პირველი და მეორე ლიგის ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის სემინარი ჩატარდა

AutoSharing Option
27-28 თებერვალს, სასტუმრო "მოხალისეში", საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფიზმომზადების სპეციალისტმა - რომან შვანტნერმა ეროვნული ჩემპიონატის რანგით პირველი და მეორე ლიგის ფიზმომზადების მწვრთნელებისთვის სემინარი ჩაატარა.

შვანტნერმა პრეზენტაციის საშუალებით მოთამაშეთა ინდივიდუალურ ფიტნეს-პროფაილებზე, მატჩისწინა სამზადისზე, მოკლე პერიოდში ტრავმიანობის პრევენციაზე და სხვადასხვა სახის ფიზიკურ ტესტებზე ისაუბრა.  აღსანიშნავია, რომ 28 თებერვალს შეხვედრას კლუბების წარმომადგენლებთან ერთად საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ფიზმომზადების მწვრთნელები და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი ყიფიანი ესწრებოდნენ.

"ჩემი პრეზენტაციის მიზანია, გავუზიარო ახალი მეთოდები სემინარის მონაწილეებს. ვფიქრობ, მწვრთნელებს სამომავლოდ გამოადგებათ ის
სიახლეები, რასაც ამ სემინარზე შეიტყობენ", - განაცხადა რომან შვანტნერმა.

დასასრულ, მონაწილეებმა სემინარი შეაჯამეს:

"აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ სემინარი ძალიან ნაყოფიერი იყო. კარგია, რომ ის, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ასპექტს მოიცავდა. თეორიულ ნაწილში დეტალურად ვისაუბრეთ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე. ვისურვებდი, რომ  მსგავს სწავლებას სისტემატური ხასიათი ჰქონდეს, რაც ძალიან კარგი იქნება ყველა ჩვენგანისათვის", - შალვა ღონღაძე, "ლოკომოტივის" ფიზმომზადების მწვრთნელი 

"საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ნამდვილად ძალიან კვალიფიციური ფიზმომზადების მწვრთნელი ჰყავს, რომელმაც დღეს ჩვენ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა და მისი რჩევები ძალიან წაგვადგება ჩვენ, ქართველ მწვრთნელებს. მინდა განხილულ საკითხებს შორის გამოვყო ტრავმიანობის პრევენცია, რომელზეც დღეს ამომწურავი ინფორმაცია მივიღეთ", - "სამტრედიის" ფიზმომზადების მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე

"ის ცოდნა, რომელიც ამ სემინარზე მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ვფიქრობ, ზოგადად, ქართული ფეხბურთისათვის", - მილოვან მატიასევიჩი, ქუთაისის "ტორპედოს" ფიზმომზადების მწვრთნელი.

"ძალიან კარგი წამოწყებაა. ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ მივიღებთ დღის განმავლობაში, გავაანალიზებთ და გამოვიტანთ დასკვნებს. ეს სემინარი არამარტო ნაკრები გუნდებისთვის, არამედ კლუბებისთვისაც ძალიან კარგია. დღეს სემინარის პირველ ნაწილში სწორედ ეს იქნა აღნიშნული, რომ თუ მიღებული ინფორმაცია საკლუბო დონეზეც დაინერგება, ხელს შეუწყობს როგორც საკლუბო, ისე სანაკრებო დონის ამაღლებას", - განაცხადა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა.

"ფეხბურთის ფედერაციის ეს წამოწყება ძალიან კარგია. ფიზმომზადების პრობლემა ზოგადად ქართულ ფეხბურთში დგას. აქ კი ვიღებთ ახალ ინფორმაციას, რომელსაც შემდგომში კლუბებში გამოვიყენებთ", - წყალტუბოს "სამგურალის" ფიზმომზადების მწვრთნელი რომან ჭუმბურიძე.
მკითხველის კომენტარები / 2 /
სწორ გზას ვადგევართ.ასე უნდა გავაგრძელოთ.
Vep1963
23:42 01-03-2017
0
erti kidev uazrod ckalhi gadakriki tanxa.he kargo adamiano es erti seminari uhvelis vitom hvens fexburts.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული