შტურმი ასი ქომაგით მოდის

AutoSharing Option
გრაცის "შტურმის" გულშემატკივრებში დიდ ინტერესს იწვევს თბილისის "დინამოსთან" არა მხოლოდ საშინაო, ასევე გასვლითი მატჩიც. კლუბმა ქომაგების ინტერესები გაითვალისწინა და თბილისში დაახლოებით ასი გულშემატკივარი მოჰყავს.

"შტურმის" ფანები თავის გუნდთან ერთად იმგზავრებენ. გრაცი-თბილისის ჩარტერული ავიარეისი განმეორებითი შეხვედრის წინა დღეს, 4 აგვისტოს შესრულდება. ფეხბურთელებისგან განსხვავებით, გულშემატკივრები თბილისში უბრალო, ორვარსკვლავიან სასტუმროში დაბინავდებიან.

ფრენა და თბილისში ორი ღამის გათენება "შტურმის" თითოეულ ქომაგს 399 ევრო დაუჯდება. ეს თანხა მან კლუბს უნდა გადაუხადოს. ამ ფასში მატჩზე დასასწრები ბილეთი არ შედის. "შტურმი" და მისი გულშემატკივრები შინ შეხვედრის მეორე
დღეს, 6 აგვისტოს დაბრუნებიან.
შეგახსენებთ, ევროპის ლიგის მესამე ეტაპზე "დინამო" პირველ მატჩს გრაცში, 29 ივლისს ჩაატარებს, "შტურმთან" განმეორებითი შეხვედრა კი თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე 5 აგვისტოს გაიმართება.


მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი რამე კია ეს შობელძაღლი :)
mumu
12:33 20-06-2019
0
რა თქმქ უნდა იხმარება, მაგრამ საქონელია!
3

სიახლეები პოპულარული