მსოფლიო ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHშ), რომელიც ნაირგვარი სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებითაა ცნობილი, ამჯერად მსოფლიოს საფეხბურთო ლიგები რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგში ქვეყნები უპირველესად, იმის მიხედვით განლაგდნენ, თუ როგორი შედეგები აჩვენეს მათმა კლუბებმა საერთაშორისო ასპარეზზე.
თავიდანვე ვთქვათ, რომ საქართველოს უმაღლესმა ლიგამ მსოფლიოს 115 ჩემპიონატს შორის 43-ე ადგილი დაიკავა, რაც საკმაოდ ნორმალური შედეგია.
IFFHშ-ის რეიტინგზე დავა ნამდვილად შეიძლება, მაგრამ ფაქტია, რომ მსოფლიოს ლიგების საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება: 1. ესპანეთი, 2. ბრაზილია, 3. არგენტინა, 4. იტალია, 5. ინგლისი, 6. გერმანია, 7. საფრანგეთი, 8.
პერუ, 9. ჩილე, 10. პარაგვაი.