რასიმ რამალდანოვის უარი "კოლხეთს", "სამტრედიას" და თბილისის "დინამოს"...

AutoSharing Option
რასიმ რამალდანოვზე ითქმის, მისთვის გაისროლა "ავრორამო". ფოთის "კოლხეთის" ყოფილი ცენტრალური მცველი არც კოლხების ფორმით ითამაშებს და არც "სამტრედიაში" ან თბილისის "დინამოში" - 30 წლის ცენტრალური მცველი კარიერას ევროპალიგის მიმდინარე გათამაშების ჯგუფურ ეტაპზე გასულ "გაბალაში" გააგრძელებს.

საქმე ისაა, რომ "გაბალას" ბრაზილიელი ცენტრალური მცველი რაფაელ სანტოსი სერიოზულად დაშავდა, დიდი ხანი ვერ ითამაშებს და მის შემცვლელად რამალდანოვი მიიწვიეს, რომელიც მანამდე კლუბს საქართველოში ეძებდა.

ფეხბურთელის თქმით, საქართველოდან დაუკავშირდნენ, მაგრამ ცხადია, ფინანსურად ბევრად ღონიერ აზერბაიჯანულ კლუბში გადასვლა ამჯობინა.

"კლუბიდან დამირეკეს და კონტრაქტი ზაფხულამდე შემომთავაზეს. იყო
სხვა წინადადებებიც, მაგალითად - საქართველოდან იყო, მაგრამ მაინც "გაბალა" ვამჯობინე. სიმართლე გითხრათ, სიურპრიზი აღმოჩნდა ჩემთვის, ასეთმა ძლიერმა კლუბმა რომ მიმიწვია", - ამბობს რამალდანოვი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ფოთის "კოლხეთის" მადლობელი თუ არის?
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
15:58 31-01-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული