სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში "სამტრედია" აღდამის "ყარაბაღს" უმასპინძლებს.

პირველ შეხვედრაში აზერბაიჯანის ჩემპიონმა 5:0 გაიმარჯვა.

მატჩი "დინამო არენაზე" გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

მატჩზე დასასწრებად საჭიროა სალაროში უფასო ბილეთი აიღოთ.

"ყარაბაღმა" გუშინ ივარჯიშა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ყურბანოვმა პრესკონფერენცია გამართა:

"ჩემთვის სასიხარულოა საქართველოში, ამ სტადიონზე ყოფნა, რადგან ეს დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე არენაა.

მიუხედავად ბაქოში მოპოვებული დიდი უპირატესობისა, საპასუხო მატჩისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით, რადგან რთული თამაში გველის. ბაქოშიც აღვნიშნე, რომ "სამტრედიას" წაგება
არ უყვარს და ბოლოდე იბრძვის.

ყოველი გაშვებული გოლის შემდეგ მეტოქე უფრო აგრესიული ხდებოდა. ვეცდებით, კარგი თამაში ვაჩვენოთ და გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გავახაროთ. ზოგჯერ დიდი ანგარიშით დამარცხებული გუნდი ასეთ შედეგს არ იმსახურებს და, სიმართლე გითხრათ, "სამტრედიასთან" ასეთი უპირატესობით მოგებას არც მე ველოდი.

ყოველთვის ვცდილობთ, შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ, თუმცა დაცვასაც დიდ ყურადღებას ვუთმობთ და "სამტრედიასთანაც" იმავეს ვეცდებით.

აზერბაიჯანელი ვარ, ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ვიცი, რომ ყარაბაღი ამ ქვეყნის ნაწილია. ამიტომ, ნებისმიერ აზერბაიჯანულ გუნდში მუშაობისას ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ქვეყნისთვის კარგი იქნება", - ამბობს ყურბან ყურბანოვი.

აზერბაიჯანელთა დამრიგებელმა იმ მიზეზებზეც ილაპარაკა, რის გამოც ბოლო დროს აზერბაიჯანული კლუბები ქართულ გუნდებზე უკეთ თამაშობენ:

"ჩვენს ქვეყნებს შორის ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა იყო. საბჭოთა პერიოდში "დინამოსა" და "ნეფთჩის" შეხვედრები საინტერესოდ მიმდინარეობდა. იმ პერიოდიდან მოყოლებული, ქართულ-აზერბაიჯანული საფეხბურთო დაპირისპირებები ყოველთვის გამოირჩევა ამ სახეობისთვის სასურველი დაძაბულობით...

ქართულ კლუბებზე ფინანსურმა პრობლემებმა დიდი გავლენა იქონია. სხვათა შორის, ამან ბოლო დროს აზერბაიჯანშიც იჩინა თავი. ამავე დროს, ქართველები უცხოეთში თამაშს ცდილობენ, ლეგიონერების რაოდენობა კი თქვენს გუნდებში მცირეა. მთავარი განსხვავება ქვეყნებს შორის ის არის, რომ აზერბაიჯანში ფინანსურად ძლიერი ორი გუნდია - "ყარაბაღი" და "გაბალა".

პრესკონფერენცია გამართეს სამტრედიელთა მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ და გუნდის კაპიტანმა გიორგი დათუნაიშვილმა.

გია ცეცაძე: "ვეცდებით, საპასუხო შეხვედრაში გავიმარჯვოთ. მთავარია, რომ წინა მატჩებიდან სწორი დასკვნები გამოვიტანოთ და წინ წავიდეთ. ბოლო სამი გოლი 83-ე წუთის შემდეგ გავუშვით, რისი მიზეზიც კონცენტრაციის დაკარგვა იყო. სწორედ ეს არის იმ სხვაობის შედეგი, რაც ჩვენს ჩემპიონატებს შორის, თამაშების ტემპსა და ფიზიკურ მომზადებაშია. ფინანსებიდან გამომდინარე, მოთამაშეების დონეში განსხვავებაც საგრძნობია. თანაც, მეტოქემ შეტევაში ჩვენი ფეხბურთის თამაშის საშუალება არ მოგვცა...

გუნდის გაძლიერებას იანვრიდან ვცდილობდით. კვალიფიციური ლეგიონერების დამატება ვერ მოვახერხეთ, რადგან ბოლო მომენტში ერთმა იტალიის სერია B-ში თამაში ამჯობინა, მეორემ - ესპანეთში. ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე კლუბის ხელმძღვანელობა საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებს დაუკავშირდა, თუმცა ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო ვერ შედგა. იყო ბრაზილიის უმაღლესი ლიგის მოთამაშე, რომელთანაც ყველა საკითხი მოგვარებული იყო, თუმცა ბოლოს იტალიის სერია B-ში გადავიდა...

დავიმატეთ ინტერს გაი და ბაკარი ბალდე, რომელიც პორტუგალიაში მესამე ეშელონის გუნდის ფეხბურთელი იყო, მაგრამ ჩვენთვის მაინც დიდი ძალა იქნება. ოღონდ ეგ არის, რომ ადაპტაციისთვის დრო დასჭირდებათ. ლეგიონერების დამატებაზე მუშაობა გრძელდება. სამწუხაროდ, ჩვენთან საკმარისი რესურსი არ არის, რომ ევროთასებზე კარგად გამოვიდეთ".

გიორგი დათუნაიშვილი: "ძალიან რთულ მდგომაროებაში ჩავიგდეთ თავი და მატჩის ბედიც თითქმის გადაწყვეტილია. ვეცდებით, თამაში მოვიგოთ და ჩვენს ქვეყანას სარეიტინგო ქულები შევმატოთ. იმედია, იღბალი ჩვენს მხარეზე იქნება. გულშემატკივრებს განსაკუთრებული მადლობა, რადგან ამ მძიმე წუთებში ჩვენთან არიან და ძალიან გვინდა მათი გახარება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 23 /
შეწყვიტოს ჩვენმა უნიათო მთავრობამ ჩემი და ჩემნაირების ჯიბიდან ამ საცოდავების დაფინანსება,ფული უნდათ კაია,უნდა ერგებოდეთ ბიძია
ზვიადი
18 ივლისი 2017 20:03
0
სამამულო ომია თუ რახდება ?აზზე არახართ ვინც ბრდზოლას ითხოვთ და არა ფეხბურთის თამაშს.ფეხბურთს რო თამაშობ უნდა ისიამოვნო თამაშით.მუშაობა ყანაში
tarzana
18 ივლისი 2017 17:36
0
მე რომ სტადიონზე წავიდე ისეთი გაბრაზებული ვარ შარს გადავეყრები... ჯობია სახლში დავრჩე.
Qomagi
18 ივლისი 2017 16:51
0
იქნებ გააცნოთ საზოგადოებას თქვენი პროექტი ან მიგვითითოთ სად გავეცნოთ?
tamazino-ს
18 ივლისი 2017 16:39
0
0-5 თქვენ წააგეთ და ჩვენ რატომ უნდა გავსკდეთ და ჭიჭყიტების, სირისტიანი ქვეყანაც თქვენ ხართ და ჩვენ რატომ უნდა ვიბოღმებოდეთ.
dabogmilebo samtrediaze ar gaskdet -s
18 ივლისი 2017 15:46
0
ბოლო სამი ბურთი 83-ე წუთის მერე გავუშვითო))) პირველი ტაიმი 3-0 ვინ წააგო?
,...
18 ივლისი 2017 15:44
0
რა ფულზე ლაპარაკობთ, კალაძეს ფულის მეტი რა აქვს, ან კიდევ შეთამაშებაზე რომ საუბრობენ, თავად არ დაშალეს ის გუნდი, რომელიც ჩემპიონი გახდა?
ზვიადი
18 ივლისი 2017 15:18
0
