"დინამოს" გენერალურ დირექტორად ზურაბ პოლოლიკაშვილი დაინიშნა

AutoSharing Option
კლუბის განვითარების სამომავლო გეგმებზე დღეს "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ და კლუბის ახლად დანიშნულმა გენერალურმა დირექტორმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა ისაუბრეს.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და საქართველოს ყოფილი ელჩი ესპანეთში ზურაბ პოლოლიკაშვილი კლუბის მთავარ მენეჯერად დღეს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე გიორგი (ბუბა) ტყავაძე შეცვალა.

კლუბის პრეზიდენტის რომან ფიფიას განცხადებით, დღეიდან "თბილისის დინამოს" ისტორიაში ახალი ეტაპი იწყება, რაც ძველი დიდების და სახელის დაბრუნებაში უნდა გამოიხატოს.

ზურაბ პოლოლიკაშვილი "დინამოს" განვითარების კონკრეტულ გეგმებს სახავს. მისი განცხადებით, უახლოეს მომავალში მოწესრიგდება ინფრასტრუქტურა, გადაიხედება და საჭიროების შემთხვევაში შეიცვლება სამწვრთნელო შემადგენლობა,
ასევე, დაიგეგმება კონკრეტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს კლუბის პოპულარიზაციას და ძლიერი ფანკლუბის ჩამოყალიბებას.

ზურაბ პოლოლიკაშვილის თქმით, "დინამოს" მთავარი მიზანი ამიერიდან მხოლოდ საქართველოს ჩემპიონატის მოგება აღარ იქნება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას უფრო დიდი ამბიციები გააჩნია. "ჩვენ გვსურს, რომ უახლოეს მომავალში კლუბი უეფას ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში და სხვა პრესტიჟულ საერთაშორისო საფეხბურთო ტურნირებში ჩაებას", - აღნიშნა კლუბის ახალმა გენერალურმა დირექტორმა.

გარდა ამისა პოლოლიკაშვილი გეგმავს აქტიურად გამოიყენოს თავისი კონტაქტები ისეთი პოპულარული ესპანური საფეხბურთო კლუბების ხელმძღვანელებთან, როგორებიცაა კატალონიის "ბარსელონა", მადრიდის "რეალი" და სხვები. პოლოლიკაშვილი ამ კლუბებთან მოლაპარაკებების დაწყებას მიმდინარე თვეში გეგმავს.


"ინტერპრესნიუსი"






.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დროა "დინამომ" ძველი დიდება დაიბრუნოს.
puma
19:07 03-03-2011
0
დინამომ უნდა მოიცილოს საბჭოთა პოლიციური სულისკვეთება, რაც ამ გუნდის უბედურებად იქცა.
უბედურება ისაა, რომ ძველი ხელმძღვანელების ხელში სახალხო გუნდი ხალხის საძულველ კლუბად გადაიქცა.
იმიტომ რომ:
1 - დინამო გაიგივდა ჩაკეტილ სივცესთან, სადაც ყველაფერს მალავენ და ეშიანიათ.
2 - დინამოს მართვის სტილად იქცა არა წახალისება, არამედ დასჯა. ეს გუნდს ანგრევს, შიშის სინდრომით შეპყრობილი ფეხბურთელები კი ლაღად ვერასდროს ითამაშებენ.
3 - დინამო გადაიქცა ფეხბურთელების ჩაკვლის სიმბოლოდ. ბოლო წლებში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გაუშვეს, რადგან არაორდინალურ პიროვნებებთან ურთიერთობის უნარი არ ჰქონდათ.
გადახედეთ როგორ თამაშობენ ყოფილი დინამოელები:ქავთარაძე ოლიმპში და ბოლქვაძე სპარტაკში ლიდერები გახდნენ, დინამოში კი შანსი არ მიუციათ. ან ბრმები არიან, ან უცოდინრები, არ ორივე ერთად.
4 - დინამო გადაიქცა პროვინციულ კლუბად და ებრძვის "ოლიმპს", "ზესტაფონს", "ვიტ ჯორჯიას" და არა ევროპულ კლუბებს.
5 - დინამოს მწვრთნელი უნდა იყოს ინტელექტუალი და ავტორიტეტი, სხვაგვარად ასეთ კლუბს ვერ მართავს.ამ დროს ჰყავდათ მწვრთნელი, რომელიც ხელმძღვანელის ნებას ასრულებდა.
6 - და კიდევ ათასი რამ.
მოაცილეთ დინამოს ჩაკეტილობა, პროვინციულობა, უგულობა და ძერჟინსკის სულისკვეთება! უპატრონეთ ნიჭიერებს და ნუ მოკლავთ ბავშვებს.
მოკლედ, დამიბრუნეთ ჩემი საყვარელი დინამო!
japaneze
00:48 04-03-2011
0

სიახლეები პოპულარული