ლევან კობიაშვილი კლუბებს: თავი უნდა დახაროთ და კრიტიკა მიიღოთ...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ტელეკომპანია "იმედში" სპორტულ გადაცემაში სტუმრობისას, ქართული გუნდების ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლა შეაფასა.

ქუთაისის "ტორპედო" სლოვაკეთში "ტრენჩინთან" 1:5 დამარცხა, საჩხერის "ჩიხურა" და ბათუმის "დინამო" კი საშინაო მატჩებში ერთნაირი ანგარიშით, 0:1 დამარცხდნენ, შესაბამისად, ავსტრიულ "ალტახსა" და პოლონურ "იაგელონიასთან".

კობიაშვილის თქმით, ქართული კლუბების წარუმატებელი გამოსვლის მიზეზი ეროვნული ჩემპიონატის ფორმატი არაა, რომელიც წელს გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადავიდა.

"თავიდანვე განვაცხადე, რომ ფორმატის ცვლილების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ევროთასებზე ჩვენი გუნდების უკეთესად გამოსვლა იყო. რა თქმა უნდა, დღეს ძნელია ვისაუბრო ამ
კუთხით უკეთესობაზე, რადგან სამივე გუნდმა წააგო, მაგრამ ვერც იმას მეტყვის ვინმე, რომ წინა ფორმატი უკეთესი იყო.

უბრალოდ, წლები სჭირდება იმას, რომ გუნდები სხვანაირად გადაეწყონ, შეეგუონ ამ ფორმატს. ფაქტია, რომ გუნდმა, რომელმაც იცის, რომ 6 თვის შემდეგ ევროთასებზე უნდა ითამაშოს, მეტი საშუალება აქვს, რომ კონკრეტული ტურნირისთვის შემადგენლობა უკეთ ჩამოაყალიბოს, მოემზადოს...

ასე რომ, ნამდვილად ვერ დავეთანხმები მოსაზრებას, რომ ამ ფორმატმა შეუშალა ხელი ჩვენს გუნდებს. ძალიან მარტივი სიტუაციაა ყველასთვის, კლუბების ხელმძღვანელობისთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც - თავი უნდა დახარო, სამართლიანი კრიტიკა მიიღო და შემდეგში უკეთესად გამოხვიდე. ის, რომ რაღაც მიზეზებზე ისაუბრო და ფორმატში ეძებო ბრალეულობა, არასერიოზულია.

სამწუხაროა, რომ ასე მოხდა, მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს ფორმატი შედეგს მომდევნო წლებში დაგვანახებს.

გასაგებია, რომ რთული მდგომარეობა აქვთ, მაგრამ ამ გუნდებს საპასუხო მატჩები აქვთ ჩასატარებელი. დაველოდოთ და როცა ყველაფერი დასრულდება, ანალიზი შემდეგ უნდა გაკეთდეს".
მკითხველის კომენტარები / 99 /
ფედერაციამაც უნდა დახაროს თავი და კრიტიკა მიიღოს..
ana
30 ივნისი 2017 11:04
0
ისე წინა წლებში ხომ ბრდღვნიდნენ სხვა ფორმატი რომ იყო :)))) ამთზეა ნათქვამი ცუდ მოცეკვავეს "კვერცხები" უშლიდა ცეკვაში ხელსო :) კობი შენ მართალი ხარ. ყველა გუნდს დიდ დრო ქონდა მომზადებისათვის და ფორმაში შესასვლეად. 18 ტური ითამაშეს ეროვნულ ჩემპიონატში, ამას პლიუს სათასო თამაშები და კიდე ფორმაში არყოფნაზზე რომ წუწუნებენ და ცუდ ფიზიკურ მომზადებაზე, ალბათ ფორმატს კი არა თავის თავს დააბრალონ უკეთესი იქნებოდა, მაგრამ მაგის თქმასაც და საკუთარი სისუსტის აღიერებასაც ძალა ჭირდება. კუბების სწორი მართვის და კარგი მწვრთნელების ხელში ეს ფორმატი აუცილებლად დადებს შედეგს.
dave
30 ივნისი 2017 11:04
0
გუნდების რაოდენობის შემცირებით, სეზონის ცვლილებით რომ დონე მოიმატებს, ეს იდიოტობა ვინ ურჩია კობიაშვილს. ადრე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გუნდებს ქილიკით გუბერნატორების ჩემპიონატს ეძახდნენ, ეხლა იგივე ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გუნდებს ფეხბურთის განვითარების პროგრამას ეძახიან. დიღომში ერთი სტადიონი შეემატა და ისიც გული აგერევა ისეთი სიმახინჯეა. ეს ფედერაციის პრეზიდენტობა ბუასილის ასაკიდებლად უფროა ვიდრე საქმის საკეთებლად.
დათო
30 ივნისი 2017 11:01
0
ჩემპიონატის ჩატარების სტრუქტურა არაფერ შუაშია გუნდების კლასის ამაღლებასთან. ადრეც ვწერდი, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდი მხოლოდ შედარებით დაძაბავს თამაშებს და კლასს ვერ აამაღლებს, ან ეგ რა ფულია რასაც გუნდებს ურიგებენ და არც ეგაა ნორმალური, რომ სახელმწიფომ ფეხბურთი შპს-დ აქცია. დაბალ ლიგებში სახელმწიფოს დახმარება აუცილებელია, მაგრამ უმაღლეს ლიგაში არასასურველი და არასწორიც.მერე რომელი პოლიტ. ძალაც მოდის იმისი ფავორიტებს აფინანსებენ და უკვე ისტორიული გუნდები ქრებიან. თუ არ მოიწვიე საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელები აზრი არ აქვს, ისევ ისე დავრჩებით. ყველას გაქცევაზე უჭირავს თვალი და მართალიცაა.მაქვს პროექტი 1990 წლიდან, თუ როგორ მვიზიდოთ სპონსორები, მაგრამ რახან დაბალი ლიგის(ეხლა საერთოდ ვეღარც ვთამაშობთ)კლუბის ხელმძღვანელი ვარ, როგორ ეკადრებათ დიდ ჩინოვნიკებს ჩემი აზრი გაიზიარონ(დიდი ნოდარ ახალკაცი დაინტერესდა, მაგრამ , მაშინ სავალუტო ფონდმა და მსოფლიო ბანკმა უარი თქვეეს, ახლა?)დაინტერესდით და მოგაწვდით მაგ პროექტს და მჯერა, 5-6 წელში საშუალო ევროპულ დონეს მივაღწევთ
tamazino
30 ივნისი 2017 10:57
0
მეტის გირსები ხართ ვინც ცოტა მაგ მხრივ უკეთესად გამოდიოდა ევროტურნირებზე გააქრეთ ჩემპიონატიდან და შედეგებზე ნუგა საუბრობთ ზესტფონი ერთადერთი იმედი იყო და ისიც მოკალით და რეალურ შედეგებს ვიმკით
ზვიადი
30 ივნისი 2017 10:56
0
ისევ მომავლის იმედით, როდემდე. იოლია ბიუჯეტის ფულების ხარჯვა ამ უსაქმურებისთვის, ეს თავის ფორმატს აქებს, არავითარი ფორმატი არ გიშველით, თუ ძირეული ცვლილებები არ განხორციელდა, ყველა თაღლითი და უსინდისო უნდა მოიკვეთოს ფეხბურტიდან და უნდაშეეშვათ უნიჭოების დასაქმებას.
555
30 ივნისი 2017 10:53
0
ფიფაზე რას გვეტყვი... ძვლივს დაეტყო დინამოს რაღაც და გააქციეს ფეხბურთელები. ამათ რომ კითხო ხელს არ შეუშლიან თურმე მაღალ დონეზე თამაშშიო. ჰოდა ჩვენ როდის შევქმნით ასე დონის გუნდს??? დდდ
sos
30 ივნისი 2017 10:50
0
შუა სეზონში გუნდი მართლაც ფორმის პიკზე უნდა იყოს და ფრუიძე ამდენს უნდა ხვდებოდეს. კობიაშვილმა კი თავის საქმეს მიხედოს უკეთესი იქნება
levani
30 ივნისი 2017 10:48
0
ხანდახან მგონია რო საართველოში ფეხბურთელები იმიტომ თამათობენ, რომ ზაფხულში ანტალიაში უფასოდ დაისვენონ..
მეტი არაფერი არ უნდათ..
ქუთაისელი
30 ივნისი 2017 10:46
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული