რა ვქნათ, რომ აღარ ჰქნან?

AutoSharing Option
საფეხბურთო მაქინაციებში მხილებული ფეხბურთელები საკუთარმა კლუბებმა "თამაშგარეში" დატოვებით უკვე დასაჯეს, ახლა კი ჯერი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაზეა.

დიდი უნდა იყოს იმის ალბათობა, რომ გიგა ბეჭვაიას, სპარტაკ გოგიას, კახაბერ კირთაძის, როინ ონიანისა და ლევან ვართაგავას გარდა, ფედერაციამ შეფასება მათი ზოგიერთი თანაგუნდელის ნამოქმედარსაც მისცეს - ვგულისხმობთ ნაადრევი შეცვლებისა და საეჭვოდ "აკიდებული" პენალტების ეპიზოდებს.

ვნახოთ, როგორ დასჯის სფფ საფეხბურთო მაქინაციების მონაწილე ფეხბურთელებს. წესით, სანქციებს ვერც მათი კლუბები უნდა გადაურჩნენ. ასე რომ, დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომაზე საინტერესო ამბები გველის. არც სკანდალთან დაკავშირებული სიახლეების
გაგება უნდა გამოვრიცხოთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული