"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ივნისს ქუთაისის "ტორპედომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად სლოვაკეთში, ადგილობრივ "ტრენჩინთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

არადა, სტადიონ "ნა სიჰოტიზე" ყველაფერი ქუთაისელებისთვის სასიკეთოდ დაიწყო - მე–10 წუთზე გრიგოლ დოლიძის მოწოდებული საჯარიმოს შემდეგ გიორგი გურულმა თავით ანგარიშით გახსნა.

სამწუხაროდ, კახა ჩხეტიანის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო - "ტრენჩინმა" შესვენებამდე ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი ანგარიშში წინაც გავიდა. დუბლი ანტონიო მანცემ (36–ე და მე–40 წუთებზე) მიითვალა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს როინ კვასხვაძის კარში. 75-ე წუთზე თავი ჰამზა
ჩატაკოვიჩმა გამოიჩია, 81-ზე - იაკუბ პაურმა, საბოლოო ანგარიში კი "ტრენჩინის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ 87-ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ქუთაისში 6 ივლისს გაიმართება.

ქუთაისის "ტორპედო": რ.კვასხვაძე (კაპ.), ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი (46, ბაბუნაშვილი), გიგაური, კუხიანიძე (82, ხურციძე), ტუღუში (67, კვირკვია), დოლიძე, კაპანაძე.

 

მკითხველის კომენტარები / 28 /
meti araa themi mteri magat otxit noli ver moigon thxetiani rom ambobs girseylad ynda davtovot moedanio.ise ki vyrthevdi mag tvindafex mokinyleb saertod ty daaxveven torpedodan kvelaze sayketeso varianti icneba sami katsis garda.mymladzessavit rom argaatsilon.
0
გელა-ს ნერვებიც დავიგლიჯე და ნევროზიც დამემართა!სისხლი გამიშრეს!
მაზი
16:03 30-06-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული