ზვიად სიჭინავა: ბათუმში ორი სტადიონი აშენდება

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილთან ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას შეხვედრის შემდეგ კონკრეტული პროექტების განხორციელება დაიწყება.

„ქვეყნის პრეზიდეტნთან შეხვედრა სპონტანურად, მისი ინიციატივით დაიგეგმა. ვისაუბრეთ ქართული ფეხბურთისთვის აუცილებელ და საჭირბოროტო საკითხებზე. პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ სახელმწიფოს დახმარებით უახლოეს მომავალში გავაუმჯობესოთ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ ბავშვთა ფეხბურთს. უახლოეს მომავალში მოედნებზე ხარისხიანი საფრის დაგებას დავიწყებთ. ბათუმში დაგეგმილია ორი ახალი სტადიონის მშენებლობა. დასავლეთ საქართველოში რამდენიმე ახალი მოედანი გაკეთდება, თუმცა ჯერ ქალაქებს ვერ
დავაკონკრეტებ.

ძალიან მნიშვნელოვანია ინტერნატების აღდგენის თემა. ახლა მუშავდება პროექტი. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შეიქმნება ე.წ. ჯვაროსანთა აკადემიები, სადაც იმუშავებენ ჩვენი სპეციალისტები, სისტემას კი  თავის სამწვრთნელო შტაბთან ერთად თემურ ქეცბაია უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეკონსტრუქციას, ეს ძალიან გვინდა, რომ მაქსიმალურად მალე დასრულდეს. არქიტექტორის მოთხოვნილი აზომვითი სამუშაოები დავამთავრეთ და მონაცემები გავუგზავნეთ. სტადიონის პროექტზე ცნობილი ბრიტანელი არქიტექტორი მარკ ფენვიკი მუშაობს, რომელიც უეფამ გამოაგზავნა. მან ახლახან ყატარში ორი ახალი სტადიონი ააშენა და ევროპაშიც რამდენიმე ცნობილი სტადიონის პროექტის ავტორია. ახლა, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული. თუმცა, მთლად ისეთი ტემპით ვერ მუშაობენ, როგორც ჩვენ გვინდა. სანამ მისგან პასუხს არ მივიღებთ და ახალ პროექტს არ ვნახავთ, „მიხეილ მესხზე“ ტექნიკის შეყვანას და რაიმე სამუშაოს დაწყებას აზრი არ აქვს. ამავე დროს, პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გვაქვს, უეფადან კი თანხებს ველოდებით“, - განაცხადა სიჭინავამ.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული