![](https://sportall.ge/pictures/image31/ef6f7b7724856aeac4923048ab297f23.jpg)
azerisport.com-ის ცნობით, ამ დროისთვის უკვე გაყიდულია ტოფიკ ბახრამოვის სახელობის რესპუბლიკური სტადიონის 15 000-ზე მეტი ბილეთი და ტრიბუნებზე მყოფთა შორის საქართველოს ჩემპიონების ქომაგები არ იქნებიან. ცნობისთვის, ბაქოს არენა 31 200 მაყურებელს იტევს.
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრა "ყარაბაღსა" და "სამტრედიას" შორის ბაქოში 21:00 სთ-ზე დაიწყება და მის ტელეტრანსლაციას "პირველი არხი" წარმოადგენს.
- ყარაბაღი VS სამტრედია - კავკასიური ფეხბურთის წრე