ამას საინტერესო გაგრძელება მოჰყვა: სოლოდოვნიკის დაბრუნების შემდეგ “იბერიას” პრეზიდენტ ვახტანგ წერეთელს გაუჩნდა იდეა, მსგავსი სემინარი საქართველოშიც ჩაეტარებინა. ასეც მოხდა და ქართული ფუტსალის 20-წლიან ისტორიაში პირველი სამწვრთნელო სემინარი 17 მარტს “იბერია სტარის” სპონსორის, კომპანია “სამგორი 94”-ის ოფისში გუშინ დასრულდა. მას ოცამდე ქართველი მწვრთნელი ესწრებოდა. სასიამოვნოა, რომ ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბი ქართული გუნდების
ფუტსალის ასოციაციის გამგეობის წევრის, გიორგი დარჯანიას თქმით, სემინარს სამოყვარულო გუნდების (ბიზნესის და ვეტერანთა ლიგების) მწვრთნელებიც ესწრებიან, ზოგი მათგანი უკვე მომდევნო სეზონიდან ფუტსალის ლიგაში ფიქრობს თამაშს და სემინარი მათ ფასდაუდებელ სამსახურს გაუწევსო.
ოლეგ სოლოდოვნიკი: “სემინარის ჩატარების იდეა ჩვენი კლუბის პრეზიდენტს, ვახტანგ წერეთელს ეკუთვნის და მისი იდეა მეც სიამოვნებით გავიზიარე. შევადგინეთ სამუშაო გეგმა - ფიზმომზადება, შეტევის და დაცვის სქემები, სტანდარტული მდგომარეობები, ვარჯიშები მეკარეებისთვის, გუნდის ფსიქოლოგიური მომზადება... ამასთანავე მინდოდა, რომ ამ სემინარს აზრთა გაზიარების სახეც ჰქონოდა. ჩემთვისაც ძალიან საინტერესოა ქართველი მწვრთნელების ვარჯიშების გაცნობა.”
აღსანიშნავია, რომ სემინარზე ვიდეომასალებსაც იყენებენ და თითოეულ მწვრთნელს საშუალება აქვს, საუკეთესო ბრაზილიური კლუბების ვარჯიშებს გაეცნოს.
ლაშა ცნობილაძე, სტუ-ს მწვრთნელი:“დიდი მადლობა ვახტანგ წერეთელს და ოლეგ სოლოდოვნიკს ამ სემინარის ჩატარებისთვის. თავის დროზე “იბერიაში” თამაშმა დიდი გამოცდილება შემძინა და ახლა ამ სემინარით, სამწვრთნელო გამოცდილების მიღებაშიც მეხმარება.”
როცა შენა ხარ გიგაბაიტი
მოყვარულებმა პროფესიონალები დაამარცხეს
ფუტსალში საქართველოს თასის პირველი ეტაპის მატჩები საინტერესო და სენსაციური შედეგებითაც დასრულდა: მეოთხედფინალში გასული 8 გუნდიდან, 5 ბიზნესის (სამოყვარულო) ლიგის წარმომადგენელია.
გიგაბაიტი 6:4 თსუ
იმპერიალ ტობაკო 8:9 ქუთაისი
შავნაბადა 3:5 დაცვის პოლიცია
სტუ 5:0 თელავი
ლიბერთი ბანკი 2:8 სოკარი
საქართველოს უნივერსიტეტი 10:5 ბათუმი
“იბერია სტარი” და “ალგო” თასის პირველი ეტაპიდან თავისუფლები იყვნენ, სუპერლიგის დანარჩენი გუნდებიდან კი მხოლოდ ქუთაისელებმა მოახერხეს მეოთხედფინალში გასვლა და ისიც ძალიან გაუჭირდათ. ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 8:8 იყო, “იმპერიალ ტობაკომ” 10-მეტრიანი პენალტი ვერ გამოიყენა და იმერლებმა ძირითადი დროის დასრულებამდე 8 წამით ადრე მოახერხეს გამარჯვების ბურთის გატანა.
პირველი წრის მთავარი სენსაცია კი თსუ-ს მარცხი იყო ბიზნესის ლიგის შარშანდელ გამარჯვებულ “გიგაბაიტთან”.
მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
იბერია სტარი - დაცვის პოლიცია
სოკარი - ალგო
ქუთაისი - სტუ
გიგაბაიტი - საქართველოს უნივერსიტეტი
პირველი მატჩები 9-10 აპრილს გაიმართება, საპასუხოები - 16-17 აპრილს.
გუშინ კი ფუტსალის ჩემპიონატის ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც თსუ-მ ბათუმელებს 8:2 მოუგო.
იბერია 11 11 0 0 108:24 33
ალგო 14 11 0 3 83:28 33
თსუ 13 9 0 4 65:36 27
ქუთაისი 14 5 0 9 76:102 15
ბათუმი 14 3 0 11 54:128 9
თელავი 12 0 0 12 14:82 0