პირელი თამაშის წინ ვწერდი, თუ სამტრედიელები თავებს "დაიხოცავდნენ" , შეიძლება ფრეც გვეთამაშა, მაგრამ ვერაფერი შევატყე ჩვენებს მსგავსი, წამიგია თამაში, მაგრამ ფეხბურთელებისთვის ხელმძღვანელობას მადლობა გვითქვამს, იმიტომ რომ მეტი ვეღარ შესძლებს ბევრად მეტად ძლიერ მეტოქესთან, ჩვენები კი სეირნობდნენ. აქ ჩვენების შანსი 10%-ია და ისიც მეტოქემ თუ ინება, ან თავები თუ დაიხოცეს, კიდევ ვიძახი შეიძლება მოიგონ კიდეც, იმათ განაღდებული აქვთ უკვე და შეიძლება 3-2,ან 2-1-იც, თუმც ძალიან არა მგონია. არც ამ ფეხბურთის ფედერაციის მესვეურებს სურს საქმის კეთება. მე მათ ვთავაზობ ფეხბურთის დაფინანსების პროექტს, რის შემდეგაც ბიზნესმენები ჩადებენ უკვე ფეხბურთში ფულს, მაგრამ კობი პარლამენტარია, თუ პრეზიდენტი სფფ-სი? ვერ გაწვდები ძმაო ორივეს, რა გინდოდა პარლამენტში? ფეხბურთის განვითარების ფონდის ფული ტყუილა წყალში ჩაყრილი ფულია, ან ეგ რა ფულია? ეგ ფული მოახმარონ რეგიონებში ბავშვთა ფეხბურთს და დაბალ ლიგებს,
tamazino
18 ივლისი 2017 15:03
0
ჩემპიონთა ლიგის მატჩებამდე კლუბის ხელმძღვანელობა საკმაოდ მაღალი დონის მოთამაშეებს დაუკავშირდა, თუმცა ტრანსფერი ფინანსური საკითხების გამო ვერ შედგა. იყო ბრაზილიის უმაღლესი ლიგის მოთამაშე, რომელთანაც ყველა საკითხი მოგვარებული იყო, თუმცა ბოლოს იტალიის სერია B-ში გადავიდა... :) ;) :)
კი მაგრამ უფულო რომ ხართ,მხოლოდ ბიუჯეტის ფულით არსებობთ,განვითარება არ შეგიძლიათ მეტად,ტყუილებით საზრდოობთ და ქალაქს დასცინით,არც თმობთ უფასოდ ხელში ჩაგდებულ კლუბს რომელიც მაინც არაა თქვენი საკუთრება- წმოშორდით შალამბერიძე და ომანაძე ამ კლუბს. კკლუბი გადაეცით კერძო მფლობელს. მაგრამ დათმობენ კი ბიუჯეტის ფულის ათვისების მოყვარულები რაიმეს?
ufuloebs da biujetis mxrelebs
18 ივლისი 2017 14:43
0
tqven pexburtis azze araxart... tqven vinc qartvels giwodebt vai xalxs kide.. vinc ver shepara tavi samtrediis gunds dgas exla da landzgavs samtredias... rit ver gaiget qarabaxs rogor unda mougo roca 25 milioni biujeti aqvs.. vigac ityvis puli ra shuashioa.. tavshia legionerebi yavs sauketeso da samtredias magis tavi ar aqvs.. ai eg ari problemaa. cecadzis nairi treneri neta bevri gvyavdes sauketesoa da mteli samtredia pativs cems..... saetod nu shemodixart da nu akomentarebt tu ar mogwont samtredia.. davait raa
dabogmilebo samtrediaze ar gaskdet ar dagvsvarot..
18 ივლისი 2017 14:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული