სტადიონის რეკონსტრუქცია ფიფასა და უეფას სტანდარტების შესაბამისად წარიმართება. პირველ ეტაპზე მინდვრის საფარის მოსაწესრიგებელი სამუშაოები დაიწყო. სპეც-ტექნიკის საშუალებით მინდვრის საფარი ჯერ მოიხვნა და შემდეგ მოიტკეპნა, სადაც სპეციალური სასუქი შეიტანეს. რეკონსტრუქციის დასრულებამდე "მერცხალი" მეტოქეებს ჩოხატაურის "ბორის პაიჭაძეზე" მიიღებს. ოზურგეთის მუნიციპალურ სტადიონზე სრული სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მომავალი სეზონისთვის იგეგმება და მინდვრის საფარის მოწესრიგების შემდეგ, სარწყავი სისტემის მოწესრიგება, ტრიბუნების რეკონსტრუქცია, საერთო საცხოვრებლისა
საფეხბურთო კლუბ "მერცხალის" მთავარი მწვრთნელი ხარიტონ ჩხატარაშვილი სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ ეს კლუბის მუშაობაზე, დადებითად აისახება.
"1967 წლის შემდეგ ასეთი მასშტაბური სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალურ სტადიონზე არ ჩატარებულა, ეს დადებითად აისახება კლუბის მდგომარეობაზე, ჩვენ გავივლით საჭირო მოთხოვნებს, კლუბი მიიღებს ლიცენზიას და ალბათ ახალ სეზონს უმაღლეს ლიგაში ვითამაშებ. ვფიქრობთ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. ჩვენი კლუბი ყოველთვის მიისწრაფვოდა სფფ-სთან პარტნიორული ურთიერთობისაკენ და მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა თანამშრომლობამ ასეთი კარგი შედეგი გამოიღო. რაც კეთდება ოზურგეთში ეს ბატონი ზვიად სიჭინავას დამსახურებაა, რომელმაც ფედერაციის პრეზიდენტად დანიშვნიდან დაიწყო სტადიონების რეკონსტრუქცია. მაღალი დონის მოედნების დეფიციტი ქართული ფეხბურთის ერთ-ერთ უმწვავესი პრობლემა იყო და სასიხარულოა, რომ ამ პროექტის განხორციელება მთლიანად ჩვენ საფეხბურთო კლუბს მნიშვნელოვნად წაადგება, გვინდა კლუბის სახელით ბატონ ზვიადს გადავუხადოთ მადლობა".
სტადიონზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების დაწყებას მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ტაკიძეც ესწრებოდა, ის ადგილობრი ფეხბურთის მესვეურებს შეხვდა და განახლებული სტადიონის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით დაიწყო ოზურგეთის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველი ეტაპი, რომელიც თავის მხრივ იქეთკენ არის მიმართული, რომ ოზურგეთში იქნება ევროპული დონის სტადიონი. მნიშვნელოვანია, აგრეთვე იმ კუთხითაც, რომ მშენებლობაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ჩვენ გვინდა ფედერაციას დიდი მადლობა გადაუხადოთ, იმისათვის რომ უდიდეს ყურადღებას აქცევენ რეგიონებში საფეხბურთო კლუბებს. ფეხბურთი, ეს არის სტიმული მომავალი თაობებისათვის, რომლებიც არ დაკმაყოფილდებიან რეგიონალურ გუნდებში თამაშით და იფიქრებენ უმაღლეს ლიგაში მოხვდნენ" - განაცხადა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.
gff.ge