ვეტერანი ფეხბურთელები "დინამოს" ბაზასთან მშენებლობას აპროტესტებენ

AutoSharing Option
საქართველოს ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანება ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობა ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალასართულიანი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას აპროტესტებს და აცხადებს, რომ ნაგებობები ბაზის ფუნქციონირებას შეუძლებელს გახდის.

გთავაზობთ ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანების განცხადებას:

"საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ გიორგი გახარიას,
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს, ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს,
ქალაქ თბილისის მერს, ბატონ დავით ნარმანიას,
პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავჯდომარეს, ბატონ მიხეილ ყაველაშვილს,
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ
ლევან კობიაშვილს.

ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელი ბაზა დგას სერიოზული საფრთხის წინაშე, რომ დაკარგოს რეალური სახე და ფუნქცია. როგორც მოგეხსენებათ, მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება ორი მაღალსართულიანი კორპუსი, რომელიც მომავალში შეუძლებელს გახდის ბაზის ფუნქციონირებას, სადაც წლების განმავლობაში არაერთი სახელოვანი ფეხბურთელი აღიზარდა.

ვეტერანი დინამოელები ვართ სწორედ ის ადამიანები, ვინც ყველაზე კარგად ვიცით იმ ადგილის მნიშვნელობა, რომლის გარეშეც არ იქნებოდა ის ისტორიული გამარჯვებები, რითაც დღემდე ამაყობს ქართველი ხალხი.

გთხოვთ, ნუ შევწირავთ კერძო ინტერესებს სახელოვან გამარჯვებებსა და მონაპოვარს, რომელსაც ქართველმა ფეხბურთელებმა ამ ბაზაზე დაუღალავი შრომითა და თავდადებით მიაღწიეს.

ვიმედოვნებთ, რომ მომავალ თაობას ისევ მიეცემა ამ მინდვრებზე ვარჯიშისა და ქართული საფეხბურთო ტრადიციების გაგრძელების საშუალება".

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 4 /
მადლობა ღმერთს ამათმა რომ ხმა ამოიღეს.იმედია ამათ მაინც მოუსმენენ
კახა ქირია
02:16 28-03-2017
0
უკაცრავად, მაგრამ მანუჩარ მაჩაიძე რატომ არაა ხელმომწერებში???
ვაჟა
22:06 27-03-2017
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული