თბილისის "დინამომ" შეკრებაზე ვაკო გვილიას ბატე დაამარცხა

AutoSharing Option
21 თებერვალს თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე მესამე ამხანაგური მატჩი ბორისოვის ბატე-სთან გამართა და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

პირველი გოლის ავტორი მე-19 წუთზე ბექა მიქელთაძე გახდა, რომელმაც პენალტი ზუსტად გამოიყენა. 81-ე წუთზე კი თავი ბაჩანა არაბულმა გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ჩემპიონის ღირსებას საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ვაკო გვილია იცავს, რომელიც ასევე მონაწილეობდა მატჩში.

დინამოელებმა შეხვედრა ამ შემადგენლობით დაიწყეს: ლიტოვჩენკო, გველესიანი, სალუქვაძე, თოთაძე, მიშენკო, ნინუა, ქარდავა, კიტეიშვილი, მიქელთაძე, პაპუნაშვილი, კვერნაძე.

აღსანიშნავია, რომ ეს "დინამოსთვის" ზედიზედ მესამე გამარჯვებაა შეკრებაზე. მანამდე ქართულმა გუნდმა დონეცკის "ოლიმპიკი"
მინიმალური ანგარიშით დაამარცხა, ხოლო ლუცკის "ვოლინი" ანგარიშთ 4:0 გაანადგურა.

თბილისის "დინამო" თურქეთში ბოლო ტესტ-მატჩს 25 თებერვალს ტულის "არსენალთან" ჩაატარებს.

ფოტო: fcdinamo.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვიგაცამ გუსჰინ ჯერ სასტავიტ არაა ბატეო მეორემ არაბულს რა უნდა მაქ. მოკლედ ყველა გააცჰუმა დინამომ:)
ბოლო წლების ყველაზე კარგ სჰეკრებას ატარებს და გასახარი ისააა რომ უვარაგისი ლეგიონერების გარეშე პატარ ბიჩებით ახწევსმიზანს.ეს კი შრომის შედეგია და მიუხედავად გროზნის მოწინაამდეგეებისა ჩემი აზრიტ მან დისიპლინა და სწორად თამაში შემოიტანა სამწუხაროა რომ წავიდა.იმედია კაჩრავა არ დაუშვებს თამასას.პიზიკური მომზადებაბ იცის ეს.
xoneli
22 თებერვალი 2017 10:35
0
დინამოს გულშემატკივარი ვარ ბავშვობიდან. წარმატებები.ყველა დროის საუკეთესო გუნდი
ჯიჯი ალფაიძე
21 თებერვალი 2017 21:25
0
იმათ კომენტარებს ველოდები ერთი სული რომ აქვთ დინამო აკრიტიკონ. არადა კარგი გუნდი იკვრება.
გურამი
21 თებერვალი 2017 20:34
0
ევროტურნირებზე გამოსულიყვნენ ამ ანგარიშებით)))) გულაობაში 5+))))
svan
21 თებერვალი 2017 20:32
0
დინამო აღარ ხუმრობს....
malacii
21 თებერვალი 2017 20:16
0
საოცარი კომბინაციით გავიტანეთ მეორე გოლი, ბრავო
levani
21 თებერვალი 2017 19:54
0

სიახლეები პოპულარული