კოვერჩანოს კარი ქართველებისთვისაც გაიღება

AutoSharing Option
ქართველი მწვრთნელები სხვადასხვა უცხოურ სემინარებს ცოდნისა და გამოცდილების გასაღრმავებლად სისტემატურად ესწრებიან. მალე (29 მარტი-2 აპრილი) მორიგი ამგვარი ვიზიტი ელით.

უეფას მიერ ორგანიზებული პროგრამის, study group scheme-ის ფარგლებში კოვერჩანოში მდებარე იტალიის ნაკრების ბაზას გაიოზ დარსაძის ხელმძღვანელობით ქართველ სპეციალისტთა 11-კაციანი დელეგაცია ეწვევა. ამ მწვრთნელთა უმრავლესობა ბავშვთა ფეხბურთში საქმიანობს. კოვერჩანიში გაემგზავრებიან საქართველოს 16 და 14-წლამდელთა ნაკრებების მთავარი მწვრთნელებიც - გელა შეყილაძე და გოჩა ტყებუჩავა. სემინარის თემაც ამ კონტინგენტის შესაფერისი იქნება - განიხილავენ “გრასრუტსის” პროგრამას, რომელიც ბავშვთა ფეხბურთს ეძღვნება.

იტალიაში ქართველებთან ერთად სომეხი და
ანდორელი მწვრთნელებიც არიან მიწვეულნი, რომლებიც ჩვენებს საკუთარ ცოდნა-გამოცდილებას გაუზიარებენ. ცნობისათვის, “თანაჯგუფელები” შემთხვევითი შერჩევის პრინციპით დაგვიდგინეს, თორემ სხვა დროს მათზე გაცილებით ძლიერი საფეხბურთო ქვეყნების წარგზავნილებთანაც გვქონია საქმე.

ქართველი მწვრთნელების კოვერჩანოში მივლინების თაოსანი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, უეფა კი გზისა და ცხოვრების ხარჯს გაიღებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული