კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
აბდა უბდა
tarzana
14 ივლისი 2017 16:35
0
გინდათ ძეგლი დაუდგით და გინდათ მასაჟი უკეთეთ მაგან ამოწურა ამ გუნდში ყველაფერი. ახალი სისხლი გჭირდებათ
სიმართლე
14 ივლისი 2017 16:25
0
კომენტარებიდან ჩანს თუ რამხელა ბოღმაა სამტრედიის მიმართ სხვა გუნდის ბალეშიკებიდან მარა მეორე წრეში გარღვევა არ აცდება ბევრს .
samtredski
14 ივლისი 2017 16:24
0
ცეცაძეს მარტო არა, მთელ გუნდს დაუდგით ძეგლი სტადიონის წინ.
buje
14 ივლისი 2017 16:22
0
მაურინიომ, ცეცაძე მე მიმყავს ჩელსიშიო , ასე რომ არაფერი გამოუვა ფანკლუბს :-) ვაი თქვენს პატრონს ....
ფანი
14 ივლისი 2017 16:18
0
ეგრედწოდებული ფანკლუბი არის კლუბის ადმინისტრაციაზე მიბმული ვითომ გულშემატკივრების მცირე ნაწილი ,რომელთაც ფეხბურთის არაფერი გაეგებათ და ახმოვანებენ ადმინისტრაციის აზრებს. ადმინს ბიუჯეტის ფულების ჭამა გაუტკბათ , კალაძე რატო არ აფინანსებს თავის ჯიბიდან თავისი საყვარელი რაიონის კლუბს ? იმიტომ რომ ერთ ადგილზე კიდია ... კალაძე ტიპიური სამტრედიელი აფერისტია ""იცის ხოლმე დანაპირების შესრულება"" .....
დათო- სიმართლე
14 ივლისი 2017 16:04
0
ცეცადძე არსად დაკარგოთ :-) გყავდეთ ისევ მწვრთნელად არსად გაუშვათ ,თორემ გავიგე აბრამოვიჩს უნდა ჩელსისთვისო :-) სამტრედიის ჩემპიონობა იყო შემთხვევითი და ეს ევროტურნირებმაც დაადასტურა ,რა მაჩანჩალა გუნდიც გყავდათ იგივე მაჩანჩალა დარჩება. ვერ იზავ ვერაფერს როცა კალაძეს ფული არ ემეტება, ეგეც ტიპიური სამტრედიელი აფერისტია ....
სიმართლე
14 ივლისი 2017 15:52
0
ნუ შ--------------ით ამ მწვრთნელს რა!!! რა რესურსიც აქვს, იმ რესურსს ამუშავებს. შიგნით ყოფნის, იმიტომ რომ ჭ კლასის დონეზეა ჩვენი ჩემპიონატი, გარეთ არ ყოფნის, იმიტომ რომ ძალზე ჩამოვრჩით. ჯერ აზერების ჩემპიონატი რა დონეა და იმასსაც რომ 10 თავით ჩამორჩები, შენ ვიღა ხარ!!! ასე რომ, მიზეზი სულ სხვაგააა საძებნი.
ასეა ეს!!!
14 ივლისი 2017 15:43
0
sherifi=kukes shoris gamarjvebuls shexvdeboda samtredia. ra shansi iko gasvlis. tu kerzzo biznesmeni ar chadbs fuls;mashin qartul fexburts eshveleba da suls moitqvams
mikheil kopaleishvili
14 ივლისი 2017 15:42
0
cecadze aucileblad unda darches-ს. შენ თუ გაგიგია ქართული გამოთქმა -"თუ თავი არ გქონდა, სად მიძვრებოდი"-ო. გაგიგია, ხომ, მაშინ სუსკაც რა!!!! ვირთხები კი თქვენს რიგებში მოიკითხეთ. უზრდელი ეს!!!! შენი ადვოკატობა რომ ჭირდება ამ "საუკეთესო" მწვრთნელს, მიტომაც დებს უმაღლეს შედეგს.
სლავიკ
14 ივლისი 2017 15:33
0

სიახლეები პოპულარული