ლადო ბურდული: ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ "ყარაბაღი" ფავორიტია...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა ლადო ბურდულმა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" შანსები შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჩემპიონი აზერბაიჯანულ "ყარაბაღს" 11 ივლისს სტუმრად დაუპირისპირდება, 18-ში კი თბილისში, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს.

"პოსტსაბჭოთა ქვეყნების დაპირისპირება ყოველთვის განსაკუთრებული თემაა. ვავლებთ პარალელებს, ვინ როგორ ვითარდება, ვინ ვისზე წინ დგას და ასე შემდეგ... თავად ვითამაშე აზერბაიჯანში და ვიცი, როგორ "შენდებოდა", ვითარდებოდა "ყარაბაღი". საერთოდ, აზერბაიჯანელებმა საკლუბო დონე ასწიეს და მხოლოდ - ლეგიონერების მეშვეობით. ადგილობრივი კადრები იქ პრობლემატური იყო ადრეც და ასეთად რჩება დღესაც.

სამწუხ
აროდ, ქართულ კლუბებს არ შეუძლიათ, იმხელა ხელფასები შესთავაზონ ლეგიონერებს, რამდენსაც აზერბაიჯანელები იხდიან. ჩვენ საშუალება რომ გვქონდეს, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელების ნიჭი შევუხამოთ ლეგიონერების ოსტატობას, გაცილებით უკეთესი შედეგები გვექნებოდა...

"ყარაბაღი" ამ წყვილში ფავორიტია. ძალიან არ მსიამოვნებს ამის თქმა, მაგრამ ეს ასეა. მაგრამ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ შანსი არ გვაქვს. ბურთი მრგვალია და შანსიც ყოველთვის არის.

გია ცეცაძე ჩემი მეგობარია, ვიცი მისი საფეხბურთო ხედვა და "სამტრედიას" შანსს ამაშიც ვხედავ - გიას შეუძლია, მოიგონოს რაღაც განსაკუთრებული ტაქტიკა, რომელიც ბევრ პრობლემას შეუქმნის "ყარაბაღს".

ზოგადად, ჩვენი მოწინააღმდეგე თუნდაც ევროპული მასშტაბით ძალიან გამოცდილი გუნდია. აზერბაიჯანელები უკვე მიეჩვივნენ ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე თამაშს და რამდენადაც მახსოვს, "ყარაბაღს" თავი არც იქ შეურცხვენია", - ამბობს ბურდული.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
ბურთი ჩვენთვის იაპონური საზამთროსავით ოთხკუთხედია. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს აზერებს ტოლსწორ ბრძოლაში ქართული მენტალიტეტით დავამარცხებთ.
roma
04 ივლისი 2017 13:58
0
ნეტავ როდემდე უნდა ვიყოთ ამ " ბურთი მრგვალია"-ს იმედად?!
დუდუ
02 ივლისი 2017 09:54
0
ვაი თქვენს პატრონს უბედურს
zura
01 ივლისი 2017 23:55
0
Ratio. Mag optimistit da vitom patriotizmit gevlos da bevrs miaxwev warmatebas cxovrebashi
Kaxa qartveli.
01 ივლისი 2017 23:02
0
საიდან შემორჩნენ ეს ამდენი გამოუსწორებელი ოპტიმისტები ?? სწორი თამაში და საერთოდ ფეხბურთის თამაში რო იცოდნენ ქართულმა კლუბებმა რაგა გვიჭირს ,ნუთუ წინა წლების ,ან ორი დღის უკანდელმა შედეგებმა თვალები ვერ აგიხილათ ??? ცეცაძის იმედი როგორ გაქვთ ზივზივაძის და შერგელაშვილის გასაცოდავებულ კლუბებში წასვლას რო წარმატებულ ნაბიჯად შეაფასებს მაგას მწვრთნელი უნდა ერქვას საერთოდ ....? ??
დათო
01 ივლისი 2017 22:19
0
Lado martali xar karabaxi favoritia mara swori taktikit da dacvashi swori tamashit darwmunebuli var bevr problemebs shevukmnit.. tu rubinma swori tamashit barselonas mougo da raga shors wavidet,ager chvenma nakrebma tu espanets mougo ik skarabaxis mogebaze laparaki xo sasaciloa ase ro bihebo tkven mainc daicavit kartuli fexburtis prestiji..upalma jamrtelat da zlierat gamkopot.
Kaxa qartveli.
01 ივლისი 2017 21:43
0
სამწუხარო რეალობაა რასაც ბურდული ამბობს, სამტრედია აშკარა აუტსაიდერია წყვილში, გუნდის სატრანსფერო პოლიტიკას განაგებს ფეხბურთში აბსოლუტურად დილენტანტი კაცი შალამბერიძე, (ოფიციალურად ასეა), რომელსაც საფეხბურთო კლუბი გასტრონომი (სავაჭრო მაღაზია) გონია. იმის მაგივრად, რომ რაც სამტრედია ჩემპიონი გახდა გუნდი გაეძლიერებინათ პირიქით დაასუსტეს იტყუებიან დღეს ან ხვალ ხუთი- ექვსი ძლიერი ლეგიონერი მოგვყავსო და ჯერ არავინ მოუყვანიათ. სირცხვილია უკვე სირცხვილი.
samtredieli
01 ივლისი 2017 21:33
0
სამწუხაროდ სამტრედია ტორპედოს ბედს გაიზიარებს
g;jd
01 ივლისი 2017 21:32
0
მწვრთნელი ზალიან მაგარი ყავთ ნამდვილად სამტრედიელებს და დარწმუნებული ვარ აზერბაიჯანელ მწვრთნელს აჯობებს ჭკუით და ტაქტიკით.
roma
01 ივლისი 2017 15:16
0
სამტრედიას ფეხბურთელებს თუკი აცლიან თამაშს მწვრთნელი და კლუბის მენეჯმენტი, შედეგი უკეთესი იქნება ვიდრე ზემოთხსენებულების ფაფხურისა და მუდმივი ჩარევის შედეგად.
Guadua
01 ივლისი 2017 15:03
0

სიახლეები პოპულარული