შოთა არველაძემ ლუიშ ფიგუს მიწვევით ALL STAR-ში ითამაშა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
14 ივნისს, სოფიის ვასილი ლევსკის სახელობის ეროვნულმა სტადიონმა საქველმოქმედო მატჩს უმასპინძლა. ტრიბუნებზე შეკრებილმა 40 ათასამდე მაყურებელმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ვეტერანებისა და "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრა იხილა.

მატჩი დიმიტარ ბერბატოვისა და ლუიშ ფიგუს საქველმოქმედო ფონდების ორგანიზებით გაიმართა: პირველი "მანჩესტერში" თამაშობდა და ამ გუნდის ყოფილი სახეები და ბულგარელი მეგობრები შეკრიბა - ედვინ ვან დერ სარი, დევიდ ჯეიმსი, რაიან გიგზი, გარი ნევილი, ნემანია ვიდიჩი, რიო ფერდინანდი, პატრის ევრა, რობი კინი, კრასიმირ ბალაკოვი, სტილიან და მარტინ პეტროვები... გუნდის მწვრთნელად კი მარტინ იოლი მიიწვია, რომელიც ბერბატოვის დამრიგებელი
იყო "ფულჰემში".

ვარსკვლავები პორტუგალიელმაც შეკრიბა, მათ შორის - საქართველოს ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი შოთა არველაძე. ფიგუს "ოლ სტარში" მოხვდნენ ასევე ფრანჩესკო ტოლდო, იენს ლემანი, რობერტო კარლოსი, პრედრაგ მიატოვიჩი, იარი ლიტმანენი, გაისკა მენდიეტა, რობერ პირესი, დეკუ, დავიდ ტრეზეგე, დუაიტ იორკი, მიჩელ სალგადო, ნუნუ გომეში, ივან კორდობა, კრისტიან კარამბე, ხოლო მწვრთნელი - ავრაამ გრანტი, რომელიც ორიოდე თვის წინ საქართველოში... გორის "დილას" საქომაგოდ ჩამობრძანდა.

საქველმოქმედო მატჩი კი სახალისო გამოდგა და როგორც ასეთ თამაშებს სჩვევია, მსუყე (3:3) ფრით დასრულდა. ფიგუს გუნდში დუბლი დავიდ ტრეზეგემ მიითვალა, ერთი გოლი კი სიმაო სამბროსამ გაიტანა. ბერბატოვის "ვარსკვლავებში" დუბლით რობი კინი გამოირჩა, ხოლო ფიგუს გუნდის კარში ერთიც კარლოს მარჩენას ავტოგოლით გავიდა.

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
Lives- bicho matorshi zeti sheicvale !!! Xo xedqv gadaxurdi ukve. Sastavs naxe da magattan ro arveladze gaichiteba ese igi girsia sheigne da vafshe shotis golebi naxe iutubze da mere ibgavle aq.shen etyoba kalazis brati xar an kobiashvilis
Mkitxveli
16 ივნისი 2017 09:59
0
შოთა არველაძე ჩაუყენეთ საქართველოს ნაკრებს სათავეში,თუ მანდამაინც 70 წლის უნდა გახდეს! ვაისმა რომ მიაღწია იმას მაინც ვერ მიაღწევს!
მართალი
15 ივნისი 2017 19:26
0
კარგია იქ მაინც აფასებენ და იციან ვინ არის ლეგენდა და ვარსკვლავი. გილოცავ არველადზე
andro
15 ივნისი 2017 17:47
0
ფიგუს გაუფრენია, შემოვიდეს აქ წაიკითხოს კომენტარები ხოლმე და იქნებ ცოტა ფეხბურთის აზრზე მოვიდეს.


გეგონება ჰოლანდიასა და შოტლანდიაში ბევრი გვყავდეს ფეხბურთელი, თან უბრალოდ გვყავდეს კიარა, ბომბარდირიც იყოს.
ლადო თორდია
15 ივნისი 2017 14:37
0
ესენი ვარსკვლავთა ნაკრებია და კიევში ლეგენდათა ნაკრები იყო წასული.სახელის შერჩევაშიც კი ეტყობათ როგორებიც არიან.კალაძის გარდა სალეგენდო რომელმა რა გააკეთა ერთი
კახა ქირია
15 ივნისი 2017 14:12
0
ამ ფიგუს სულ გაუფრენია შოთა საქართველოს ვეტერანთა ნაკრებში ვერ ხვდება ზამთარაძეს უფრო დიდი დამსახურება აქვს ქართულ და მსოფლიო ფეზბურთში ვინმემ ხმა მიაწვდინეთ ფიგუს ფედერაციიდან
სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს უკრაინაშიც არ წაიყვანეს ვეტერანთა თამაშზე
დაჯექით ეხლა ფედერაციაში და გასკდით ბოღმაზე ქართული ფეხბურთის მამებო
LIVE
15 ივნისი 2017 13:45
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული