ქუთაისის "ტორპედო": 16-საათიანი მგზავრობა და ვარჯიში სლოვაკეთში [PHOTO]

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთშია და ადგილობრივ "ტრენჩინთან" ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩისთვის ემზადება.

- ბერიძის წინააღმდეგ - რა გუნდია ქუთაისის "ტორპედოს" მეტოქე "ტრენჩინი"

კლუბის ოფიციალური საიტის ცნობით, 27 ივნისს, კახა ჩხეტიანის გუნდი თბილისიდან ჯერ ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ჩაფრინდა, იქიდან კი სლოვაკურ თერმულ კურორტ პიეშტანიმდე (ტრენჩინს 30 კილომეტრითაა მოცილებული) ავტობუსით იმგზავრა და სასტუმრო "ჰოტელ პარკში" დაბინავდა.

16-საათიანი მგზავრობისა და დაღლილობის მიუხედავად, სასტუმროში დაბინავებიდან ნახევარ საათში გუნდი პიეშტანის მთავარ არენაზე სავარჯიშოდ მაინც გავიდა.

დღეს "ტორპედო" კიდევ ერთ ვარჯიშს ჩაატარებს, "ტრენჩინთან" შეხვედრა კი
29 ივნისს, თბილისის დროით 19:20 სთ-ზე დაიწყება.

ქუთაისის "ტორპედო"
მეკარეები: 89 - როინ კვასხვაძე; 1 - მაქსიმე ქვილითაია; 12 - კახაბერ მეშველიანი;
მცველები: 2 - ვაჟა ტაბატაძე, 5 - დავით ხურცილავა, 3 - გურამ ადამაძე, 4 - ანრი ჭიჭინაძე, 17 - გიორგი გურული, 23 - გიორგი ქიმაძე, 25 - შალვა ბურჯანაძე;
ნახევარმცველები: 6 - ოლეგ მამასახლისი, 77 - მერაბ გიგაური, 8 - შოთა ბაბუნაშვილი, 30 - მათე კვირკვია, 80 - დავით ხურციძე, 22 - გრიგოლ დოლიძე, 88 - ბექა ტუღუში, 18 - ნიკო კვასხვაძე, 10 - გიორგი კუხიანიძე;
თავდამსხმელები: 9 - თორნიკე კაპანაძე, 99 - ლაშა კუჭუხიძე, 7 - გაბრიელ საღრიშვილი.

Sportall.Ge

Sportall.Ge


Sportall.Ge
"ტორპედოს" პრესსამსახურის ფოტოები
მკითხველის კომენტარები / 13 /
martali-ს
კარგად შეამჩნიე რომ ეს მორიგი მიზეზია!თუ წავაგეთ მგზავრობას ღავაბრალებთ,თუ ფრე (მოგებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია ) აი რა მაგრები ვართო იტყვიან! აბა 16 საათში ბრაზილიაში ჩავა კაცი

დავით 67
29 ივნისი 2017 07:30
0
გუნდი თბილისის დროით დილის ხუთის ნახევარზე გავიდა ქუთაისიდან და თბილისის დროით ცხრის ნახევარზე ჩავიდა დანიშნულების ადგილზე. რამდენი გამოდის? უბრალო მათემატიკაა.
torpedo
29 ივნისი 2017 06:25
0
როგორც არ უნდა დაითვალო მაინც არ უნდა 8-9 საათზე მეტი. ბუდაპეშტიდან, ვენიდან, პრაღიდან. ყველგან დავფრინავთ პირდაპირი რეისით))
მაგრამ დიდი სურვილი მაქვს,რომ მალე მოვა ის დრო, ჩარტერული რეისებით იფრენენ ქართველი ფეხბურთელები ( სპორცმენები)
noe ( nini&noe) damwers
29 ივნისი 2017 01:36
0
სამსაათნახევარი უნდა თბილისიდან პრაღამდე,შემდეგ სამი საათი პრაღიდან ავტობუსით ტრენჩინამდე...მაგარი არეული დაუტვლია პრესსამსახურს...პლუს კიდე სამი ვთქვათ ქუთაისიდან თბილისამდე 16 როგორააა..აუ ვაი და წავაგეთ,თავს ვიმართლებთოოოოო
martali
29 ივნისი 2017 00:14
0
თბილისში ჩასვლა რად უნდათ აეროპორტი იქვე არ აქვთ?
luk
28 ივნისი 2017 23:51
0
16 საათიო? ისიც დაგეწერათ ბარემ რომ მატარებლის სახურავზე ისხდნენ, რადგან მატარებელი გადაჭედილი იყო! აბა ესენი ისე "დაღლილან" ჭამის თავიც არ ექნებათ, არათუ თამაშის.
ლუკა
28 ივნისი 2017 17:49
0
მგზავრობა ჩემო ტკბილო ხალხო იწყება იმ მომენტიდან როცა სახლიდან (ამათ შემთხვევაში ბაზიდან) გამოხვალ და სასტუმროს ოთახში შესვლით მთავრდება. ჰოდა სანამ ჩვენ "საცოდავ" ჟურნალისტებს რამეს დაუთვლით ჯერ თვითონ გამოთვალეთ
ქუთაისიდან თბილსამდე 1 წუთში ჩავიდნენ თუ 3-4 საათში, აეროპორტში ავტობუსი პირდაპირ თვითმფრინავს მიაყენეს აქაც და იქაც თუ როგორც ჩვეულებრივმა მოკვდავებმა ისე გაიარეს საპასპორტო კონტროლი, ჩააბარეს და აიღეს ბარგი.
ჰოდა ამას ყველაფერს რომ დათვლით ეგებ კი გამოგივდეთ 16 თუ არა 14 საათი მაინც. ამის მერე კი ეს ვითომ 2 საათიანი ცდომილება კი უნდა აპატიოთ. ნეტა სხვა არაფერი გვეშლებოდეს საქრთველოში და მაგას როგორმე გადავიტანთ (თუ დაუკვირდებით თქვენც შეგეშალათ მაგრამ აღიარეთ ???? )

nini&noe
28 ივნისი 2017 17:39
0
წარმატეტები ბიჭებო, თქვენთან ერთად ყველა ქართულ გუნდს ევროსარბიელზე....
xuco
28 ივნისი 2017 17:34
0
16 საათიო - მოკლედ გასამართლებელს ეძებენ უკვე თუ წააგეს :)))
odala
28 ივნისი 2017 17:23
0
noe-s გეოგრაფია იციან და რაგინდა შენ,მთავარია დიდი ანგარიშით არ წააგონ
nini
28 ივნისი 2017 17:14
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული