ზაზა ჯანაშია: რა ევროპა?! რუსეთი რომ არა, ქართველები თურქები გახდებოდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშაიმ championat.com-ის ჟურნალისტს ინტერვიუ მისცა, სადაც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებებსა და ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ისაუბრა.

გთავაზობთ ფრაგმენტს ინტერვიუდან:

- რა სჭირდა მაშინ საქართველოს ნაკრებს?
- ძალიან ძლიერი ფეხბურთელები გვყავდა. მაშინ დაახლოებით 100-მდე ფეხბურთელი წავიდა ქვეყნიდან და ბევრი ტოპ-ჩემპიონატში თამაშობდა.

ვფიქრობ, ეს მწვრთნელების ბრალი იყო. გუნდი ვერ შეკრიბეს, პროცესს ორგანიზება ვერ გაუწიეს.

სასაცილო იყო, როცა ორ მწვრთნელს ნიშნავდნენ: ერთი დაცვაზე იყო პასუხისმგებელი, ხოლო მეორე თავდასხმაზე. ყველა დამნაშავეა და ვერავინ იგებს, რატომ ვერ მიაღწია
ვერაფერს ასეთმა ძლიერმა თაობამ.

- ახლანდელი თაობა უფრო სუსტია?
- სამწუხაროდ, ეს თაობაც კი არ არის, არც თქვენი და არც ჩვენი. "ჟილკა" არ აქვთ, სული, ლიდერი არ ჰყავთ. ერთ ფეხბურთელი მაინც დამისახელეთ, რომელიც თამაშითა და მორალით გამოირჩევა.

- სმოლოვი "კრასნოდარში", გლუშაკოვი "სპარტაკში", ვერნბლუმი ცსკა-ში...
- ეს ის არ არის. თვითონ არ გეცინებათ, როცა ადარებთ?! ისინი არ არიან კალაძე, არველაძე, ტიტოვი და სხვები. არ გვყავს ფეხბურთელები.

ამასთან ერთად, საქართველოს კარგი ახალგაზრდული ნაკრები ჰყავს, 18-19 წლის ბიჭები, მაგრამ მათ ჩვენი ჩემპიონატის მატჩებშიც კი არ ათამაშებენ.

ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მწვრთნელები პერსპექტივისთვის კი არ იბრძვიან, არამედ თავიანთი უკანალისთვის.

ეშინიათ, ხელმძღვანელობას უთხრან: ამ წელს არაფერი გვექნება, რადგან ახალგაზრდებს მივცემ შანსს, ხოლო სამი წლის შემდეგ შედეგი მომთხოვე. არავის უნდა განვითარება, მხოლოდ ფული უნდათ.

- თავად გსურთ მწვრთნელობა?
- დიახ. ფეხბურთის მეტი არაფერი ვიცი. მოსკოვიდან რამდენიმე წლის წინ გადმოვედი საცხოვრებლად საქართველოში, Pro-ლიცენზია უნდა ავიღო.

- ახლა თქვენთვის უფრო მარტივია ევროპაში სწავლა - სავიზო რეჟიმი მოგიხსნეს...
- რა ყველა ამ ევროპაზე საუბრობთ? ვინ გვესაზღვრება? რუსეთი! ვისთან ვმეგობრობთ ისტორიულად? რუსებთან. ხალხს ხომ უყვარს ერთმანეთი. მოსკოვში ჩემი კორპუსის შესასვლელთან ბებოები სულ ამბობდნენ: "როგორ მიყვარხართ, თქვენი ღვინო მომწონს და ა.შ. ახლაც ყველაფერი ასე დარჩა".

- 2008 წლის სამხედრო კონფლიქტის შემდეგაც?
- ეს პოლიტიკაა, ხოლო ადამიანები იგივე დარჩნენ. რა ევროპა?! ოდესმე გვეხმარებოდნენ?

- ოკუპაციის მუზეუმში ვიყავი, სადაც არის სლაიდი, რომ ბრიტანეთი მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა...
- აჰა და რომ არა რუსეთი, მაშინ თურქები გავხდებოდით. ისტორია უნდა იცოდეს ადამიანმა. როცა ისინი (თურქები) გვიტევდნენ, რუსული არმია მოვიდა და შეებრძოლა მათ.

ვხვდები, რისთვისაც ვჭირდებით ევროპას. იმისთვის, რომ ნავთობი და გაზი აზერბაიჯანიდან პირდაპირ წავიდეს რუსეთის შემოვლით - ეს არის მთელი მოტივაცია.

ასე რომ, თქვენი პუტინი თავისთვის კი არ აკეთებს, არამედ ხალხისთვის და ამასთან ერთად, არც საქართველოს უშვებს.

- გაურკვეველი მხოლოდ ის არის, ამის გამო კარგად არიან თუ არა ქართველები?
- და ქართველები უფრო კარგად არიან ახლა?! საქართველოში ფასებმა აიწია, ვიდრე რუსეთში, ხოლო ხელფასებმა არა. აი, თუნდაც მიხეილ საააკაშვილმა ბევრი კარგი გააკეთა, მაგრამ ნახევარი ქვეყანა დაიჭირა და ბიზნესი გაანადგურა...

არ ვამბობ, რომ ჩვენთან ყველაფერი არასწორადაა. პირიქით, კარგია, რომ ყველა ინგლისურს ისე სწავლობს, როგორც მშობლიურს. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსი და ქართველი ყოველთვის ახლო მეგობრები იყვნენ - ამ ისტორიის დავიწყება არ შეიძლება.
მკითხველის კომენტარები / 164 /
ეს ბნელი და გონებაჩლუნგი რუსეთს ულოკავს უკანალს, სისხლის წვიმებით რომ შემოვიდა რუსეთი მე 19 საუკუნიდან, ის წაიკითხოს ჯერ.
ზურაბი
18 აპრილი 2017 13:17
0
რუსეთი ..... ქართველი (და არა მარტო ქართველი) მამაკაცების ,,შთაგონება"", თავისუფალი დროსტარება ქერათმიან ლამაზმანებთან კომპანიაში, ეხ რომელი ,,ნამდვილი"" ქართველი იტყვის ამაზე უარს??1724 წელს ვახტანგ VI-ის 2000კაციანი ამალიდან მოსკოვში რომ დასახლდნენ რომელნი.დარჩნენ.ქართველებად???ბარათოვები,ქობულოვები და სხვანნი ისე გადაჯიშდნენ რომ საკუთარი სამშობლოს წინაშეც აღმართეს ხმალი,აბა გაჭირვებული საქართველოსთვის ვის ეცალა? შეირთეს რუსი, თეთრი, ქალბატონები და მათმა შთამომავლებმა სამშობლო საერთოდ მოიძულეს, განსხვავებით ფერეიდანის ქართველობისა რომელნიც დღესაც აღმერთებენ სამშობლოს ასეთია რუსეთში გადახვეწილი ნებისმიერი ერის შვილის ხვედრი, რუსის ქალი ყველა ნაციას ინელებს და მრავლდება რუსი... ასე იყო ბოლო დრომდე ახლა ლოთობამ, ნარკომანიამ, შიდსმა და ანარქიამ შეარყია რუსთა ქვეყანა და მისი მომავალიც საეჭვო გახდა.
დავითი
18 აპრილი 2017 13:16
0
ყველას საკუთარი აზრი აქვს, მაგრამ ამისთანების აზრი ჯობია რომ, ასე საქვეყნოდ არ გამომზეურდეს. პრიმიტივი.
აქვსენტი
18 აპრილი 2017 13:06
0
Swori utqvams boskamps am pirovnebaze
Giorgi
18 აპრილი 2017 12:56
0
წადი რა ბურთს მიხედე, გამომივიდა რა ისტორიის დოქტორი :)))
888
18 აპრილი 2017 12:53
0
Wadi she martla garusebulo ....
Giorgi
18 აპრილი 2017 12:53
0
ზაზა შენ ამბობ, რომ ფეხბურთის მეტი არაფერი ვიციო. აი აქ კი მართალი ხარ, გეტყობა, რომ მართლა არაფერი იცი.
ssssss
18 აპრილი 2017 12:49
0
ფეხბურთელო შენ მართლა არ გცოდნია ისტორია რუსებმა ქართველებს ბევრჯერ უღალატეს და თუ მოგვეხმარენ ოდესგაც მხოლოდ მათი ინტერესებიდან გამომდინარე.ალბათ ისიც არ იცი რომ მონგოლები საქართველოში საუკუნები იყვნენ მაგრამ ვერ გადაგვაჯიშეს შენ როგორ უცებ გადაუჯიშებიხარ ღრუსებს.
gabrieli
18 აპრილი 2017 12:49
0
ამ ..აზრებს შემდეგში ნაღდად არ წავიკითხავ.
გიო58
18 აპრილი 2017 12:39
0
ეკლესიები რომ შეგიღება თუ გაგიგია შე....ან სომხები რო ჩაგისახლა ტაო ში და აბხაზეთში ან გადასახლებას რო გიპირებდა ციმბირშითუ გაგიგია რამე?თუ გინდა რუსებს შენი პირადით ასიამოვე საქართველოს ნუ ეხები
გიორგი
18 აპრილი 2017 12:39
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული