"მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას"

AutoSharing Option
პროკურატურამ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნების მორიგი ფაქტის შესახებ განაცხადა. ამჯერად, საქმე გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონს ეხება, რომელიც 2010 წელს შპს "გრანდ ემ"-მა სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცა.

შპს "გრანდ ემ"-ი ამ სტადიონს 2006 წლის დეკემბრიდან ფლობდა, რომელიც აუქციონის წესით 150 ათას ლარად შეიძინა და 2007 წლიდან არენაზე სარემონტო სამუშაოებიც დაიწყო.

"2007 წლამდე სტადიონი ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. ამიტომ ჩვენ შეძენისთანავე დავიწყეთ იქ სარემონტო სამუშაოები. დავამონტაჟეთ ინდივიდუალური სავარძლები, მოვაპირკეთეთ და დავამონტაჟეთ ტაბლო. გარდა ამისა, ვაფინანსებთ გუნდს ("დილას"). სტადიონზე ინვესტიციის სახით გავიღეთ ნახევარი
მილიონი ლარი და კიდევ ვაპირებდით თანხის დახარჯვას, თუმცა 2010 წელს ხელისუფლებამ სტადიონიც წაგვართვა და კიდევ მილიონნახევარი ლარიც. ეს, ფაქტობრივად, იყო გამოსასყიდი, რომელიც ჩვენი პარტნიორის დაკავების სანაცვლოდ გაგვაღებინეს.

ახლა პროკურატურამ დაადგინა, რომ ჩვენ კანონიერად შევიძინეთ სტადიონი, განვახორციელეთ ინვესტიცია და მერე ეს საკუთრება წაგვართვეს. შესაბამისად, გვცნეს დაზარალებულად. ამისი კომპენსირება უნდა მოხდეს ჩვენი კუთვნილი ქონების უკან დაბრუნებით", - გვითხრა შპს "გრანდ ემ"-ის 100% წილის მფლობელმა მიხეილ ლურსმანაშვილმა.

სტადიონის დაბრუნების პროცესი დროში დაემთხვა თენგიზ ბურჯანაძის სახელობის არენაზე დაგეგმილ სამუშაოებს, რომლის ახლო მომავალში დაწყებაზე ცოტა ხნის წინათ ჩვენი გაზეთის საშუალებითაც გაუწყეთ.

საქმე ისაა, რომ გორმა, თბილისთან ერთად, ამ ზაფხულს ევროპის 19-წლამდელ ფეხბურთელთა ჩემპიონატს უნდა უმასპინძლოს. გახსნის მატჩი, 2 ივლისს, სულაც "თენგიზ ბურჯანაძეზეა" დაგეგმილი. არადა, სტადიონი რეაბილიტაციას საჭიროებს, რისთვისაც 1 350 000 ლარი უნდა გამოყოფილიყო. ამ თანხიდან 560 ათასი ლარი უნდა გაიღოს გორის მერიამ, დანარჩენი კი ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

გორის საკრებულოში აღნიშნული თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. დეპუტატების ნაწილი ფულის გამოყოფის წინააღმდეგია, იმ მოტივით, რომ ქონების დაბრუნების შემდეგ სტადიონი მერიის აღარ იქნება და ეს იმავე მერიის მიერ გაწეული არამიზნობრივი ხარჯია.

"საუბარი იმაზე, რომ ჩვენ არამიზნობრივ ხარჯს ვწევთ, არ არის ლეგიტიმური. ქონების დაბრუნება არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ფორმა. თუ მუნიციპალიტეტი წააგებს ამ დავას, ჩვენ გამოვნახავთ ფორმას, რა გზითაც აუცილებლად მოხდება კომპენსაციის გაცემა.

ჩვენ ევროპის ჩემპიონატის მატჩების ჩატარების უფლება მოგვცეს და ეს შანსი უნდა გამოვიყენოთ. რაც უფრო მეტ ევროპული დონის შეჯიბრებას ჩავატარებთ, მით უკეთესი", - თქვა გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა.

"მოვისმინე ინტერვიუები, რომელმაც გული მატკინა. ლაპარაკობენ, რომ სტადიონი გორელებს, ადგილობრივ ბავშვებს სჭირდებათ და ასე შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ მე თავად გორელი ვარ და, თავის დროზე, გაპარტახებული სტადიონი ჩვენს ქალაქს მე გავუკეთე, დავულაგე, მოვუწესრიგე და ხვალ თუ ჩემი იქნება, როგორ ფიქრობთ ის გაუბედურდება?

მე სერიოზულად შეურაცხყოფილი ვარ იმით, რაც მაშინ მოხდა, როცა ამხელა ინვესტიციის შემდეგ, მადლობის ნაცვლად ქონება წამართვეს, ამიტომ ახლა ვითხოვ სტადიონს, ანუ - ჩემს ქონებას. თუ მერს აქვს რაიმე ვარიანტები ამასთან დაკავშირებით, თანახმა ვარ, ვილაპარაკოთ, განვიხილოთ...

გარდა ამისა, თუ მერია აპირებს, გამოყოს თანხა სტადიონის, ანუ ჩემი ქონების გასარემონტებლად, გამოყოს და გაარემონტოს, არც ეს არის პრობლემა. ამასთან, მე ევროპის ჩემპიონატის ამ სტადიონზე ჩატარებასაც არ შევუშლი ხელს", - გვითხრა მიხეილ ლურსმანაშვილმა.

