ცნობისთვის, ეს წოდება საქართველოში მხოლოდ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს ენიჭებათ, მაგრამ "დინამოს" გამარჯვების მნიშვნელობიდან გამომდინარე, სამინისტრომ გამონაკლისი დაუშვა.
ოთარ გაბელია, თამაზ კოსტავა, ალექსანდრე ჩივაძე, შოთა ხინჩაგაშვილი, ნოდარ ხიზანიშვილი, გიორგი თავაძე, ვიტალი დარასელია, ზაურ სვანაძე, თენგიზ სულაქველიძე,
თავის მხრივ, დინამოელებმა მინისტრს საკუთარი ავტოგრაფებით დამშვენებული ბურთი უსახსოვრეს. ღონისძიებას სამინისტროს ხელმძღვანელობა სრული შემადგენლობით დაესწრო, იქვე იყვნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა და "დინამოს" გენერალური მენეჯერი ზურაბ პოლოლიკაშვილი.
დაჯილდოების ცერემონიალს შეხვედრის არაოფიციალური ნაწილი მოჰყვა, სტუმარ-მასპინძლებმა ქართული ფეხბურთის სადღეგრძელო შესვეს.
ლადო ვარძელაშვილი: "თბილისის "დინამოს" ფეხბურთელებს ვულოცავ ამ გამარჯვების 30 წლის იუბილეს. "დინამოს" ფეხბურთელებმა ქართულ სპორტს და მთლიანად საქართველოს ისეთი დიდი სიხარული აჩუქეს, რომ ამ ჯილდოს უთუოდ იმსახურებენ. იმედს გამოვთქვამ, რომ ქართული ფეხბურთი დიდ გამარჯვებებს არაერთხელ მოიპოვებს, ამისთვის კი ერთობლივი მუშაობა გვმართებს. უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ სამუშაო პროგრამას და ვეტერან ფეხბურთელებთან აქტიურად ვითანამშრომლებთ".
ვლადიმერ გუცაევი: "სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასეთი დაფასებისთვის დიდ მადლობას ვუხდი. ამ ჯილდოს მხოლოდ ოლიმპიურ და მსოფლიოს ჩემპიონებს გადასცემენ, ჩვენ კი, ალბათ, იმ დიდი გამარჯვებებისა და სიხარულისთვის დაგვაფასეს, რომელიც ქართველ ხალხს და გულშემატკივარს მოვუტანეთ".
ოთარ გაბელია: "ჯილდოს მიღება და ასეთი დაფასება ძალიან სასიამოვნოა. უფრო მეტად სასიხარულო კი ის ყურადღებაა, რომელსაც სულ ვგრძნობდით. იუბილე მოგვილოცა ყველამ, "დინამოს" ხელმძღვანელობამ, ფეხბურთის ფედერაციამ, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ. ქართულ ფეხბურთში ვითარება უკეთესობისკენ მიდის და შედეგი აუცილებლად მოვა".
თენგის სულაქველიძე: "უბედნიერესი ვარ, დღემდე რომ გვაფასებენ. დიდი მადლობა სამინისტროს ასეთი საპატიო ჯილდოსთვის. იმედი მაქვს, ქართული ფეხბურთი ძალიან მალე აღორძინდება და საერთაშორისო ასპარეზზე ისევ იტყვის საკუთარ სიტყვას".