კობიაშვილი: პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს...

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი 20 ივლისს, გადაცემა "სპორტი იმედზე"-ს სტუმარი იყო და ქართული კლუბების მიერ ევროტურნირებზე ნაჩვენებ ცუდ შედეგებზე ისაუბრა.

"რა საკვირველია, ამ მცირე დროში რაიმე განსაკუთრებული შედეგის მოლოდინი არ მქონია. მე სულ ვამბობ, რომ განხორციელებული ცვლილებები შედეგს გარკვეული ხნის შემდეგ მოიტანს.

ფეხბურთის ფედერაციის საქმიანობაა კლუბებს განვითარებაში შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი კლუბის ხელმძღვანელი ფორმატზე საუბრობდა და რა ვქენით? კარგი იყო, ხელი ვახლეთ და გავაფუჭეთ? ყველა ცვლილებას თავისი პოზიტივი და არგუმენტი აქვს. კლუბმა 6 თვით ადრე რომ იცის, ევროტურნირებზე ითამაშებს,
ეს ხომ ცუდი არ არის? ტრანსფერებზეც მეტი დრო გაქვს ასე.

თუ ქართული კლუბები პირველ ეტაპს გადალახავდნენ, სატრანსფერო ფანჯარა ჩვენთან მერე იხსნებოდა, მაგრამ როცა შევხედეთ კლუბებს და ვნახეთ, რომ სახარბიელოდ ვერ გამოიყურებოდნენ, დრო გადმოვწიეთ და ტრანსფერებისთვის კიდევ სამი კვირა მივეცით. დრო მივეცით, რომ დაფიქრებულიყვნენ, მიმხდარიყვნენ, რომ გუნდში მთლად კარგად ვერ არის ყველაფერი და ახალი ფეხბურთელები მოეყვანათ. ვინმემ ეს დრო გამოიყენა? არა!

ადრე ასეთი წესი იყო: კლუბს მხოლოდ სამი ლეგიონერის ყოლის უფლება ჰქონდა. თუ სამზე მეტი ეყოლებოდა, მაშინ კლუბი ფედერაციას 15 000 ლარს უხდიდა. ჩვენ ეს გავაუქმეთ და კლუბებს ვუთხარით: გყადეთ შვიდი ლეგიონერი და ნურაფერს გადაგვიხდით, ჩვენ ეს თანხები არ გვჭირდება, კლუბს მოახმარეთ!

ევროტურნირებზე მყოფ ლიტვის კლუბს გუნდში 7-8 ლეგიონერი ჰყავდა. "ლუდოგორეცთან" გამოვარდნენ, მაგრამ ღირსეულად მაინც ითამაშეს. იმ გუნდში არგენტინელი და ბრაზილიელი ფეხბურთელები არიან. კი, ეროვნული ნაკრების წევრები არ არიან, მაგრამ ადგილობრივ კადრებზე უკეთესები არიან და ეს დონეს წევს. ასეა კვიპროსის, ლუქსემბურგის, მალტის კლუბების შემთხვევაშიც. წლების წინ გვიხაროდა, მათ კლუბებს რომ დავამარცხებდით და შემდეგ ეტაპზე გავიდოდით. დღეს ვერ დავამარცხებთ, იმიტომ რომ იქაური კლუბები ტენდენციებს მიყვებიან, ჩვენ კი ისევ იქ, უკან ვართ და ერთ ადგილას ვდგავართ.

პრობლემა კლუბის მენეჯმენტშია, რომელიც არ აზროვნებს, არ ფიქრობს სად უნდა წავიდეს - ერთ ადგილას დგას. ასეთია რეალობა, ცვლილებაა საჭირო! წრეზე დადიან ერთი და იგივე კოლექტივი, ფეხბურთელები... ფეხბურთში დღეს სხვა მოთხოვნებია და ჩვენი კლუბები ამას არ მიყვებიან.

კლუბს X თანხა ჰქონდა. ფეხბურთის განვითარების ფონდმა ამ X-ს კიდევ დაუმატა თანხა, რომ გაძლიერებულიყვნენ, მაგრამ გაძლიერდნენ? არა! მწვრთნელი გამოდის და პრესკონფერენციაზე იძახის, ცუდად ვიმგზავრეთ და ცუდად გაგვიმასპინძლდნენო. და რატომ უნდა გაგიმასპინძლდნენ ცუდად? ფულს იღებთ ამისთვის და მოაგვარეთ საკითხი ისე, რომ კლუბი კარგად ჩავიდეს", - თქვა კობიაშვილმა.
მკითხველის კომენტარები / 63 /
დიდი ხანია აღარ ვაქტიურობ, მივხვდი რომ აზრი არ აქვს, მაგრამ ბოლო შედეგებმა ძალიან გამამწარა...

რაც შეეხება 1 შედეგის დასახელებას, ყველაზე ადვილად გადასამოწმებელს დაგისახელებთ: დავით მუჯირი.

ადვილი იმიტომ, რომ ფედერაციაში მუშაობს და კიდევ, ცნობილი ფეხბურთელებიდან, ვინც ჩემთან ივარჯიშეს, მხოლოდ მან მისცა ინტერვიუ.

ძებნაზე დრო რომ არ დაკარგოთ...

დავით მუჯირი:
- ბატონმა გუჯამ ფიზმომზადების ინოვაციური სისტემა მაშინ შემომთავაზა, როცა უგუნდოდ ვიყავი და ინდივიდუალური გეგმით ვარჯიში მჭირდებოდა. გარკვეულწილად, გავრისკე, ჩემთვის და საფეხბურთო სამყაროსთვის უცნობ მეთოდს ვენდვე და არც მინანია. მეთოდის ავტორს ბრმად ვენდობოდი და სანამ იაპონიაში გავემგზავრებოდი, ერთი თვის განმავლობაში თავდაუზოგავად, ზოგჯერ დღეში ორჯერაც კი ვვარჯიშობდი. ბატონმა გუჯამ მითხრა, რომ ტრავმიანობისკენ მიდრეკილებასაც შემიმცირებდა. მართლაც, სანამ საფეხბურთო კარიერას დავასრულებდი, წელიწად-ნახევრის განმავლობაში, ყველა თამაშში ვმონაწილეობდი და არც ტრავმას შევუწუხებივარ. მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში საკმაოდ დიდი ფიზიკური დატვირთვა მქონდა, ნამდვილად არ გამჭირვებია. ეს ისეთი მეთოდია, ბევრი სკეპტიკურად შეხედავს...
გია-11-ს
22 ივლისი 2017 17:11
0
მიყიდეთ კლუბები კერძო მესაკუთრეებს, ცოტა მუქთახორები იქნება და ქართული ფეხბუთიც აყვავდება,არც ერთი მეპატრონე არ შეინახავ და არ გადაუხდის ფულს, ვინც არ მუშაობს არ თამაშობს.
beni
22 ივლისი 2017 17:11
0
სხვას რო რამე ასწავლო შენ თვითონ უნდა იყო წესიერი კაცი,ხოდა თუ კობიაშვილი წესიერია რა უნდოდა პარლამენტში?ტყუილად ზის იქ და ღებულობს დარმავოი ფულს არაფრის "კეთებაში".ამიტომაც მის ნათქვამს ფასი არა აქვს და არც თვითონ ააქვს უკვე ავტორიტეტი.
Temuri
22 ივლისი 2017 16:51
0
გუჯა კახაძეს- ბატონო გუჯა, დიდი ხანია აქტიურობთ და გთხოვთ, თქვენს მიერ მიღწეული, ერთი კონკრეტული შედეგი დაგვისახელეთ.
გია-11
22 ივლისი 2017 16:24
0
სწორი ხარ ლევან, მაგრამ ეს ხალხი (გუნდების ხელმძღვანელობა და მწვრთნელები) ისე არიან გადასული ვაჭრობაზე, სანამ ახალი თაობა არ მოვა, არაფერი ეშველებათ. გაჟღენთილებია არიან ამით. სტამბულის მონათა ბაზრობაზე გეგონება თავი მაგათ რომ უსმინო...
გია-11
22 ივლისი 2017 16:22
0
რათქმაუნდა, ყველაფერი სხვისი ბრალია. და მეორეც. ვინც ფიქრობს, აზროვნებს და არ გვარცხვენდა, რატომ მოკვეთე ფეხბურთიდან?
1
22 ივლისი 2017 16:19
0
რაც დუბლების ჩემპიონატი გაუქმდა შედეგები გაუარესდა
Malxazi
22 ივლისი 2017 16:18
0
ევროსარბიელზე ქართული კლუბების ასეთი კრახის შემდეგ უკეთეს შეფასებას ველოდი...

რამდენჯერმე მოგაწოდეთ პროგრამა თუ როგორ გახდეს ქართველი ფეხბურთელი კონკურენტუნარიანი და კლუბი მომგებიანი, მაგრამ პასუხიც კი ვერ მივიღე.

საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელმძღვანელის, მიხეილ აბაიშვილის მოსაზრებით თავის დროზე, თბილისის "დინამო" ევროპული მასშტაბითაც კი გამოირჩეოდა შესაშური ფიზიკური მომზადებით იმიტომ, რომ თბილისის "დინამოს" სათავეში იდგა ნოდარ ახალკაცი - მწვრთნელი, რომელიც ძალიან კარგად იცნობდა ყველა მაშინდელ ტენდენციას...

რამდენი წელია ფედერაციას ვთავაზობ სრულიად ახალ, თანამედროვე ტენდენციას -ფიზიკური კონდიციების სწრაფად მოსამატებელ მ ე ნ ტ ა ლ უ რ მომზადებას "ფიზმომზადება დატვირთვის გარეშე 47+5" და პასუხსაც არავინ იძლევა. მხოლოდ პრივატულ საუბრებში ისმის ერთი პასუხი: სწრაფი შედეგი დავინახე, მაგრამ ვერ მივხვდი ამას როგორ აკეთებს...

ჩემი მეთოდი არ გაინტერესებთ, ამას უკვე მივხვდი, მაგრამ ეგ მილიონები მწვრთნელების უცხოეთში გადამზადებაში რომ დაგეხარჯათ და ბავშვთა ფეხბურთი რეგიონებში მაინც გაგეხადათ უფასო შესაძლოა შედეგი ბევრად სწრაფად მიგეღოთ.

პატივისცემით და უკეთესი მომავლის იმედით

გუჯა კახაძე
22 ივლისი 2017 15:50
0
ბატონო ლევან, გტხოვტ პარლამენტარობას ტავი დაანაებოტ, და ფეხბურტის ფედერაციის პრეზიდენტობის მოვალეობას დაუტმოტ მტელი ტავისუფალი დრო.
lasha19
22 ივლისი 2017 15:32
0
მართალია კობი. თუმცა შეისმენენ კია?
Temo
22 ივლისი 2017 15:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული