ფრანკ დე ბური: გვარდიოლას მაგალითმა აღმაფრთოვანა

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა ესპანურ ჟურნალთან Don Balon-თან ინტერვიუში გაიხსენა, როგორ დათანხმდა ნიდერლანდური კლუბის თავკაცის პოსტის დაკავება. მისი თქმით, ამ ნაბიჯის გადადგმა "ბარსელონას" მწვრთნელის პეპ გვარდიოლას მაგალითმა გადააწყვეტინა.

"გვარდიოლას "ბარსელონას" მესაჭედ მოსვლის პირველივე დღეებიდან ყურადღებით ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, რას შეძლებდა ეს ადამიანი ამ თანამდებობაზე სათანადო გამოცდილების გარეშე. შესაბამისად, საკუთარ თავსაც ვეკითხებოდი - შევძლებ თუ არა მე "აიაქსში" იგივეს გაკეთებას?

შეიძლება ითქვას, რომ სწორედ პეპის მაგალითმა აღმაფრთოვანა, საკუთარი თავის რწმენა შემმატა და როდესაც "აიაქსში" მთავარი მწვრთნელის პოსტი შემომთავაზეს, თამამად
დავთანხმდი", - განაცხადა დე ბურმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული