ქომაგთა ნაწილი დემეტრაძისთვის მხარდაჭერას ხორვატიასთან მატჩზე აპირებს

AutoSharing Option
გუშინ საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, ქურდულ სამყაროსთან კავშირში ბრალდებულ გიორგი დემეტრაძეს, სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ფეხბურთის ქართველ ქომაგთა ერთ ნაწილში უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ეს თემა აქტიურად ქართულ სოციალურ ქსელებსა და ინტერნეტ-ფორუმებზე განიხილება. ფეხბურთელის მხარდამჭერი გამოხმარუებები ჩვენი საიტის კომენტარებშიც მრავლადაა.

როგორც ირკვევა, გულშემატკივართა ერთი ნაწილი ფეხბურთელის მხარდასაჭერად აქციას საქართველო-ხორვატიის მატჩზე გეგმავს. ისინი ტრიბუნაზე დემეტრაძის სურათიანი ბანერების გამოფენასა და მისი გვარის სკანდირებასაც გეგმავენ.






.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ პატარა სტატიისთვის დიდი მადლობა 'ლელოს'! საყვარელი ხალხი ხართ. ეგრე ცოტა-ცოტა ყველამ რო მოვინდომოთ(ნაღდად, სპორტულად), იქნებ, პროტესტის გამოხატვა და დაჩაგრული კაცისთვის მორალური მხარდაჭერა მაინც შევძლოთ.
გაუმარჯოს ქართულ სპორტს და,ლელოს,!
0
უფალმა გიმეგზუროს შვილო. ამ გაუბედურებულ საქართველოში მარტო შენ არ ხარ უსამართლოდ ციხეში. ყველა ხუთი პატიმრიდან ოთხი უდანაშაულოა.
gula
17:27 24-03-2011
0

სიახლეები პოპულარული