ზვიად სიჭინავა: ნავთობი ბიზნესია, ჭადრაკი - სპორტი, გაზი და ფეხბურთი კი - პოლიტიკა

AutoSharing Option
ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომის შემდეგ ზვიად სიჭინავას კომენტარი ისეთ საკითხებზე ვთხოვეთ, საზოგადოებაში კითხვებს რომ ბადებდა. უეფას მიერ გამოგზავნილ წერილში ლაპარაკი იყო სამ გარიგებულ მატჩზე.

ფედერაციის პრეზიდენტს უპირველესად ამის თაობაზე ვკითხეთ.
- უეფადან წერილი 28 თებერვალს გამოაგზავნეს, თქვენ კი ის საზოგადოებას 4 მაისს აჩვენეთ. ამხელა შუალედი რამ გამოიწვია?
- წერილი უეფადან 28 თებერვალს კი გამოაგზავნეს, მაგრამ ჩვენ გაცილებით გვიან მივიღეთ და შემიძლია გაჩვენოთ შტამპი, რომლითაც ეს დასტურდება. უბრალოდ, მსგავსი გზავნილი არ არის პრეზიდენტისთვის განკუთვნილი წერილივით საჩქარო, რომელიც "დიეიჩელით" უნდა გააგზავნონ. საამისოდ
ჩვეულებრივ ფოსტას იყენებენ და, ეტყობა, ამიტომ დააგვიანა. თუმცა, ზუსტად მეც არ ვიცი, ამდენი ხანი ჩვენამდე მოსვლას რატომ დასჭირდა. მოკლედ, წერილის დამალვა რომ მდომოდა, ცხადია, სახალხოდ არ წავიკითხავდი.

- ჯერ მხოლოდ ხუთი მოთამაშის ბრალეულობა დამტკიცდა. ნუთუ გარიგებები კლუბების მონაწილეობის გარეშე ხდებოდა?
- გარკვეული ეჭვები გვქონდა, მაგრამ მოქმედებაში პარალიზებული ვიყავით და ვერაფერს ვაკეთდებდით. სამართალდამცავებმა უდიდესი სამსახური გაგვიწიეს, რომ ხუთი მოთამაშე მაინც გამოავლინეს. ასე რომ, ჩვენ ახლა მხოლოდ მათი საკითხები განვიხილეთ, ვისზეც კონკრეტული მტკიცებულებანი გვქონდა. თუმცა გამოძიება ამით არ დასრულდება და თუ მომავალშიც ვიღაცას წაუცდება ხელი, მასაც მკაცრად დავსჯით. აღმასკომზე გადავწყვიტეთ, რომ ასეთ ფაქტებზე აღარ ვიმსჯელოთ და პირდაპირ სამუდამო დისკვალიფიკაცია მივუსაჯოთ.

- საფეხბურთო სამყარო საკუთარი ძალებით გარიგებულ მატჩებსა და კორუფციულ სქემებში გარეული გუნდებისა და ფეხბურთელების გამოვლენას ვერ ახერხებდა. სამართალდამცავებს დახმარებისთვის ამიტომ მიმართეთ?
- პასუხს სხვა კუთხით გაგცემთ: ნავთობი არის ბიზნესი, ჭადრაკი არის სპორტი, გაზი და ფეხბურთი კი - პოლიტიკა.

- ანუ, რისი თქმა გსურთ?
- ფეხბურთი არის ყველაზე დიდი პოლიტიკა. მასში ერთიანდება ქვეყნის კულტურა და ისტორია. ამიტომაც მიმაჩნია, რომ მის განვითარებასა და ყოველდღიურ პროცესში უნდა იყოს ჩართული ყველა ის ადამიანი თუ სტრუქტურა - დამლაგებლით დაწყებული, ქვეყნის პრეზიდენტით დამთავრებული - ვისთვისაც ეს ქვეყანა ძვირფასია. თუ ფეხბურთით ყველა ეს ადამიანი არ იქნება დაინტერესებული, წარმატებას ვერასოდეს მივაღწევთ.

ცხადია, სამართალდამცავებსაც ვგულისხმობ. გამოჩნდა კიდეც, რომ მათ ჩვენს სფეროში დიდი საქმის გაკეთება შეუძლიათ და კორუფციული გარიგებების გამოვლენით უდიდესი სამსახური გაგვიწიეს.
მკითხველის კომენტარები / 8 /
"აქაც და იქაც"პროფესიონალო სიჭინავა,5 კაცზე ჯოხის გადატეხვა და დიდი სიბინძურის ჩაფარცხვა-მიჩუმათების "პროფიც"ყოპილხარ!ამაზე ამოიღოს ხმა ქეცბაიამ თორე 20 წლის მერე ნაკრების მწვრთნელი ეტყვის,დედა რომ ეტირა ფეხბურთს სად იყავი ძმაოო
davit berekashvili
10:44 11-05-2011
0
რატო წინა ფედერაციის საქმეეს არ იძიებთ ქეცბაიამ ხომ თქვა 20 წელი არაფერი გაკეთებულაო, სად წავიდა ამდენი მილიონები.ან თვითონ სად იყო სხავას რომეუბნება გვერდზეიდექიო. იყო კვიპროსზე..ჯერ საქმე გააკეთოს ადრეა ტრაბახი და თითის ქნევა...
zaza
13:50 11-05-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული