თუმცა დაკონკრეტებული არ იყო, სად რა და როგორ გაკეთდება. ამის თაობაზე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ველაპარაკეთ.
- მიხეილ სააკაშვილთან თქვენი შეხვედრის შემდეგ არ განგიმარტავთ, სად და რა პროექტების განხორციელებას აპირებთ.
- ბერძნულმა კომპანიამ ნაკრების ბაზაზე მშვენიერი საფარი დააგო. ახალ პროექტსაც უცხოელები განახორციელებენ?
- დიახ, საფარს უცხოური, ამ საქმეში გამოცდილი კომპანია დააგებს, რომელიც უმაღლესი ხარისხის მოედნების გარანტიას მოგცემს.
- სკოლა-ინტერნატების ამუშავებას რომელ ქალაქებში აპირებთ?
- ჩვენი პროექტის მიხედვით, ოთხი სკოლა-ინტერნატი, ანუ "ჯვაროსანთა" აკადემია გაიხსნება - ორი დასავლეთ და ორიც აღმოსავლეთ საქართველოში, მათ შორის თბილისშიც. აკადემიების ქსელს კოორდინაციას თემურ ქეცბაია და მისი სამწვრთნელო შტაბის წევრები გაუწევენ, რადგან მშვენივრად იციან, ბავშვებს რა მიმართულება უნდა მივცეთ, რა არის საჭირო ასეთი აკადემიის ჩამოსაყალიბებლად, რა ინფრასტრუქტურა...
ტელეტრანსლაციების თემაზე ფედერაციის პრესატაშე ლაშა დვალიშვილი გველაპარაკა:
"ეს ჩემპიონატი დასრულდება ისე, როგორც ითქვა, გადაიცემა ცენტრალური შეხვედრების პირდაპირი რეპორტაჟები. არ ვიცი, შემდეგ რეპორტაჟებს "საზოგადოებრივი მაუწყებელი" გააგრძელებს თუ არა, მაგრამ იმ იდეებს აუცილებლად განვახორციელებთ, რაზეც "ლელოსთან" ადრე ვისაუბრე, ვგულისხმობ ეროვნული ჩემპიონატის ბევრად მასშტაბურ გაშუქებას, ვიდრე ეს დღეს ხდება. მაგალითად, მატჩამდე გუნდების შანსების განხილვებს, ჩართვებს თამაშის დაწყების, შესვენებისა და დასრულების შემდეგ, განხილვაში ხალხის, მედიის, სპეციალისტების მონაწილეობას.
მოკლედ, ჩვენი ჩემპიონატის თემამ ტელეეთერში რაც შეიძლება ხშირად უნდა იტრიალოს. სხვაგვარად საქართველოს ჩემპიონატის პოპულარიზაცია და ხალხის დაინტერესება წარმოუდგენელია."
.
http://gegoal.do.am/news/runi_dzlieri_da_suleliao/2011-04-09-71