კონსტანტინ ფროლოვი: ეს არაა ტრაგედია - ვეცდებით, პოლონეთში მოვიგოთ...

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა კონსტანტინ ფროლოვმა "იაგელონიასთან" წაგების (0:1) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

"სამწუხაროდ, საშინაო მატჩი დავთმეთ და არ გამოგვივიდა ის, რაც დაგეგმილი გვქონდა. რამდენიმე მომენტი შეგვექმნა, რომელთა გამოყენებაც ვერ მოვახერხეთ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენ კარში სწრაფი გოლი მივიღეთ და ამის შემდეგ უფრო მოვუკლეთ. ამ მარცხით ტრაგედიას შექმნა საჭირო არაა – წავაგეთ, მაგრამ ვეცდებით, გასვლაზე მოვიგოთ.

მართალია, ანგარიში 0:1 გვიმცირებს შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსებს, მაგრამ პოტენციალი გაგვაჩნია და შეგვიძლია, სათანადოდ მოვემზადოთ ამ შეხვედრისთვის", - თქვა ფროლოვმა.

- ბათუმის "დინამო" "იაგელონიასთან"
პირველ მატჩში დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ ამას ჯერა რასაც ამბობს--მაშინ ფეხბურთის აზრზე არაა და თუ არ ჯერა და ჩვენ გვაბოლებს ვაი ჩვენს პატრონს,ამისთანების ხელფასებში რომ იხარჯება,ფეხბურთის განვითარების სახელით ,დამშეული ხალხის (ბიუჯეტის) ფული.
mamulo
22:59 29-06-2017
0
მე მგონი გვეკაიფება,ყველაზე ცუდი ის არის რომ ჩვენ წაგებებზე აღარც ვნერვიულობ,იმდენად მივეჩვიე.უცნაური ის არის რომ ყველაზე ნაკლები იმედი ვიზეც მქონდა (ჩიხურა)შედარებით იმან ითამაშა უკეთ
mamuka
00:02 30-06-2017
0

სიახლეები პოპულარული