როგორც მან აღნიშნა, განაჩენამდე დაგეგმილია ბრალდების და დაცვის მხარეების საკამათო სიტყვა. ბრალდება 5-8 წლამდე პატიმრობას მოითხოვს, დაცვის მხარე კი - მათ გამართლებას.
დემეტრაძესთან ერთად, განაჩენს გამოუტანენ კიდევ სამ პირს - ამჟამად ძებნაში მყოფ ვატო ყიფიანს, დავით ფეიქრიშვილს და დავით გაგნიძეს. ყველა მათგანს ბრალი ქურდული სამყაროს წევრობაში ედება.
გაგნიძეს დამატებით იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაშიც ადანაშაულებენ. ფეიქრიშვილი, დემეტრაძე, გაგნიძე და ყიფიანი დანაშაულს არ
საქმე ეხება 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიოს ჩემპიონატთან დაკავშირებით ე.წ. მაზავშჩიკებთან მოგებულ თანხებს. თანხების ამოღებაში მოგებულებს ქურდული ტრადიციების მიმდევრები, კერძოდ, აღნიშნული პირები ეხმარებოდნენ. მოგებული თანხის ნაწილი ე.წ. ქურდულ ობშიაკშიც მიდიოდა.
ამავე საქმეში ბრალდებულია შსს-ს ყოფილი პოლკოვნიკი კახა მისირელი. მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო და მას არასაპატიმრო ღონისძიება შეეფარდა.
ფეიქრიშვილს, დემეტრაძესა და გაგნიძეს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა 8 ივლისს შეეფარდათ. ისინი გლდანის #8 საპყრობილეში არიან გადაყვანილი. დაუსწრებლად დაპატიმრება ვატო ყიფიანსაც შეეფარდა.
"ინტერპრესნიუსი"