ქალაქის მერი და შპს "გრანდ ემ"-ის ხელმძღვანელი ალბათ მართლაც ისაუბრებენ იმ ფორმაზე, რომელიც ქონების დაბრუნებას ეხება და მივლენ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც არც არენას დააზარალებს და არც ევროპის ჩემპიონატის ჩატარებას შეუშლის ხელს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
მე იმიტომ არ მიკავებენ ხელფასიდან სშემოსავლოს,რომ ვიღაც ლურსმანაშვილის სტადიონი დააფინანსონ, თუ იმიტომ მიკავებენ????? ,,ყოფნა არ ყოფნა......"
გიორგი
19 მაისი 2017 16:20
0
სტადიონი თუ გასხვისდება, სახელმწიფომ რაღატოღა უნდა დააფინანსოს მისი რემონტი, აუუუ რა მაგარი უცნაურობაა.
დათო
19 მაისი 2017 16:18
0
ლურსმანაშვილს კიდევ რა უნდა 150 ათასი დახარჯა და მილიონიანი სტადიონი მოუნდა? :)
ნიკა
30 აპრილი 2017 11:22
0
ალიკჯან მგონი მოგინდა ხო უფრო კარგი სტადიონი გქონია გემოვნება..ეხლა განათებაც გაკეთდება კიდე გარემონტდება და იმენა იტრიპაჩებ ხო კარგი არენით.რატო დიდი ფული არმაქვს რო მოვსპო თქვენაირი .... ვაი ბიზნესმენები...
fcd
29 აპრილი 2017 22:20
0
ლურსმანაშვილს თავის 150 000 კომპამსაცია, სტადიონი ქალაქს
მე
29 აპრილი 2017 21:53
0
ბევრი კითხვებია და ვინმე ყველას პასუხს თუ გასცემს მრავალ ბუნდოვანი რამ გამოჩნდება....
2007 წელს რამდენად სამართლიანად და რეალურ ფასად გაიყიდა სტადიონი (ვინმე ხომ არ ეხმარებოდა შეძენაში, ვინც ეხმარებოდა საქმეში ჩახედული ხალხისთვის ცნობილია) ? შემდეგ რატომ აფინანსებდნენ გუნდს გუნდს, თუ სხვა ინტერესებიც იყო?
სტადიონის რეაბილიტაცია და სარემონტო სამუშაოები არც ისე მასშტაბური იყო, როგორც სახელდება, უფრო კოსმეტიკურ ხასიათს ატარებდა. მეორადი 1000 ინდვიდუალური სკამი დამონტაჟდა. საფარი არ შეცვლილა, საპირფარეშო არ არსებობდა და არც არავის გაუკეთებია. კიდევ ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება.
2011-2012 წლებში სტადიონის რეკონსტრუქციაზე საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა (არ ვკითხულობთ ვისი), გაცილებით ბევრად მეტი ვიდრე 2007-2010 წლებში მფლობემა გახარჯა და რატომ უნდა გადაეცეს აღდგენილი სტადიონი გაზრდილი საბალანსო ღირებულებით უკან.
ამ სტადიონს ადრე სხვა მეპატრონეც ჰყავდა და მათ რაღა დააშავეს, სავარაუდოდ შესაძლოა მათი უფლებებიც დაირღვა როცა წაართვეს სტადიონი...
gega
29 აპრილი 2017 18:18
0
თუ ეს საქმე გორის საკრებულოს მაღალჩინოსნების ინტრესებს ამოფარებული ვითომ ინვესტორებს და მაფიოზებს არ ეხება, მერიამ უნდა გამოყოს კომპენსაცია და დაბრუნდეს ეს სტადიონი ქალაქის საკუტრებასი, წინააღმდეგ სემთხვევაში ისევ ჯიბეში ხელის ჩაყოფის პოლიტიკაა, გასაჩივრების უფლება მხოლოდ მერიას აქვს და საქმემა შენმან გამოგაჩინოს, ყველაფერს მათი დამოკიდებულება გასცემს პასუხს.
giosvani
29 აპრილი 2017 17:39
0
ფედერაციამ ლურსმანაშვილს გადაუხადოს კომპესაცია თუ ეკუთვნის და სტადიონი გადავიდეს ფედერაციის ბალანსზე.მერე აღარც გორის მერიაში დაიწყებენ ფიქრს გაიღონ თუ არა ხარჯი სტადიონის გასარემონტებლად და თან ფედერაცია უკეთესად მიხედავს
dila gori
29 აპრილი 2017 16:07
0
ვეთახნმები ლაშა, თუ კერძო საკუთრება გახდება მშინ ინვესტიციაც თვითონ უნდა ჩადოს! ბიუჯეტიდან გამოყოფილ ფულს რა თქმა უნდა ეს ლურსმანაშვილი ღაღაც ნაწილსაც მიითვისებს!
dato
29 აპრილი 2017 13:39
0
დაა იმ ებრაელებს როო შეუშლის ხელს იმას არ ფიქროობს ? რაის მართYალიააა მაიცაა რაა ლიჟბიიი სადმე რამე გაკეთდეს ყველა იქ ეკიდება რო ძვალი შეხვდეს
lasha
29 აპრილი 2017 12:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული