გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ

AutoSharing Option
11 ივლისს 21 საათზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" ბაქოში ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩს გამართავს. ქართული კლუბის მეტოქე აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღია".

დღეს "სამტრედიას" თავკაცმა გია ცეცაძემ პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შემდეგი განუცხადა:

"გუნდი კარგ ფიზიკურ მდგომარეობაშია, მეც კმაყოფილი ვარ. ხვალინდელი დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ. თუკი აზერბაიჯანის ჩემპიონი "ყარაბაღი" გახდა, გამოდის, რომ ის უფრო ძლიერია, ვიდრე ჩვენი შარშანდელი მეტოქე "გაბალა".

მაგრამ ერთ ადგილს არც ჩვენ ვტკეპნიდით. გამოცდილება დაგვიგროვდა.

"ყარაბაღი" კარგ, კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს, რა თქმა უნდა, ჩვენთვის კარგი იქნებოდა, რომ ეს
ასე არ ყოფილიყო".

შეგახსენებთ, რომ ბაქოში ხვალინდელი მატჩისთვის 10 ივლისის მონაცემებით, 9 ათასი ბილეთი იყო უკვე გაყიდული.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გამარჯვება ბიჭებო
გიგლა სულამანიძე
12:31 11-07-2017
0
რომ თხოვთ გამოაგდეთო, თითქოს თვითონ ყველაზე მეტად არ უნდოდეთ... საერთოდ რეალობას ხართ მოწყევტილები, აზერებაიჯენელების დასაცინი გავხდით იმიტომ რომ სწორად უდგებიან საქმეს და სწორად ავითარებენ, დარწმუნებული ვარ ყარაბახში 2-3 ფეხბურთელი თU იქნება აზერი შემადგენლობაში...აქ კიდე სტადიონები არ გვაქვს ნორმალური, რომელ ფეხბურთის განვითარებაზეა საუბარი, დარწმუნებული ვარ რომ სამტრედია მინიმუმ 3 ბურთით წააგებს, ნეტა ვცდებოდე ღმერთმა ქნას, მაგრამ ესეაა რაა... სამწუხაროდ :(
ჯამლეტი
10:51 11-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული