ზამთრის თასი 2017: საქართველოს ნაკრებმა ესპანეთიც დაამარცხა და ფინალშია

AutoSharing Option
საქართველოს ვეტერანთა ნაკრები დღეს, 15 იანვარს, "ზამთრის თასი 2017"-ის ნახევარფინალში ესპანეთის ვეტერანთა ნაკრებს დაუპირისპირდა და მეტოქე ანგარიშით 6:5 დაამარცხა.

- "ზამთრის თასი 2017": საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან გამარჯვებით დაიწყო
- ზამთრის თასი 2017: საქართველოს ნაკრები უეფასთან გამარჯვებით ნახევარფინალში გავიდა

ანგარიში ულამაზესი შორეული დარტყმით დავით მუჯირმა გახსნა, რასაც მალევე ხუან სანჩესმა ზუსტი დარტყმით უპასუხა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში ჩვენმა ფეხბურთელებმა კიდევ ორი გოლის გატანა მოახერხეს - თავი გიორგი დემეტრაძემ
და ალექსანდრე ამისულაშვილმა გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში კიდევ ერთი ბრწყინვალე გოლი გაიტანა დავით მუჯირმა და მასპინძელთა უპირატესობა სამამდე გაზარდა, თუმცა სტუმრებმა 3 ბურთის გაქვითვა მცირე დროში მოახერხეს - საქართველოს ნაკრების კარი მიყოლებით ხუანფრანმა, მარკოს სენამ და სერხი ბარხუანმა აიღეს. ამის შემდეგ, მოედანზე კვკავ გამოჩნდა დავით მუჯირი და ჰეთ-თრიკიც გაიფორმა, რასაც ხუან სანჩესმა მორიგი გოლით უპასუხა და ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა. მატჩის მიწურულს ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა და გუნდი ფინალში გაიყვანა.

ფინალში საქართველოს ნაკრები უკრაინას დაუპირისპირდება. ფინალური შეხვედრა 18:30 საათზე დაიწყება და მატჩის ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი უზრუნველყოფს.

საქართველო:
გიორგი ლომაია, დავით გვარამაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, მურთაზ შელია, გივი კვარაცხელია, ლევან კობიაშვილი, ალექსანდრე იაშვილი, დავით სირაძე, დავით მუჯირი, გიორგი დემეტრაძე, გიორგი ქინქლაძე, მიხეილ ყაველაშვილი, მამუკა მაჭავარიანი.

ესპანეთი: ხულიო იგლესიასი, ხუანფრანი, ფერნანდო ხინერი, ლუის მილა, ხუან კაპდევილია, სალვა ბალესტა, ხუან სანჩესი, ხოსე ამავისკა, სერხი ბარხუანი, ხუან კარლოს აბლანედო, ლუის კემბრანოსი, სენიორი, მარკოს სენა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
barsaს: ეხლა გახდა ეს ხალხი პროფესიონალები?პროფესიონალები თავის დროზე უნდა ყოფილიყვნენ,რა სისულელეებს წერ
bacho
16 იანვარი 2017 00:07
0
ციბას : ეს ნაკრები არ იყო 5 წლის წინ?
ბაჩო გ
16 იანვარი 2017 00:05
0
თავის დროზე ეთამაშათ ერთი რა, როცა რამე აზრი ქონდა.
ყოფილი გულშემატკივარი
15 იანვარი 2017 22:19
0
ეს 3 თამაში ეროვნულ ნაკრებს ფიფას რეიტინგში არ ადგებაა? ;)
ბაჩო გ
15 იანვარი 2017 17:15
0
ეს ნაკრები შესარჩევში უფრო მეტს მიაღწევდა,ვიდრე მომქმედი.თან არც უცხოელი მწვრთნელი სჭირდებათ.
ციბა
15 იანვარი 2017 17:02
0
ესპანეთი როგორ მოტივირებული იყო. აი ნამდვილი პროფესიონელები. პროფესიონალიზმს არ აქვს ასაკი ამას უნდა შეხედონ ახლანდელმა ქართველმა ფეხბურთელებმა. X5 რო იყიდიან და თავი მესი გონიათ ასე არაა არააააააა. შრომას მოაქვს ყველაფერი მანქანებიც და კარგი ცხოვრებაც
barsa
15 იანვარი 2017 17:00
0

სიახლეები პოპულარული