[ფეხბურთის განვითარების პროგრამა] სულ 315 მლნ და პლუს ერთი წელიწადი

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრთან და ფეხბურთის განვითარების ფონდის თავკაცებთან ერთად, სასტუმრო "მოხალისეში" ეროვნული ლიგების კლუბების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა...

ლევან კობიაშვილი, სფფ-ის პრეზიდენტი:
"20 კლუბს შევხვდით და ის ცვლილებები გავაცანით, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთის განვითარების ფონდთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე რომ დამტკიცდა. კლუბებს ავუხსენით, თანხები საბოლოოდ როგორ გადანაწილდება".

ტარიელ ხეჩიკაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი:
"ამ კორექტივებით იცვლება არა ჯამი, არამედ პროპორციები - კლუბებს მეტი მოტივაცია
ექნებათ, გარანტირებული თანხის ნაცვლად, შემოსავლები კომერციული კუთხით მიიღონ და სპონსორებთან სწორი კუთხით იმუშაონ".

"კარგია, ცვლილებაზე განმარტების გაკეთების საშუალება რომ გვეძლევა. წინა კვირას, მთავრობის 217-ე დადგენილებაში მოხდა ცვლილება და მთავარი აქცენტი იმაზე კეთდება, რომ კლუბებმა დამოუკიდებლობისკენ მეტი ნაბიჯი გადადგან, ხოლო მათმა მმართველებმა გამოიმუშაონ ის უნარები, ევროპული მართვის სტილზე გადასვლაში რომ დაეხმარებათ.

ჩვენი მიზანია, მათ კერძო სექტორიდან მეტი თანხები მოიზიდონ, ფინანსურად უფრო დამოუკიდებლები გახდნენ. ფონდი კი ასეთ ქმედებებს წაახალისებს და დააფინანსებს", - ეს კი ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის, ზაზა დოლიძის სიტყვებია.

მან კონკრეტული ცვლილებების დეტალები დაასახელა:

"2017 წელს კლუბი საბაზისოდ მილიონ ლარს იღებდა. 100-ათასიანი სპონსორის მოზიდვის შემთხვევაში, სტიმულირების ფონდიდან ერთი ამდენი კიდევ ემატებოდა, ანუ 100-ით 200 ათასს შოულობდა. სტიმულირების ფონდიდან დასარიცხი ფულის მაქსიმუმი 500 ათას ლარს შეადგენდა. 2018 წლიდან საბაზისო თანხა 900 ათასი გახდება, სამაგიეროდ, სტიმულირების ფონდი 600 ათასამდე გაიზრდება. ამან კლუბები ეტაპობრივად კომერციულ კალაპოტში უნდა გადაიყვანოს.

როგორ შოულობენ კლუბები ევროპაში ფულს? ტრანსფერებით, სატელევიზიო უფლებებით, სპონსორებით, ბილეთებისა და ატრიბუტიკის ვაჭრობით... ჩვენი მიზანია, ამისკენ წავიდეთ. ამიტომაა აუცილებელი, რომ გარანტირებული თანხები შემცირდეს, კლუბების ბიუჯეტებში კი მათი მოზიდული შემოსავლების წილი გაიზარდოს.

ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად 37 მილიონი ლარი გამოიყოფა. ყველაზე დიდი პლუსი ისაა, რომ ფეხბურთის განვითარების პროგრამას კიდევ ერთწლიანი დაფინანსება დაემატა, რომელიც ადრე 2020 წლამდე იყო გათვალისწინებული, ახლა კი მისი 2021 წლამდე გაგრძელება გადაწყდა".

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის განხორციელება რომ აუცილებელი იყო, ეს საკამათო არ არის, მაგრამ ყველაზე მეტ გაუგებრობას ეს იწვევს - რატომ არ შენდება ინფრასტრუქტურა, რომელიც ამ პროგრამის შემადგენელი ნაწილი უნდა ყოფილიყო:

"ეს პროექტი ფონდის აქტივობებში არ წერია, მაგრამ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მთავრობა, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რეგიონები უახლოეს 5 წელიწადში 100 მილიონ ლარამდე საფეხბურთო ინფრასტრუქტურის აშენებას აპირებს.

სპორტის სამინისტრომ 10 მოედანი თავის ტრიბუნებით უნდა ააშენოს. ძალიან სერიოზული წინსვლა იქნება ბათუმში მოსამზადებელი ცენტრის გახსნა. ჯამში, ფეხბურთის განვითარების პროგრამაზე გათვალისწინებული სახსრები კი არ მცირდება, არამედ 315 მილიონ ლარამდე იზრდება. ანუ თანხის ნაწილი კლუბებს, ჩემპიონატს და მის განვითარებას მოხმარდება, ნაწილიც ახალი მოედნებისა და სტადიონების მოწყობას".

ფეხბურთის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის აზრით, ამ ყველაფრის გარდა, სხვა მნიშვნელოვანი პროექტიც დაფინანსდება:

"უპრეცედენტო მოცულობით იქნება მხარდაჭერილი მწვრთნელთა განათლება, მათ შორის, ფიზმომზადების სპეციალისტების გადამზადება და მასობრივი ფეხბურთის განვითარებაც, რაც ფეხბურთის საფუძველია. ამ მიმართულებით 2017-21 წლებში 13 მილიონი ლარია გამოყოფილი. სამოყვარულო ლიგაში 400-ზე მეტი გუნდი და 8 ათასზე მეტი ფეხბურთელია. რეგიონებში საფეხბურთო ზეიმია, სოფელი სოფელს და რაიონი რაიონს ეთამაშება, საბოლოოდ კი ქვეყნის გამარჯვებული გამოვლინდება".

დოლიძემ განმარტა, თუ როდის მიიღებენ კლუბები პრემიალურ თანხებს:

"ამ მიზნით, ორივე ეროვნული ლიგისთვის 6 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული. მთავარ ლიგაში მოგება 20 ათასი ლარით ფასდება, ხოლო მესამედით - ქულა. ეს თანხა ეროვნულ ლიგა 2-ში, შესაბამისად, 10 ათასს და მის მესამედს შეადგენს. მეორე წრე 21 ივნისს დასრულდება და გუნდებს გამომუშავებული თანხები ივნისის ბოლომდე დაერიცხებათ.

ადრე პრემიალურებს მხოლოდ ჩემპიონები, პრიზიორები, თასის გამარჯვებული და ფინალისტი იღებდნენ. ჩემპიონატის გარდა, წლევანდელი წლიდან თასის 1/8-ფინალიდან ყველა შემდგომი ეტაპის გადალახვაზე გუნდი 10 ათას ლარს გამოიმუშავებს, ფინალისტი - 40 ათასს, ხოლო მფლობელი - 100 ათასს.

ჩემპიონატში პრემიალურების მეორე ნაწილს გუნდები დეკემბერში მიიღებენ. დარწმუნებული ვარ, ეს სისტემა უმოტივაციო თამაშების რაოდენობას მინიმუმამდე შეამცირებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 26 /
გუადუა,
ოჰ, შენ ხომ მაგრა ერკვევი ან სპორტში და ან ეკონომიკაში. ჯერ ერთი მართლა ბოდიალობ, მეორეც უზრდელი ხარ და მესამე ასე ვინ დაგწყევლა? არც შენი იცოდე და არც სხვისი გაგეგოსო. სწორედ მაგიტომ არის შექმნილი ეს პროგრამა რომ გუნდები ნელ ნელა გადავიდნენ კერძო მფლობელების ხელში. 5 წელი (სიმბოლურად) კაპიკი რომც არ დახარჯო, გუნდი შეგიძლია შეინახო. რაც მიშას დროს ეხვეწნენ კერძოებს, ლარად აძლევდნენ, ჩუქნიდნენ, მაგრამ არც აქაურმა შეინახა და არც მოსულმა. ქუთაისის მაგალითი მაინც წაგეკითხა სანამ ამდენ სისულელეს დაწერდი.
haha
06 ივნისი 2017 15:10
0
315 მილიონი მაღალჩინოსნებს და ფეხბურთს რააა?? .... მისამღერი იცით ყველამ.
fexi da burTi
06 ივნისი 2017 14:48
0
37 მილიონი ტუ გქონდატ ცხადადზეს 10 ატასზე რაგას ევაცჰრებოდი?...
gocha123
06 ივნისი 2017 14:43
0
რამდენიმე კაცი გამდიდრდება კიდე რამდენიმე მილიონით!
levani
06 ივნისი 2017 14:21
0
haha

როცა სპორტის ეკონომიკაში ვერ ერკვევი სჯობს დადუმდე, გაგებაში არა ხარ რეებს ბოდიალობ.
დიახ წესი უნდა გახდეს, რომ ყველა კლუბის მინიმუმ 51% უნდა იყოს კერძო საკუთრების. დიახ ყველა კლუბი უნდა მოემზადოს გასხვისებისათვის და გამოცხადდეს შესაბამისი აუქციონი,როცა ყველაფერი იქნება აღწერილი და შეფასებული,დადგენილი პირობები შემდეგ გამოცხადდეს საერთაშორისო აუქციონი და მოვა მყიდველები.აუცილებალდ მოვლენ.
სჯობს სასომხეთივით 6 გუნდიანი ლიგა იყოს მაგარმ იყოს კერძო ვიდრე ასე არეული იყოს,ლიგაში 1 საბიუჯეტო კლუბის არსებობაც კი ყველაფერს აფუჭებს.
Guadua
06 ივნისი 2017 14:01
0
ერთი სიტყვა არ თქმულა ბავშვთა ფეხბურთზე,არადა რისთვის უნდა დაიხარჯოს ამდენი ფული (თუ ესეც ტყუილი არ არის)თუ ქართულ ფეხბურთს ნორმალური შევსება არ ექნება?ნორმალური შევსება კი არ იქნება ნამდვილათ,თუ ის მოედნები და ინფრასტრუქტურა დარჩა ისევ სადაც დღეს პატარა ფეხბურთელები ვარჯიშობენ.
sake
06 ივნისი 2017 13:56
0
ევროთასებზე გამოჩნდება ყველაფერი აბანოსავით. კიდევ ჰგონიათ რომ ლაპარაკის ვინმეს ჯერავს?
Jaba
06 ივნისი 2017 13:52
0
დიტო, ის სტადიონი ჯერ კიდევ 2008 წელს გაყიდა დირექტორმა, რომელიც ცნობილი მაზავშიკია. მაზავშიკთან დაგყავდა ბიჭი ფეხბურთის სასწავლებლად? გადარჩენილი ხარ, უნდა გიხაროდეს.
გუადუა და ზვიადი,
ვერ გავიგე, ძალით გინდათ რომ გადავიდეს კლუბები კერძო ხალხის ხელში? ანუ უნდა აიძულოთ? ერთხელ აიძულეს და დინამო კინაღამ დაიშალა, მერე პატრონმა კიდევ კაი ახალ მფლობელს აჩუქა. მეორე ტორპედო ჩაუგდეს ფხაკაძეეს ლარად. 2 წელიწადში შეეშვნენ, სამაგიეროდ დარჩათ საღორიეს ბაზა და ჩოგბურთის კორტები, რაშიც 12 მილიონს ითხოვენ. ხომ მაგარი ბიზნესია? სულ თქვენნაირი "ჭკვიანი" ხალხის აზრებზე დაყრდნობით, პლიუს ბენზინკალონკები ქუთაისში საუკეთესო ადგილებში.
რო დაგიჯინიათ, მთავრობა შეჭამსო, თქვენ გგონიათ მთავრობას თუ შეჭმა უნდა სხვანაირად ვერ შეჭამს? საერთოდ ცხოვრებაში ვერ მიხვდები ისე შეჭამენ. ატკატები არა კვახი. არ იცით და მორჩით.
შეიძლება პროგრამამ ვერ გაამართლოს, მაგრამ რასაც წინა 2 ფედერაცია აკეთებდა, იმას აჯობებს.
haha
06 ივნისი 2017 13:34
0
რა. ფულია ასათვისებელი თუ მართლა გამოსავალია. არ ვიცი იმედი საბოლოოდ დავკარგე,ლამაზად მღერიან თუ წყალს ნაყავენ ბოლოში მაინც გვაბოლებენ
მურთაზი
06 ივნისი 2017 13:15
0
ფეხბურთი უნდა გადავიდეს კერძო სუბიექტების ხელში და და მათი დაფინანსებით, ხოლო სახელმწიფო მათ უნდა დაუდგეს გვერდში ინფრასტრუქტურის მიმართულებით, რა დღესდღეობით საქართველოში არ არის 20 ბინესმენი, რომელიც თიტოეულ კლუბს იმ ტილიან მილიონს დაახარჯავს, რასაც ფფედერაცია და სამინისტრო უნაწილებს გუნდებს, უბრალოდ ამ გაზულუქებულ ტიპებს არ უნდათ ის ატკატები დაკარგონ, რასაც იგივე კლუბები უბრუნებენ მათ
zviadi
06 ივნისი 2017 12:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული