გიორგი დემეტრაძეს სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა

AutoSharing Option
თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი დემეტრაძეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, დემეტრაძეს ჩამოერთმევა ქონება და მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 30 000 აშშ დოლარი.

საქალაქო სასამართლომ 8 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით გაგნიძეს. მას დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი პირადი ჩხრეკისას ამოღებული 10 700 აშშ დოლარი; ხოლო დემეტრაძესთან ერთად დაკავებულ დავით ფეიქრიშვილთან, ბრალის აღიარების საფუძველზე, დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება და მას 6 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. ფეიქრიშვილს სასჯელიდან
2 წლის მოხდა სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში განესაზღვრა, ხოლო დარჩენილი 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ფეიქრიშვილს დაეკისრა ასევე ჯარიმის გადახდა 30 000 ლარის ოდენობით.

დემეტრაძეს, გაგნიძეს და ფეიქრიშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2231-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში - ქურდული სამყაროს წევრობაში ედებოდათ. საქმე ეხება 2010 წლის, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით, ე.წ. ,,მაზავშიკებთან" მოგებულ თანხებს.

საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, აღნიშნული თანხების ამოღებისა და შემდგომი გადანაწილების პროცესში მოგებულებს ვახტანგ ყიფიანი, გიორგი დემეტრაძე, დავით გაგნიძე და დავით ფეიქრიშვილი აქტიურად ეხმარებოდნენ, ხოლო მოგებული თანხის გარკვეული ნაწილი, ,,ქურდულ საერთოში" იყრიდა თავს. თანხის გადაცემის მომენტში მოხდა დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების დაკავება. მათი პირადი ჩხრეკისას სამართალდამცავებმა 40 700 აშშ დოლარი ამოიღეს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ განსასჯელები დამნაშავედ სცნო წარგენილ ბრალდებაში და დანაშაულის საზოგადოებრივი საშიშროების მაღალი ხარისხის გათვალისწინებით განსაზღვრა დანიშნული სასჯელის ზომა", - აცხადებენ საქალაქო სასამართლოში.


"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 22 /
სამწუხაროა, რომ ასეთი ფეხბურთელი და შესანიშნავი პიროვნება ასეთ დღეშია. დიდი წვლილი აქვს ნაკრების თამაშებში და საკმაოდ ბევრი გოლიც. იმედია ამინისტია შეეხება, რადგან მართლაც კარგი პიროვნებაა. დიდი დანაკლისია ქართული ფეხბურთისთვის... ისე "ხელზე თამაში" რატო ითვლება ქურდულ სამყაროს წევრობად, არ მესმის. ტოტალიზატორი და კაზინო რა უკეთესია რამით? ალბათ, იმიტომ არ კრძალავენ, რომ კაზინოები და პოკერები დიდ გადასახადებს იხდიან და ავიწყდებათ, რომ თაობებს მაგრა აჩლუნგებენ... სოციალური სფერო ნულის დონეზეა ქვეყანაში... თაობებს რაც უზიანებს აზროვნებას ის არ იკრძალება. ბენდუქიძის არ იყოს მართლა ყველაფერი გაყიდეს. ოღონდ სინდისიც მიაყოლეს. უკან გაიკეთონ ნატოც და ევროკავშირიც ასეთ ქვეყანას არც დაცვა ჭირდება და არც საჭმელი. ნეტა სუ გადავებუგეთ რუსებს 2008ში. ერთ კაი შეშფოთებას გამოთქვამდა ამერიკა-ევროპა და ეგ იქნებოდა...
bb king
19:47 23-03-2011
0
სამწუხაროა, მაგრამ უნდა დაგეთანხმო bb king
Pitregu
19:55 23-03-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული