"ტრენჩინთან" შერცხვენილ "ტორპედოს" გიორგი ბერიძემაც გაუტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
29 ივნისს ქუთაისის "ტორპედომ" ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი სტუმრად სლოვაკეთში, ადგილობრივ "ტრენჩინთან" გამართა და ანგარიშით 1:5 დამარცხდა.

არადა, სტადიონ "ნა სიჰოტიზე" ყველაფერი ქუთაისელებისთვის სასიკეთოდ დაიწყო - მე–10 წუთზე გრიგოლ დოლიძის მოწოდებული საჯარიმოს შემდეგ გიორგი გურულმა თავით ანგარიშით გახსნა.

სამწუხაროდ, კახა ჩხეტიანის გუნდმა უპირატესობის შენარჩუნება დიდხანს ვერ შეძლო - "ტრენჩინმა" შესვენებამდე ჯერ გაათანაბრა, შემდეგ კი ანგარიშში წინაც გავიდა. დუბლი ანტონიო მანცემ (36–ე და მე–40 წუთებზე) მიითვალა.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა კიდევ სამჯერ გაიტანეს როინ კვასხვაძის კარში. 75-ე წუთზე თავი ჰამზა
ჩატაკოვიჩმა გამოიჩია, 81-ზე - იაკუბ პაურმა, საბოლოო ანგარიში კი "ტრენჩინის" ქართველმა ლეგიონერმა გიორგი ბერიძემ 87-ე წუთზე დააფიქსირა, რომელმაც მატჩი შეუცვლელად ჩაატარა.

ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება ქუთაისში 6 ივლისს გაიმართება.

ქუთაისის "ტორპედო": რ.კვასხვაძე (კაპ.), ხურცილავა, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე, მამასახლისი (46, ბაბუნაშვილი), გიგაური, კუხიანიძე (82, ხურციძე), ტუღუში (67, კვირკვია), დოლიძე, კაპანაძე.

 

მკითხველის კომენტარები / 28 /
meti araa themi mteri magat otxit noli ver moigon thxetiani rom ambobs girseylad ynda davtovot moedanio.ise ki vyrthevdi mag tvindafex mokinyleb saertod ty daaxveven torpedodan kvelaze sayketeso varianti icneba sami katsis garda.mymladzessavit rom argaatsilon.
gia
01 ივლისი 2017 15:19
0
გელა-ს ნერვებიც დავიგლიჯე და ნევროზიც დამემართა!სისხლი გამიშრეს!
მაზი
30 ივნისი 2017 16:03
0
გუნდი უნდა დატოვონ ხურცილავამ,ჭიჭინაძემ,გიგაურმა, მამასახლისმა,ბაბუნაშვილმა,ტუღუშმა,კუჭუხიძემ,კუხიანიძემ.
ქუთაისელი
30 ივნისი 2017 12:42
0
ფედერაცია სწორად მოიქცა. :დდდდ წარმოიდგინეთ ფორმაში რომ არ ყოფილიყვნენ ბათუმი 5:0 წააგებდნენ. ჩიხურა 3:0 და ტორპედო ალბათ 10 გოლს გაუშვებდა, ჩამოწერილი ფეხბურთელებისგან მეტს რას ელოდებით? ვინც საშუალო დონეზე თამაშობს ქართველი იმან კი გაგვიტანა. (გიორგი ბერიძე წარმატებები)
roma
30 ივნისი 2017 11:14
0
ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება ასეთ სიქიმებთან რომ ასეთი ანგარიშით დამარცხდა გუნდი. კიდევ კარგი ვინმე მართლაც ძლიერი კლუბი არ იყო თორემ დაიწყებოდა მითქმა-მოთქმა, არიქა კლასი და ასე შემდეგ... ტურნირის ალბათ ერთ-ერთმა უსუსტესმა და უკლასო გუნდმა გაგვანადგურა! აქ უკვე კლასზე აღარაა საუბარი, არაპროფესიონალების და მენტალურად სუსტი ცუციკების ბრბოა კლუბი! აქ ხომ ტენდენციაა რომ მთავარია საქართველოს ჩემპიონატში აჩვენო შედეგი თორემ მერე რა იქნება, ტრეჩინთან წააგებ, ტორკთან თუ რაშდენთან სულ ერთია. რათ გინდათ ეს საპრიზო ადგილები აქ, თუ ასე უნდა გაფარჩაკდეს კლუბი საერთაშორისო შეხვედრებში უსუსტეს მოწინააღმდეგესთან, ვერ ვხვდები...
ანესთეზეოლოგი
30 ივნისი 2017 10:05
0
უთავმოყვარეოები
ელემენტარული შეცდომები დაუშვეს
kosta
30 ივნისი 2017 10:04
0
აბა რას ელოდით?
kako
30 ივნისი 2017 09:45
0
თქვენც მაგრები ხართ...ნუ ბლოკავთ ჩემს კომენტარებს
rezi
30 ივნისი 2017 09:35
0
კიდევ ერთი სამარცხვინო დგე ქართულ ფეხბურთში...
rezi
30 ივნისი 2017 09:16
0
მაზი ! მეც "კაკ რას" ეგრე ვამბობ, აბა ამათი გულისათვის დავიგლეჯ ნერვებს რაა? ვინც გაბრაზდებით ცივი წყალი მიირთვით.
gela
30 ივნისი 2017 08:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული