დამოუკიდებლობის 27 წელიწადი - ყველაფერი ქართული ფეხბურთის მოსაკლავად...

AutoSharing Option
საქართველოს დამოუკიდებელი ფეხბურთის ფედერაციის დაფუძნებიდან 27 წელიწადი გავიდა. 1990 წლის 15 თებერვალს თავისუფლებისკენ სწრაფვას საფეხბურთო სამყაროც შეუერთდა და თავისი გზით სიარული არჩია.

დიდი დრო გავიდა, მთელი თაობები შეიცვალა საქართველოში, დიდი კატაკლიზმები მოხდა, ერთი ატომური ბომბი არ ჩამოვარდნილა, თორემ ყველა უბედურება დაგვატყდა თავს - შიდა და საგარეო ომები, მუდმივი ეკონომიკური კრიზისი და გაჭირვება... რა გასაკვირია, რომ პერმანენტული სტრესის ქვეშ მყოფ ქვეყანაში ფეხბურთის დონეც საგრძნობლად დაეცა.

ქვეყანამ, რომელიც დამოუკიდებლობას აცხადებდა და ოცნებობდა, ღირსეულად ევლო თავისუფლების გზაზე, ამ პრობლემების გადამკიდე, ფეხბურთისთვის რეალურად ვერ
მოიცალა.

ვოცნებობდით, რომ მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე გვეთამაშა და დამოუკიდებლობიდან 27 წლის თავზე ფიფას ბოლო რეიტინგით მსოფლიოს საფეხბურთო ოჯახში 125-ე ადგილზე ვართ, რაც ქართველი გულშემატკივრისთვის დიდი დარტყმაა.

ბევრი ცდილობს, საქმის ისე წარმოჩენას, თითქოს ეს უბედურებები თავს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის გამო დაგვატყდა. მაგრამ პოსტსაბჭოელთა რეიტინგებს რომ გადავხედოთ, ცხადია, გახდება - ორიოდე ქვეყნის გარდა, ფეხბურთი პოსტსაბჭოურ სივრცეში წინ წავიდა. ტაჯიკეთი, თურქმენეთი და მოლდოვა ვარსკვლავებს ისედაც ვერ წყვეტდნენ, საქართველომ კი ყველაზე დიდი რეგრესი განიცადა.

ანუ ამ 27 წელიწადში ყველაფერი გავაკეთეთ საიმისოდ, რომ წინა თაობების შრომა წყალში ჩაგვეყარა.

საბჭოთა კავშირის ჩემპიონატებში თბილისის "დინამო", ისევე, როგორც ამა თუ იმ რესპუბლიკის მთავარი გუნდი, რეალურად, საკუთარი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებს წარმოადგენდა. გასაოცარი ისაა, რომ კლუბების ჯამურ სტატისტიკაში "დინამოს" საბჭოეთში მე-4 შედეგი ჰქონდა. ახლაც მე-4 ვართ, ოღონდ... ბოლოდან.

27 წლის წინათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ჩვენზე წინ იქნებოდნენ ის ქვეყნები (უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ყაზახეთი, ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, ყირგიზეთი), რომელთაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გუნდი ხან ჰყავდათ, ხან - არა. მაგრამ ახლა ეს ფაქტია და ამიტომაა, სომხეთის შემდეგ ევროპაში მაყურებელთა დასწრების კლებაში საქართველო რომ ლიდერობს.

ფიფას მიმდინარე რეიტინგი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის
ქვეყანა ქულა
30. უკრაინა 805
61. რუსეთი 592
63. უზბეკეთი 554
72. ბელარუსი 470
82. სომხეთი 422
89. აზერბაიჯანი 388
96. ყაზახეთი 352
109. ლიტვა 324
113. ლატვია 306
119. ესტონეთი 291
124. ყირგიზეთი 265
125. საქართველო 263
133. ტაჯიკეთი 231
144. თურქმენეთი 200
163. მოლდოვა 145.

უეფას ანტირეიტინგში (კლუბების ლიცენზირების შედარებითი ანგარიშიდან) საქართველოს ჩემპიონატი 54 ქვეყანას შორის მხოლოდ მეოთხეა (ირლანდიას, ბელარუსსა და ყაზახეთს შორის) 2015 წლის მონაცემების მიხედვით, სადაც ეროვნული პირველობის მატჩების ტელეტრანსლაციიდან შემოსავალი ნულის ტოლია.

ჩვენი საკლუბო მარკეტინგის დონე ქვის ხანისას ოდნავ თუ აღემატება და ლოგიკურია, რომ ევროპული კლუბების ასოციაციის შეხვედრებიდან ჩამოსული ჩვენი წარმომადგენლებისგან გვესმის, რომ იქ მხოლოდ ერთ მოთხოვნას აყენებენ - უეფამ ევროტურნირებიდან მიღებული დაფინანსება გაუზარდოს! ასეთი "ღრმა" აზროვნების შედეგია, "სხვა შემოსავლების" გრაფაში ქართული კლუბების არსებული თანხების წილი 81 პროცენტს რომ შეადგენს.

ჩვენი ფეხბურთი თავად სახელმწიფოს მდგომარეობასაც ასახავს. მაგალითად, ყაზახეთი ერთადერთია პოსტსაბჭოურ ქვეყნებს შორის, სადაც ბიუჯეტი დაგეგმილს აჭარბებს. აზერბაიჯანიც ბუნებრივი რესურსებით წამოდგა ფეხზე. ორივემ კი ფეხბურთი ისე განავითარა, რომ ჩემპიონთა და ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპებსაც გაუსინჯეს გემო (ევროპალიგას გაუშინაურდნენ კიდეც). რეალური პროგრესია ესტონეთსა და ლატვიაში, უზბეკეთი კი აზიის რეგიონის ლიდერებშია. ბალტიისპირელებს ფრენა არ უსწავლიათ, მაგრამ დაღმასვლას მაინც ასცდნენ.

ასე კი იმიტომ მოხდა, რომ ამ ქვეყნებში სწავლობდნენ და ინფრასტრუქტურას აშენებდნენ, საქართველო კი ამ 27 წლის განმავლობაში არათუ არაფერს აკეთებდა, აშენებულსაც კი ანგრევდა და ლამის ყველაფერი გაკეთდა, ჩვენში ფეხბურთი რომ ჩამკვდარიყო. საფეხბურთო სამყარო ხომ სახელმწიფოს მთელი 25 წლის განმავლობაში ეხვეწებოდა ფეხბურთის განვითარების პროგრამის მიღებას. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ქაოსში ჩაფლულს პოზიციების შენარჩუნება გაუჭირდა.

შეცდომა ის იყო, რაც მერე მოხდა, თორემ 27 წლის წინ მიღებული გადაწყვეტილება დროული, საჭირო და აუცილებელი იყო. იმიტომ, რომ საქართველოს დროშას მსოფლიო სარბიელზე უნდა ეფრიალა.

იმედია, გავა წლები და 15 თებერვლის იდეალები მაინც განხორციელდება, ეს კრიზისი და გულგრილობაც წარსულს ჩაბარდება და ქართული ფეხბურთი ჭაობიდან ამოძვრება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
Romel qveyanas yavs sadme prezidenti parlamentari
givi
18 თებერვალი 2017 17:43
0
რუსების ბრალი არაა რომ ჩვენი ფეხბურთელები ფულს ირჩევენ კარიერის და დიდი ფეხბურთის მაგივრად, ის რომ რუსები ცდილობენ ჩვენი ფეხბურთელები დაიმორჩილონდა მონებივით ყავდეთ ეს ფაქტია, მაგრამ ეს თავად ფეხბურთელების ბრალია , ჭანტურია რო მორბოდა 2 ბუნდესლიგიდან , ქონდა იმავე ლიგის გუნდებიდან წინადადებები მაგრამ ორმაგი ხელფასი არჩია, ხოდა დაემშვიდობეთ ქართველ მესის, ჯანოს ქონდა შანსი არ გაეგრძელებინა კონტრაქტი სპარტაკთან და ხეხოს ახლა სკამი ქართველმა პირლომ, კვირკველიაც დანებდა უკვე რუბინს, ხოდა დაემშიდობეთ საუკეთესო ცენტრალურ მცველს ამ საუკუნეში მისი დარი არ გვყოლია, გავაგრძელო რა აზრი აქვს, ოქრიაშვილი არ შეიყვანეს უეფას განაცხადში არც ჩემპიონატში გაიგიჟებენ თავს მაგის დაყენებით სასტავში , ხოდა კიდევ დიდიხნით დაემშვიდობეთ მოლოდინს ჩვენი ნაკრების ჯგუფიდან გასვლის, არადა ოქრისაც ქონდა სხვა ვარიანტები, მე რო ნაკრების მწვრტნელი ვიყო რუსეთიდან პრინციპულად არ გამოვიძახებდი ფეხბურთელებს.
giosvani
18 თებერვალი 2017 14:15
0
გენიალურად თქვა, ვინც თქვა: დაიბადა ინგლისში, გაიზარდა ბრაზილიაში, მოკვდა საქართველოში.
ss
18 თებერვალი 2017 13:24
0
ეეხ ბატონო ჰერაკლიუს ჯერ ლუდი მიირთვით და მერე წერეთ კომენტარები... ისე ცოდნისთვის დღეს საქართველოს ნაკრების უმრავლესობა რუსეთის ჩემპიონატში თამაშობს! საკუთარი უუნარობა ყოველთვის სხვისი ბრალია...
zaza
18 თებერვალი 2017 12:47
0
ნონსენსია ყველაფერი რუსეთს დააბრალო. შადიმანები ბარათაშვილები რომ იყვნენ, და სააკადზე მოკლენ. რუსებმა შეუწყვენ ხელი. მალე საფრანგეთიც გამოვა ევროკავშირიდან!პოლიტიკა მეზარება!
გოგი ქუთაისელი
18 თებერვალი 2017 12:41
0
ახალმა ხელმძღვანელობამ ღირსეულად გააგრძელა ძვილის დაწყებული საქმეები და გარეკა დარჩენილი ინვესტორებიც,ხოლო მუნიციპალურ კლუბებთან ერთად უკვე კერძოებმაც დაიწყეს ბიუჯეტის ჭამა. განსხვავება ისაა რომ გარდა ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტიდან Fულის შეწმისა უკვე ცენტრალურიდანაც მიირთმევენ გემრიელ ლუკმებს
dato
18 თებერვალი 2017 12:29
0
ჰერაკლიუს,მართალი ხარ ,აი წუხელისაც მაგრად გაყინა,საიდან მოვიდა ყინვა?მარ თალი ბრძანდებით,რა თქმა უნდა რუსეთიდან,ეგენი გვიყინავენ ტვინებს და შედეგიც სახეზეა.
სოსო
18 თებერვალი 2017 12:00
0
ქართველების დამარცხება ყველაზე უკეთ, ქართველებს შეუძლიათ.

არ მოგწყინდათ ყველგან და ყველაფერში სხვების დადანაშაულება. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ნამდვილად მტერია კარგად გაახილეთ თვალები პირველ რიგში გაიგეთ რომ მეგობარი სახელმწიფოები არ არსებობენ (თქვენ შეიძლება გყავდეთ ნებისმიერი ეროვნების მეგობარი ადამიანი, მაგრამ არა სახელმწიფო), პირადად ჩემთვის თურქეთის შემპარავი პოლიტიკა უფრო საშიშია. თუ საერთოდ აზროვნებ ადამიანი რუსეთში მტრის ამოცნობას დრო არ ჭირდება. მაგრამ რომელი გვყავს მართლა მეგობარ?
მაგრამ სიით მეორე გამომივიდა მაგრამ უფრო მთავარი ჩვენ თვითონა ვართ, სანამ პრობლემა უშუალოდ არ შეგვეხება სვისი ჭირი ღობეს ჩხირის პრინციპით ვცხოვრობთ. რამდენ ჩვენგანს შეუძლია სუფთა სინდისით თქვას რომ თუნდაც ელემენტარულ დარღვევაზე ვიღაცის ურიგოდ სადმე შესვლზე ხმა ამოგვიღია?
ჭვრილმანია? შეიძლება, მაგრამ ყველა წვრილმანის თავმოყრა აფუჭებს საქმეს.
რაც შეეხება რაგბს მასე იოლად ვერ გააფუჭებენ
თუ საქმის გაკეთება გინდა, რაღაც გზის გამოძებნა შიძლება თუ არა და მიზეზების მოძებნა რატომ არ გაკეთდა გაცილებით მარტივია.
და საერთოდ ლაპარაკი უფრო იოლია ვიდრე საქმის კეთება.
ამიტომ ყველამ პატიოსნად ვაკეთოდ ჩვენი სამე რაც გვევალება და ყველაფერი დალაგდება.
ბოდიშ გიხდით თუ ვინმეს ემწარა, მაგრამ ჩვენი გასაკეთებელი ჩვენ უნდა გავაკეთოთ.
შაჰ-აბასი
18 თებერვალი 2017 11:54
0
კიდევ რამდენი წელი უნდა ველოდოთ ისიც დაგეწერათ ბარემ
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
18 თებერვალი 2017 11:47
0
ბოლო ბოლო მაინც გამოეყოფოდი. ეგ არაფერ შუაშია.
ჩემი აზრით მთავარი შეცდომაა ის, რომ ფეხბურთის ცოდნა არ გვაქვს. ინტერვიუებს სულ ვკითხულობ. როცა მიზეზებზე ლაპარაკობენ, ასახელებენ მხოლოდ ფულს და სტადიონების არქონას. მაგრამ ფული და სტადიონები არც აფრიკაშია. ან ამატებენ ფიზიკურ მოუმზადებლობას. ესეც სისულელეა. ამის გაუმჯეგესება შეიძლება და მეოთხე მიზეზს ასახელებენ-მენტალობას. რაც საერთოდ სხვაზე გადაბრალებაა. მთავრია ფეხბურთელებს ზრდიან ისე როგორც 40 წლის წინ. ახალგაზრდებმა არ იციან რა ქნან როცა ბურთს მიიღებენ, ამიტომ ყველა იწყებს მატაობას ან დრიბლინგს. მეტი არაფერი იციან. უფრო ზუსტად ეწერა გროზნის ინტევიუში, რომელიც ამ გაზეთმა გამოაქვეყნა. ვიმეორებ მთავარი გაჭირვება არის ფეხბურთის უცოდინრობა.
haha
18 თებერვალი 2017 11:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული