ყიფიანი ლიცენზირებას და კლუბს ელის

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გიორგი ყიფიანის გადადგომა ბევრისთვის მოულოდნელი იყო. პირველი წრის ბოლოს ახალგაზრდა მწვრთნელმა გუნდში გაჩერება აღარ ისურვა. ახლა კი გიორგი ისრაელშია და შეთავაზებას ელის.

"შეიძლება, ისრაელში მუშაობა დავიწყო, მაგრამ შემდეგი სეზონიდან. ამჟამად ისრაელში ვარ და სისტემატურად ვესწრები თელ ავივის "ჰაპოელის" ვარჯიშებს. საქმე ისაა, რომ ამ გუნდის მთავარ მწვრთნელ ელი გუტმანს ძალიან საინტერესო სავარჯიშო ციკლი აქვს და ვფიქრობ, სამომავლოდ საკმაოდ წამადგება.

კავშირი კიდევ რამდენიმე კლუბთან მაქვს როგორც უმაღლეს, ასევე პირველ ლიგაში. შეძლებისდაგვარად ვესწრები მათ თამაშებსა და ვარჯიშებს და
ვცდილობ, საუკეთესო შევითვისო და მერე ჩემს პრაქტიკაში გამოვიყენო.

რა თქმა უნდა, მოუთმენლად ველი საქართველოში ა კატეგორიის ლიცენზირების დაწყებას და როგორც კი ეს მოხდება, აუცილებლად ჩამოვალ", - გვითხრა გიორგი ყიფიანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული