"ასეთი "ქირურგიული ჩარევა" აუცილებელიც იყო, რადგან ადრე თუ გვიან უნდა დასრულებულიყო ის ამაზრზენი მოვლენები, რაც ქართულ ფეხბურთს კლავდა. ხალხი რომ მოდის, ფეხბურთის ყურება სურს და არა გარიგებული მატჩებისა. ეს ჩვენი ფეხბურთის უდიდესი სირცხვილი იყო, დროზე უნდა მოკვეთილიყო და მოიკვეთა კიდეც. დარწმუნებული ვარ, ამიერიდან მსგავს სიბინძურეში მონაწილეობას სხვები ვერ გაბედავენ."
ქორიძე მიიჩნევს, რომ გარიგებულ მატჩებზე სალაპარაკოდ შეკრებილ ვეტერანებს შორის
"ქორთიარდ მერიოტში" გამართული შეხვედრა მეტისმეტად ემოციურად ჩატარდა, მთავარ თემასაც გადავუხვიეთ, მაგრამ მიმაჩნია, რომ ემოციები და გულახდილი ლაპარაკი საჭიროც იყო. ჩვენ დიდი ხანია, ასე გულწრფელად არ გვისაუბრია. რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის ურთიერთბრალდებების მოსმენა, ჩვენ მაინც ერთი ოჯახი ვართ, მაგრამ სათქმელი ითქვა. ეს ფეხბურთელებს შორის ვითარებას არ დაძაბავს, გასაგები გახდა, ვის რა აწუხებს და ჩვენს ფეხბურთს რა ვუშველოთ. ახლა სწორედ იმაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ დავძლიოთ სირთულეები, რათა ქართული ფეხბურთი გაჯანსაღდეს და საერთო კლასი ამაღლდეს", - ამბობს ქორიძე.