გია ჭანტურია თავის ყოფილ კლუბ "ზესტაფონს" კონტრაქტის გაწყვეტის გამო ედავებოდა და კომპენსაციის სახით 29 ათას ლარს ითხოვდა. ეს თანხა მას უნდა აეღო კონტრაქტის დასრულებამდე, ანუ მისი გაშვებიდან 14 თვის განმავლობაში, ფეხბურთელის ხელფასი თვეში 2000 ლარს შეადგენდა.
ჯიმშერ ტყებუჩავა, საფეხბურთო დავების საფეხბურთო არბიტრაჟის დირექტორი:"15 აპრილს არბიტრაჟში გია ჭანტურიასა და "ზესტაფონის"
"ჭანტურიაVშ"ზესტაფონი" არბიტრაჟის განხილული ერთადერთი დავა არ იყო. არბიტრაჟმა პირველად ვალტერ გუჩუას სარჩელი განიხილა, რომელმაც "სამტრედიას" ხელფასის გადაუხდელობისთვის უჩივლა. ტყებუჩავას თქმით, "სამტრედია" ფეხბურთელს 3300 ლარის გადახდაზე უპრობლემოს მოურიგდა, თანხას კი აგვისტოს დასაწყისში დაუფარავს.
ყველაზე საინტერესო კი ახლა დაიწყება: როგორ აღსრულდება არბიტრაჟის გადაწყვეტილება? "ზესტაფონისა" და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას ამასწინდელი დავის დროს კლუბის პრეზიდენტმა "მსოფლიო სპორტთან" ინტერვიუში განაცხადა:"უნდა დაფუძნებულიყო დამოუკიდებელი სპორტული არბიტრაჟი. როცა მას რომელიმე კლუბი, ფედერაცია ან პროფლიგა აფუძნებს, ეს კანონის დარღვევაა და შემდეგ მეპატიჟებიან, მოდი და ამ ჩემს არბიტრაჟში გავარჩიოთ საქმეო. ეს არბიტრაჟი აპირებს ჭანტურიასა და "ზესტაფონის" დავის გარჩევას. გეკითხებით - სად აპირებენ მერე ამ გადაწყვეტილების აღსრულებას? მერწმუნეთ, არცერთი სასამართლო მათი განაჩენის აღსრულებაში მონაწილეობას არ მიიღებს".
ამას სიჭინავამ პრესკონფერენციაზე უპასუხა – არბიტრაჟი ფედერაციამ იმიტომ დააფუძნა, რომ ამას ფიფა ითხოვს, არბიტრაჟის დაფუძნებაში კი "ზესტაფონის" წარმომადგენელიც მონაწილეობდაო.
აპირებს კი "ზესტაფონი" გადაწყვეტილებას დაემორჩილოს? ამ კითხვით კლუბის პრეს-ატაშე სერგო ფუტკარაძეს მივმართეთ.
"საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილებას გავეცნობით და უახლოეს დღეებში "ზესტაფონის" პოზიციას აუცილებლად გაცნობებთ" - გვითხრა მან.
რა მოხდება, თუ "ზესტაფონი" არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება, საინტერესოა, ვინ აღასრულებს ვერდიქტს?
ჯიმშერ ტყვებუჩავა:"არბიტრაჟის შექმნაზე მემორანდუმს პირველად ხელი "ზესტაფონის" წარმომადგენელმა მოაწერა. ჩვენ დავას მხოლოდ საფეხბურთო სუბექტებს შორის განვიხილავთ, რაც არბიტრაჟის დამოუკიდებლობის მაღალ ხარისხზე მეტყველებს. საფეხბურთო არბიტრაჟი 2001 წელს თავად ფიფამ დააფუძნა, პოსტსაბჭოურ საფეხბურთო სივრცეში კი ამ საქმეში საქართველოა პიონერი.
რაც შეეხება აღსრულებას: ჩვენი გადაწყვეტილება საბოლოოა და ვერ გასაჩივრდება. თუ "ზესტაფონი" თანხას არ გადაიხდის, ჭანტურიას ადვოკატს აქვს უფლება, აღსრულების თაობაზე ჯერ მიმართოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელსაც შეუძლია ყველა სახის სანქციის გამოყენება - კლუბისთვის ტრანსფერების, ლიცენზიის შეჩერება და სხვა.
თუმცა მხარეები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, თავი შეიკავონ სამოქალაქო სასამართლოს ჩარევისაგან. თუ ფედერაციის გადაწყვეტილებაც ვერ იმოქმედებს, ფეხბურთელმა უნდა მიმართოს ფიფას და უეფას, რომ მხარე არ ასრულებს გადაწყვეტილებას, რაც ქართული ფეხბურთის სახელისთვის მომგებიანი არ იქნება.
ბოლოს კი, თუ ყველა სპორტული გზა ამოიწურება, არბიტრაჟის შესახებ კანონით, ჭანტურიას შეუძლია მიმართოს სამოქალაქო სააპელაციო სასამართლოს და არსებულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის ამოწერა მოითხოვოს. თუმცა დასაშვებია, რომ აღსრულების უფლება არც გასცენ".