კი არ უნდა ლანძღოთ, ძეგლი უნდა დაუდგათ!.. ფანები გია ცეცაძის დარჩენას ითხოვენ

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე "სამტრედიის" გამანადგურებელი მარცხის შემდეგ ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცნენ.

- ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]

ამასთან დაკავშირებით, სპეციალური განცხადება გააკეთა სამტრედიელთა ფანკლუბმა:

"გია ცეცაძე კი არ უნდა ლანძღოთ, სამტრედიაში ძეგლი უნდა დაუდგათ! ამდენი წელია გუნდთან ვართ და ამდენი ჩასაფრებული არსად გვინახავს. ეს ხალხი მხოლოდ მაშინ ჩნდება, როცა ცუდს დაინახავენ და კარგი როცა მოხდება, დადუმებულნი არიან.

არადა, სად იყო "სამტრედია"? უმეტესად, პირველ ლიგაში და როცა უმაღლესში გადმოვედით, ვარსკვლავები მაშინაც არ მოგვიწყვეტია.
მოვიდა ახალი ხელმძღვანელობა, შეიკრა ახალი გუნდი და წარმატებას მაშინაც ვერ მიაღწია.

მოვიდა გია ცეცაძე და მოიყვანა ბიჭები, რომლებიც ქართული გუნდებიდან ჩამოწერილები იყვნენ - ზოგი სკამზე იჯდა, ზოგიც პირველ ლიგაში თამაშობდა. ამ კაცმა გუნდი შეკრა, იმავე წელს მეორე ადგილზე გავიდა, გარდამავალ პირველობაზე ჩემპიონი გახდა და წელსაც ოქროს მედლებისთვის იბრძვის.

ცუდად ვითამაშეთ თუ კარგად, ზედიზედ 2 წელია ევროტურნირებზე გავდივართ. აბა, გაიხსენეთ - ევროტურნირი და სამეული სანატრელი გვქონდა.

გულშემატკივარი ცუდს და კარგს ყოველთვის ვხედავთ, არასდროს არავის არ მოგვრიდებია და ვინც გასაშვები იყო, პირში გვითქვამს - წადი! მაგრამ ცეცაძე მაქსიმალურად დიდხანს უნდა იყოს ჩვენთან, რადგან ამ კაცმა თავისი საქმე იცის.

ცეცა, სამტრედია გაფასებს, უყვარხარ და შენ უნდა იყო იქ, სადაც ხარ. წინ ბევრი სიხარული და წარმატება გველოდება. არავის უსმინო, სამტრედიელებს გვინდა, რომ იყო ჩვენთან და არსად არ გიშვებთ - ერთად ყველაფერი გამოგვივა! ერთმანეთისთვის", - წერია "სამტრედიის" ფანკლუბის განცხადებაში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 67 /
გულშემატკივარი რას ნიშნავს ხალხო? გული უნდა შეგტკიოდეს ხო შენს კლუბზე თუ ნაკრებზე და არა ცხვირსახოცებივით იცვლიდე მათ! ყოჩაღ სამტრედიელებო! საშურია თქვენი მხარდაჭერა კლუბის მიმართ და იმ შრომისა და ამაგის დაფასება რაც მაგ ხალხმა თქვენს ქალაქს და გუნდს გაუწია! სწორედ იმ დროს უნდა გამხნევება და მხარდაჭერა კლუბს როცა ცუდი დრო დაუდგება თორე ლხინში ესენი ყველა ერთმანეთზე უკეთეს სადღეგრძელოს იძახის. ერთი რამ ვერ შეიგნო ამ ხალხმა, რომ რაც არ უნდა ცუდი შვილი ჰყავდეს დედას მაინც ის ურჩევნია მთელ მსოფლიოს, ცდილობს უფრო უკეთესი გახადოს, განავითაროს და ასეა ფეხბურთის გულშემატკივრობაც. თუ ხარ ბალეშიკი ხარ თუ არა და არა! თორე გაკრიტიკებას, ცუდის თქმას, ლანძღვას და ფეხბურთის საუკეთესო ექსპერტად თავის მოჩვენებას რა უნდა!კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდება მაინც ალბად, სანამ რეფორმების შემდეგ მყარად დადგება ქართული ფეხბურთი ფეხზე, თორე ხომ ვიცი მერე მაგათი ამბავი, ჩვენი კლუბები და ნაკრებები, რომ სისტემატიურად დაიწყებენ ჯგუფებში წარმატებით წინსვლას, მაინც უკმაყოფილოები დარჩებიან, ჩემპიონები როგორ ვერ გახდნენ ეს ,ბანძებიო".
gulshematkivari 007
14 ივლისი 2017 15:14
0
მწვრთნელი მართლა არაფერ შუაშია, შემდგენლობას გადახედეთ... ფიზიკის კანონებს ეწინააღმდება ამთმა რომ რამეს მიაღწიონ... გამორიცხულია ამ შემდგენლობით რამე შედეგი... ამ შემდგენლობით ვერც საქართველოს ჩემპიონატში მოხვდება სამეულში!
დინამო
14 ივლისი 2017 15:08
0
არ ვარ სამტრედიელი, /// რა შუაშია ცეცაძე?!?!? გაუშვი თორე ეხლა აწარმოებთ თქვენც მოლაპარაკებებს მაურინიო გვარდიოლასთან, არაა მეტი შანსი ამ დონით. / მწვრთნელი , (იმენა ცეცაძეზე მაქ საუბარი) რა შუაშია?!! კაცი ჯიგულით გონკაობს, თუ გამოდგება შედარებათ არ ვიცი, ვერ მოუგებდა ამ კადრებით , არ შეუძლიათ ამ ბიჭებს მეტი და მოკალით, მაგის მეტი არ იციან, იყვნენ ახალგაზრდობაში ნიჭიერები მაგრამ ვეღარ განვითარდნენ და ვერ უძლებენ ამაზე მეტ დატვირთვას... ჩვენი ჩემპიონატი არის სამოყვარულო დონის და ეს იციან კობიაშვილმაც და სუყველამაც ( გერმიის 4-5 ლიგებში ესეთი დონეა, ნუ იგივე ჭ - კლასი)..../ საჭიროა ქვეყანამ ერთი კლუბი შექმნას, ნებისბიერი, თბილისი იქნება, ბათუმი , გორი , ქუთაისი, სამტრედია თუ ბოლნისი , მოკლედ არაა აქ მნიშვნელობა რომელი რეგიონის.. მთავარია ქვეყანამ ერთი გუნდი გამოიყვანოს როგორც ბრენდი, როგორც ერის და ქვეყნის წარმდგენი , წარმოიდგინეთ ლიგაზე ქართული გუნდი , მმანჩესტერს, რეალს , მილანს, ბარსას , ბაიერნს, იუვეს , ანუ ასეთი რანგის გუნდს რო მიიღებ, უფრო მეტი ტურისტი, უფრო მეტი შემისავალი და რაც მთავარია ხალხი უფრო გახარებული არ იქნებაა?!?!?! უფრო არ მოუნდებათ ბავშვებს ფუტბოლიიიიიი?!?!?!??/ ///// ეეეეეჰ, მე კი ვწერ და ვოცნებობ და ვიცი, ფეხბურთზე ჩემნარი ავადმყოფურად შეყვარებული ხალხი კითხულობს აქ .... და პორველ რიგში წერის დროს იმას ვფიქრობ ეე მანდერ არ დამიბლოკონ :D და თან ჩვენი ჭირვარამზე რაგაცეებს ვწერ, ერთი გუნდი დაიდოს !!!! თორე გვახევენ ამ საყვარელ ბურთს თავზე ....
Vasili
14 ივლისი 2017 15:05
0
მწვრთნელზეც ბევრია დამოკიდებული მაგრამ მოედანზე შემსრულებელი რო არა გყავს და ვერ ასრულებს ცეცაძე ხომ არ გავა და ითამაშებს, ამისათვის საჭიროა გუნდში გყავდეს საშუალო დონის შემსრულებლები და მერე იფიქრო წარმატებებზე, დინამოს ვერ უგებ და ყარაბაღს მოუგებ?...
Gocha Juve
14 ივლისი 2017 15:05
0
ყველამ თავის ბოზ მამიდას მოუაროს ჩვენ სამტრედიიელებს გვჯერა ცეცაძის და გვაცალეთ.გიას რაც რესურსი აქვს იმით მაქსიმალურ შედეგებს დებს
პაატა ხუჭუა
14 ივლისი 2017 14:41
0
ცეცაძე რომ საქართველოს მასშტაბით ერთერთი საუკეთესო მწვრთნელია,მე მგონი არავინ უარყოფხ,მაგრამ როცა ზამთარში გუნდიდან თითქმის მთელი შემტევი პოტენციალი მიდის,გუნდის ხელმძღვანელობამ ხომ უნდა იზრუნოს ახალი ხალხის მოყვანაზე,ჩემპიონთალიგაზე თამაშის პერსპექტივის გათვალისწინებით?სწორედ დაფინანსების სტაბილურობით გუნდების შემადგენლობების დასტაბილურებას ემსახურება კობიაშვილი რეფორმის არსი,მაგრამ რა გააკეთა გუნდის ხელმძღვანელობამ,გააძლიერაგუნდი?მე მგონი არაფერი მაგის მსგავსი.ცეცაძეს უნდა მოეყვანა ეს ფეხბურთელები?პასუხია არა,ამაზე სხვებს უნდა ეზრუნათ.გასაგებიამ, რომ რესურსები შეზღუდულია,მაგრამ მათ მოზიდვაზეც გუნდის ხელმძღვანელობამ უნდა იზრუნოს.რაც მანდ კლასში სხვაობა ვნახე,ალბათ მაინც წავაგებდით,მაგრამ რაღაც პერსპექტივა მაინც იქნებოდა,ახლა კი სრული სიცარიელეა.ამ ჩემპიონატში სამტრედია იმით გამოირჩევა,რომ გასვლაში გაცილებით მეტს იგებს,ვიდრე სახლში.ესე იგი მეორე ნომრიდან იგებს.ესეც შემტევი პოტენციალის ნაკლებობით აიხსნება და ცეცაძე არსებული რესურსით მაქსიმუმს იღებს,მაგრამ რაც აქ ჰკმარა,ევროსარბიელზე ძალიან ცოტაა და შედეგიც სახეზეა.სამტრედია ამ შემადგენლობით არ დაიკარგება საქართველოს ჩემპიონატში,ალბათ საპრიზოზეც გავა,მაგრამ ეს სრულიად არა საკმარისია ევროტურნირებზე და გუნდის მესვეურები თუ არ იზრუნებენ დამატებითი ფინაანსების გამონახვაზე და კვალიფიციური ფეხბურთელების დამატებაზე,შედეგი წლევანდელის მსგავსი იქნება.
სოსო
14 ივლისი 2017 14:31
0
ცეცაზე და ჩხეტიანი უნდა დარჩენ. მაგრამ გუნდიდან უნდა გაუშვან თამბაკოს, ბახუსის მომხმარებელი ფეხბურთელები, და ისინი ვინც 11 კილომეტრს ნაკლებ დარბის.
ქუთაისელი-2
14 ივლისი 2017 14:30
0
ყიფიანი,ჩხეტიანი,ცეცაძე ყველა მაგარია,მხოლოდ შედეგი არაა მაგარი
barbare
14 ივლისი 2017 14:24
0
სამტრედია ყელსჰი ყავს გაცჰხერილი ბარეულ გუნდს საქარტველოსჰი დაწყებული ტორპედოდან და არ იციან როგორ ლანდზგონ
ceca bareul gunds gaamwarebs saqartveloshi
14 ივლისი 2017 14:22
0
azze araxart xalxo pexburtis.. cecadzem ra gaaketos upulo gundit. miuyvanet magari pexburtelebi da ganaxebt ra shedzlia mag kacs.ram gagamwarat ase ro ilandzgebitt.. magram shurisgan skdebit... eg ari sxva araperii..
momeci ra pulic qarabaxs aqvs da gachveneb
14 ივლისი 2017 14:20
0

სიახლეები პოპულარული