზე, ქალაქ ლა სპესიაში დაიწყება.

თამაზ კოსტავას გუნდმა მზადება ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" გაიარა, იტალიაში კი 15 სექტემბერს გაემგზავრა.

შესარჩევ ჯგუფში ქართველი გოგონების მეტოქეები, იტალიელთა გარდა, ჩრდილოეთ ირლანდიის, ჩეხეთისა და შვეიცარიის ქალთა ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

საქართველოს ნაკრები
მეკარეები: თამარ ნადირაშვილი და თეონა სუხაშვილი.
მცველები: თამარ ტატუაშვილი, ნინო სუთიძე, ანა ზაქაიძე, სალომე ხუბულური, ნათია სხირტლაძე,
ნინო კოჭლამაზაშვილი. ნახევარმცველები: ტატა მატვეევა, ნინო პასიკაშვილი, თეონა თოდაძე, ანა ჩემინავა, ანა პოღოსიანი, ანა სინატიშვილი. თავდამსხმელები: ლელა ჭიჭინაძე, გულნარა გაბელია, ხატია ჭყონია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გელე რა კაცია
solososo
19:29 18-09-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული