პესიმისტური სიტუაცია - ქართული გუნდების სტატისტიკა ევროთასებზე

AutoSharing Option
ფოტოზე: 2012 წელი. დილა-ანორთოსისი 0:1
წარუმატებელი გამოდგა ქართული გუნდებისთვის ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის სტარტი - "ტორპედომ", "ჩიხურამ" და ბათუმის "დინამომ" თავიანთი პირველი მატჩები წააგეს. თუმცა, ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ წაგებაში არ არის: სამივე გუნდი ისე დამარცხდა, მხოლოდ თეორიული შანსი დაიტოვა მომდევნო ეტაპზე გასასვლელად.

აბა, სხვანაირად რა უნდა ვუწოდოთ იმ სიტუაციას, როცა ამ სამიდან ორმა გუნდმა საშინაო შეხვედრა წააგო, მესამე კი სტუმრად დამარცხდა ოთხბურთიანი სხვაობით. ანუ ვიყოთ გულახდილები და ვთქვათ - ევროპალიგის დღევანდელი საპასუხო მატჩების წინ გულშემატკივართა ძალიან მცირე ნაწილს
თუ სჯერა იმის, რომ სამიდან ერთი ქართული გუნდი მაინც გააგრძელებს ევროტურნირებზე ასპარეზობას...

- ტორპედო VS ტრენჩინი - ქუთაისი სასწაულის იმედად
- ალტახი VS ჩიხურა - დაუფასებლობა არ იქნება
- იაგელონია VS დინამო (ბთ) - შემოვლითი გზებით

რა თქმა უნდა, ფეხბურთში ყველაფერი ხდება და შორს რომ არ წავიდეთ, ევროპალიგის წლევანდელ გათამაშებაში ორი დღის წინ ისეთი შედეგი დაფიქსირდა, სენსაციურზე მეტი რომ ჰქვია: თვით ლუქსემბურგის მასშტაბითაც კი მოკრძალებულმა "პროგრესმა" (მანამდე ევროტურნირების ისტორიაში მხოლოდ 1 გოლი რომ ჰქონდა გატანილი და თითქმის ყველა მატჩს დიდი ანგარიშით აგებდა), საპასუხო მატჩში 2:0 დაამარცხა... შოტლანდიური გრანდი "რეინჯერსი" და მომდევნო ეტაპზე გავიდა!

თუმცა, ჩვენ ჩვენი ვიდარდოთ და ნამდვილად აღარ გვინდა, ამ ზაფხულსაც ისეთივე შედეგი დაფიქსირდეს, როგორც 2000, 2003 და 2015 წლებში, როცა ევროტურნირებზე მოასპარეზე ოთხივე ქართული გუნდი ასპარეზობას პირველსავე ეტაპზე გამოეთიშა...

ჩატარდება ევროპალიგის საპასუხო მატჩები და ალბათ, მაშინ უფრო უპრიანი იქნება ჩვენი სამივე გუნდის ასპარეზობის შეფასება. მანამდე კი, გვინდა ის შემთხვევები გავიხსენოთ, როცა ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული გუნდები ისეთივე სიტუაციაში იყვნენ საპასუხო მატჩების წინ, როგორშიც დღეს არიან "ჩიხურა", ბათუმის "დინამო" და "ტორპედო".

თუმცა, წინდაწინ უნდა ვთქვათ, ამ შემთხვევაში სტატისტიკა აშკარად არ არის "ჩვენს მხარეზე"...

ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრაც გვიჭირდა...
ადრეც არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ წლევანდელ ევროტურნირებზე მოასპარეზე ქართული გუნდებიდან ყველაზე ძალიან "ტორპედოსი" გვეიმედებოდა: თუმცა, ისე მოხდა, რომ სწორედ "ტორპედო" დამარცხდა ყველაზე დიდი ანგარიშით და ქუთაისელთა საყვარელი გუნდიც დღეს მართლაც უძნელეს სიტუაციაში აღმოჩნდა: სლოვაკური "ტრენჩინი", სულ მცირე, ოთხბურთიანი სხვაობით უნდა დაამარცხოს...

დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში (ანუ 1993 წლიდან მოყოლებული) ჯერ არასდროს მომხდარა, როცა რომელიმე ქართულ გუნდს ევროტურნირების საპასუხო მატჩში ოთხი კი არა, სამბურთიანი ჩამორჩენა რომ აღმოეფხვრა! ეგ კი არა, როცა რომელიმე ქართული გუნდი სტუმრად ორბურთიანი სხვაობით მარცხდებოდა, თითქმის ყველა შემთხვევაში, საპასუხო მატჩი ჩვენთვის ფორმალურ ხასიათს ატარებდა...

ხანდახან ისეც ხდებოდა, პირველ მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხებული ჩვენი გუნდი საპასუხო შეხვედრაში მაინც ახერხებდა ქართული საკლუბო ფეხბურთის პრესტიჟის დაცვას და მოკრძალებულად, მაგრამ მაინც იმარჯვებდა. ასე იყო 1997 წელს, როცა ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამომ" დავით მუჯირის გოლით 1:0 დაამარცხა "ლევერკუზენი" (პირველი მატჩი 1:6 ჰქონდა წაგებული).

ცოტა დააკლდა ორი მატჩის ჯამში მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 2007 წლის ზაფხულში, "ინტერტოტოს თასის" I საკვალიფიკაციო ეტაპის გასავლელად თემურ მახარაძის დამოძღვრილ "ზესტაფონს": პირველ მატჩში დიდი ანგარიშით (0:3) წაგების შემდეგ ჩვენმა გუნდი საპასუხო შეხვედრაში პირველ ტაიმში ედიკ საჯაიასა და კახა ჩხეტიანის გოლებით 2:0-ს იგებდა, მაგრამ ეს ანგარიში აღარ შეცვლილა...

კახა ჩხეტიანს, "ტორპედოს" დღევანდელ თავკაცს, მსგავსი შინაარსის კიდევ ერთ დაპირისპირებაში აქვს მონაწილეობა მიღებული: 2000 წელს, ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე "ტორპედო" სტუმრად პირველ მატჩში დიდი ანგარიშით დამარცხდა სერბულ გრანდ "ცრვენა ზვეზდასთან" (0:4). საპასუხო შეხვედრაში დავით ყიფიანის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ქუთაისელთა გუნდმა გიორგი იმედაძისა და დავით ჯანაშიას გოლებით 2:0 კი მოიგო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა...

2007 წელს, უეფას თასის I საკვალიფიკაციო ეტაპზე პოლონურმა "ბელხატოვმა" 2:0 რომ მოუგო თბილისის "ამერს", ბევრს ეგონა, რომ ამ წყვილში საქმე გადაწყვეტილი იყო; თუმცა, საპასუხო მატჩი გიორგი ჩიხრაძის დამოძღვრილმა "ამერმა" ჩინებულად ჩაატარა და ანალოგიური ანგარიშით (გოლები გაიტანეს დიმიტრი ტატანაშვილმა და სულიკო დავითაშვილმა) გაიმარჯვა, თუმცა, პენალტების სერიაში პოლონელებმა გვაჯობეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

ერთადერთი შემთხვევა, როცა ქართულმა გუნდმა საპასუხო მატჩში ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მოახერხა, 2004 წელს მოხდა. უეფას თასის II საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის "დინამო" სტუმრად 1:3 დამარცხდა პრაღის "სლავიასთან", თუმცა საპასუხო შეხვედრაში გია გეგუჩაძის "დინამომ" ლევან მელქაძისა და იმ დროისთვის 18 წლის ჯაბა კანკავას გოლებით 2:0 მოუგო ჩეხეთის ერთ-ერთ უძლიერეს გუნდს და მომდევნო ეტაპზეც გავიდა!..

როცა შინ წაგება კატასტროფა არ იყო...
...ეგ შესაძლოა სხვებისთვის იყოს "ჩვეულებრივი" ამბავი, როცა ევროტურნირების ნებისმიერ ეტაპზე საშინაო მატჩის წაგება არაფერს ნიშნავს. ანუ საპასუხო მატჩს მუდამ აზრი აქვს ხოლმე, მაგრამ ჩვენი გუნდებისათვის საშინაო მატჩის წაგება ხომ "ავტომატურად" იმას ნიშნავდა, რომ საპასუხო დაპირისპირება ფორმალობად იქცეოდა!

თუმცა, იყო რამდენიმე სასიამოვნო გამონაკლისიც, როცა ჩვენს გუნდებს სულ მცირედი აკლდებოდათ სენსაციური შედეგის დასამყარებლად. ასე მოხდა 2013 წელს, როცა ევროპალიგის I საკვალიფიკაციო ეტაპზე "სიონმა" საშინაო მატჩი წააგო (2:3) ალბანურ "ფლამურტარისთან", თუმცა საპასუხო შეხვედრაში ლადო ბურდულისა და არმაზ ჯელაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე ბოლნისურმა გუნდმა კი მოიგო (2:1), მაგრამ სტუმრად გატანილი მეტი გოლის წყალობით მომდევნო ეტაპზე "ფლამურტარი" გავიდა...

ყველაზე დასანანი კი, რაღა თქმა უნდა, "ზესტაფონის" უიღბლობა იყო: 2009 წელს, უეფას თასის II საკვალიფიკაციო ეტაპზე გია გეგუჩაძის გუნდმა შინ 1:2 წააგო შვედურ "ჰელსინბორგთან", სადაც სახელგანთქმული ჰენრიკ ლარსონი თამაშობდა.

საპასუხო მატჩში ჩვენი გუნდი ძალიან ახლოს იყო მართლაც ხმაურიან სენსაციასთან და ბოლო წუთამდე 2:0-ს იგებდა ნიკა გელაშვილისა და ჯაბა დვალის გოლებით; სამწუხაროდ, უკვე მსაჯის მიერ მესამე დამატებული წუთი იწურებოდა, შვედებმა გოლის გატანა რომ მოახერხეს და მერე, უკვე დამატებით დროში, კიდევ ერთიც გაიტანეს და მომდევნო ეტაპზეც გავიდნენ.

საბედნიეროდ, დამოუკიდებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში გვქონია ორი ისეთი შემთხვევა, როცა საშინაო მატჩში წაგების მიუხედავად, მომდევნო ეტაპზე მაინც ჩვენი გუნდები გასულან. პირველად ასეთი ვაჟკაცობა "ამერმა" ჩაიდინა: 2006 წლის უეფას თასის I საკვალიფიკაციო ეტაპზე, იმდროისათვის ევროტურნირების დებიუტანტმა გუნდმა თბილისში 0:1 წააგო სომხურ "ბანანცთან". თუმცა, გიორგი ჩიხრაძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე "ამერმა" საპასუხო მატჩში იყოჩაღა და ერევანში 2:1 (გოლები: რატი წინამძღვრიშვილი, დენის დობროვოლსკი) მოიგო, რაც მომდევნო ეტაპზე გასვლას ნიშნავდა!..

მეორე და დღემდე უკანასკნელი შემთხვევა 2012 წელს მოხდა, როცა ევროპალიგის III საკვალიფიციო ეტაპზე "დილამ", ბევრისთვის მოულოდნელად, ასპარეზობას გამოთიშა კვიპროსული "ანორთოსისი". გორელები შინ 0:1 დამარცხდნენ, თუმცა საპასუხო შეხვედრა თემურ შალამბერიძის გუნდმა დიდი აღმავლობით ჩაატარა და მათე ვაწაძის (დუბლი) და ლაშა სალუქვაძის გოლებით 81-ე წუთისათვის 3:0-ს იგებდა.

სწორედ "დილას" მესამე გოლს მოჰყვა არეულობა - შედეგით განაწყენებულმა კვიპროსელმა გულშემატკივრებმა ტრიბუნებზე ისეთი ამბავი დაატრიალეს, არბიტრი იძულებული გახდა, შეხვედრა შეეწყვიტა. უეფას ვერდიქტი კი ადეკვატური იყო: "დილას" ტექნიკური მოგება (3:0) ჩაეთვალა, თუმცა, ვიდრე მატჩი შეწყდებოდა, გორელთა გუნდი ისედაც ხომ ამ ანგარიშით იგებდა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 10 /
გტხოვთ თუ ვინმემ იცით დღეს ჩიხურას ან ბათუმის დინამოს რეპორტაჟი სადმე იქნება?ან სად შეიძლება ყურება?
qomagi
06 ივლისი 2017 20:07
0
ქართული საკლუბო ფეხბურთი არის ყველაზე ცუდ დღეში რაც კი მე მახსოვს. ერთადერთი ვართ ვისაც წელს ქულა არ აუღია და ან ავიღებთ ან არა. ლიგაზე შემდეგ წელს არის შანსი საერთოდ პირველი ეტაპიდან დავიწყოთ. ეს მაშინ როცა სახელმწიფო ჩვენი ჯიბიდან 350 მილიონს იხდის ამ მარაზმში. ფულის ჭამის გარდა არაფერი გაკეთებულა, არაფერი აშენებულა და ინვესტირება არ მომხდარა. რატო არიან ეს ჟურნალისტები ჩუმად არ ვიცი. საქართველოში სადაც მთავრობა ჩაერია ყველაფერი გაფუჭდა. თხილის, ცხვრის და მანქანების ბიზნესიც გამართული იყო სანამ მთავრობამ ჩაყო ცხვირი. არ ჭირდება არავის დახმარება ფეხბურთს, შეუწვიტეთ დახმარება, მოშორდებიან ფულის მჭამელები და იგივე გზას გაივლის ფეხბურთი რაც რაგბმა გაიარა როცა პროფესიონალები და საქმის მოყვარე ხალხი დარჩა.
gia
06 ივლისი 2017 18:05
0
ისე სასაცილო კი არა სატირალია
roma
06 ივლისი 2017 17:38
0
აუ რა მაგარ ადგილზეა საქართველო რეიტინგში "112" ვინმემ ამ ნომერზე დარეკეთ ქართული ფეხბურთი კვდება მოგვეშველეთოოოოოო.
roma
06 ივლისი 2017 17:38
0
ბათუმმაც მოუგო პარტიზანს 1-0, 0-2 -ის შემდეგ
m.m
06 ივლისი 2017 17:21
0
ბოლო წლების ყველაზე გამართული და მებრძოლი გუნდი, ზესტაფონი, მოკლეს, გუნდები ისედაც დაჩაჩანაკებულ ბიუჯეტს ჩამოკიდეს, სამი გუნდი დღეს ისე გავარდება ჯამში ერთ ქულასაც ვერ იღებენ. იძირება გემი მაგრამ ყველაფერი რიგზეა
kote
06 ივლისი 2017 15:12
0
დღეს კიდევ ერთხელ მოხდება ქართული ფეხბურთის წინსვლა და ქართველ გულშემატკივართა გასახარად ერთერთი გუნდი მაინც გავა შემდეგ ეტაპზე.
gizog
06 ივლისი 2017 14:26
0
ბოდიში დამავიწყდა: გაუმარჯოს სტ.კიტისა და ნევის (თუ რაღაც ამგვარი) ნაკრებს, ვისთან გამარჯვებამაც აღგვაზევა! ერთი-ორგერ თუ მოვიწვიეთ ეს ნაკრები, შეიძლება 107-ადგილსაც გამოვკრათ ხელი.
ძირძველი გულშემატკივარი
06 ივლისი 2017 14:16
0
გაიხარე სრულიად საქართველოვ! FIFA-ს დღევანდელ რეიტინგში საქარელოს ნაკრები მთელი 10 საფეხურით დაწინაურდა და 112 ადგილზე აღზევდა! გაუმარჯოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას! ვაშა, ვაშა და ვაშა!!!
ძირძველი გულშემატკივარი
06 ივლისი 2017 14:11
0
კობიაშვილმა ვერაფერი ისცავლა გერმანელებისგან რომ საქართველოს გამოსდგომოდა,,,,,
gio
06 ივლისი 2017 14:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული