ქართველი ევროპის ჩემპიონატის ფინალში!

AutoSharing Option
ვერ გეტყვით, კიდევ რამდენი წელი დაგვჭირდება ცდა, სანამ ევროპის რომელიმე ასაკობრივი ჩემპიონატის ფინალში საქართველოს ნაკრებს ვიხილავთ, სამაგიეროდ, ამ წარმატებას მიაღწია ახალგაზრდა ქართველმა ლაინსმენმა გიორგი ყრუაშვილმა, რომელიც გუშინ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ფინალურ მატჩს მოემსახურა.

ფინალში ჰოლანდიამ გერმანია 5:2 გაანადგურა, შეხვედრის ესტონელ არბიტრ კრისტო ტოჰვერს კი ყრუაშვილი და უნგრელი ვენცელ ტოტი დაეხმარნენ.
გიორგი, რომელიც ცნობილი ქართველი არბიტრის, კარლო ყრუაშვილის შვილიშვილია, უეფამ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ მატჩზე (დანია-ინგლისი, დანია-საფრანგეთი, ჩეხეთი-რუმინეთი) გაამწესა, რის შემდეგაც იგი ჰოლანდია-ინგლისის ნახევარფინალშიც ამსაჯეს და როცა აქაც დამაჯერებლად გაისარჯა, ფინალში
"გასვლის" უფლებაც მოიპოვა.

ორიოდე სიტყვით თვით ჩემპიონატზეც, რომლის შესარჩევი ტურნირის ელიტრაუნდამდეც მიაღწია კობა ჟორჟიკაშვილის მიერ გაწვრთნილმა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა. ფინალში ანგარიში გერმანელებმა გახსნეს, პირველი ტაიმი 2:2 დასრულდა, შესვენების შემდეგ კი ჰოლანდიელთა უპირატესობა გამოიკვეთა და ალბერტ სტუივენბერგის გუნდმა გერმანიას შანსი არ დაუტოვა.

ცნობისთვის, ეს გუნდები ერთ ჯგუფში იყვნენ და მაშინაც ჰოლანდიამ გაიმარჯვა – 2:0. ჰოლანდიელებმა მხოლოდ ჩეხებს ვერ მოუგეს, დანარჩენ მატჩებში კი
დამაჯერებლად გაიმარჯვეს. საფრანგეთი, რომელიც ელიტრაუნდში ჩვენი მეტოქე იყო, ჯგუფში ჩარჩა, ხოლო ინგლისი, რომელიც საქართველოს ნაკრების მოწინააღმდეგე თბილისში გამართულ პირველ შესარჩევ ეტაპზე იყო, ევროპის ჩემპიონობისთვის ბრძოლას ნახევარფინალში, ჰოლანდიასთან 0:1 დამარცხებით გამოეთიშა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული