ანდერსონ აკინომ, რომელიც შარშან რუსთავის "ოლიმპის" შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონი, ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი და ბომბარდირი გახდა, ბრაზილიის ჩემპიონატშიც გაიბრწყინა. ბრაზილიური სერია A-ს მესამე ტურში მისმა "კურიტიბამ" 5:1 გაანადგურა "ვასკო და გამა" და პირველი ქულები მოიპოვა, აკინომ კი თავი ჰეთ-თრიქით გამოიჩინა. რაც ყველაზე ნიშანდობლივია, მან გოლები ცხრაწუთიან ინტერვალში (მე-11, მე-15 და მე-20 წუთებზე) გაიტანა, მოედანზე კი მხოლოდ 61 წუთი დაჰყო.
რა გვეთქმის - აკინოს წარმატებებს ვუსურვებთ, მაგრამ გული იმაზე გვწყდება, ქართულ ფეხბურთს რომ ვეღარ გამოადგება. საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე სიარული მის სანახავა
დაც ღირდა და არც ის იქნებოდა ურიგო, აკინოს საქართველოს მოქალაქეობა მიეღო. ამ შემთხვევაში იგი ჩვენი ეროვნული გუნდის რეალური კანდიდატი უნდა ყოფილიყო. ისიც აღსანიშნავია, რომ აკინო მხოლოდ 24 წლისაა და კარიერაში მეტის მიღწევა შეუძლია.
"ოლიმპიდან" წასვლის შემდეგ, სადაც 2009-10 წლების სეზონი გაატარა და საქართველოს ჩემპიონატში 26 გოლი გაიტანა, მას მინსკის "დინამო" იწვევდა, მაგრამ სამშობლოში დაბრუნდა. "კურიტიბაში" აკინო რამდენიმე თვის წინ გადავიდა, მანამდე კი "პარანას" ღირსებას იცავდა.