1964 წლის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გუნდის, თბილისის "დინამოს" ლეგენდარული მეკარე სერგო კოტრიკაძე 3 მაისს, შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში, გულის შეტევით გარდაიცვალა.
ბატონი სერგო საქართველოს U15 ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წევრი იყო და გუნდს ლენარტ იოჰანსონის თასი 2011-ის გათამაშებაზე ახლდა.
საქართელოს ფეხბურთის ფედერაცია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
სფფ-ს პრესსამსახური