შოთა არველაძე: მეკარეებს უცნაურ ხალხად მიიჩნევენ, მაგრამ ვან დერ სარი გამონაკლისია

AutoSharing Option
"აიაქსის" ყოფილმა თავდამსხმელმა შოთა არველაძემ აღნიშნა, რომ მეკარე ედვინ ვან დერ სარი სხვა მეკარეებს არ ჰგავს.

"მეკარეებს უცნაურ ან განსაკუთრებულ ხალხად მიიჩნევენ - ხასიათით, ფსიქოლოგიით. თუმცა, ეს არ ეხება ვან დერ სარს. ის ჩვეულებრივი მოთამაშე და ფეხბურთელია. ამასთან ის თავის ამპლუაში ერთერთი საუკეთესოა მათგან, ვისთანაც მივარჯიშია და მითამაშია.

ასეთი შემთხვევა მახსოვს: კუთხურების მოწოდებაზე ვვარჯიშობდით და გოლი ხელით გავიტანე. ყველას გაეცინა. იგივე კიდევ გავიმეორე. მაშინ ედვინ ვან დერ სარმა თქვა: შოთი, მეც ხომ ვვარჯიშობ და ბურთი მუშტებით უნდა მოვიგერიო, ამიტომ ასე
აღარ გააკეთო", - თქვა შოთა არველაძემ.

მომზადებულია sports.ru-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული