7 თებერვალს საგანმანათლებლო პროგრამა "სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" დაიწყება

AutoSharing Option
7 თებერვალს, 14:00 ჰოთელს ენდ პრეფერენს ჰუალინგში "სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" ოფიციალურად აიღებს სტარტს.

სასწავლო კურსის გახსნის ოფიციალური ცერემონია 14:30 საათზე დაიწყება და მას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებთან და ილიას უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, უეფას საგანმანათლებლო პროგრამების კოორდინატორი, სარა ჰოლმგრენი დაესწრება.

საგანმანათლებლო პროგრამა, რომელსაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ილიას უნივერსიტეტთან პარტნიორობით ახორციელებს, უფასოა მსმენელთათვის და ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში დასაქმებული მენეჯერების კვალიფიკაციის ამაღლებასა და პროფესიული უნარ-ჩვევების გაღრმავებას ისახავს მიზნად. აღნიშნული პროგრამა უეფას შესაბამისი საგანმანათლებლო კურსის ქართული ანალოგია და სრულად უეფას დაფინანსებით ხორციელდება.

პროგრამის
ფარგლებში კურსის მსმენელები მსოფლიო და ევროპული ფეხბურთის სტანდარტებს გაეცნობიან, ასევე შეისწავლიან სტრატეგიული მართვის, ფინანსური დაგეგმვის, ღონისძიებების ორგანიზების, მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებს.

"სფფ - ის სერტიფიკატი ფეხბურთის მენეჯმენტში" 2017 წლის ივლისში დასრულდება. პროგრამაში მონაწილე პირებს კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები.

მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
და ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის როდის იქნება შესაძლებელი ესეთი ტრეინინგის გავლა იქნებ გაარკვიოთ და მოგვაწოდოთ ინფორმაცია რა
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული